National Geographic: ცხოვრება ფერებში – წითელი


რკინით მდიდარი მდინარის უბე. ალბერტას ნაციონალურ პარკი, კანადა. აქვე არის მონტანას დნობადი მყინვარი.


აღმოსავლეთ გერმანია. ძველი წითელი მანქანა ქუჩის ბინძურ და მტვრიან მხარეს.


ზღვის შვრიები. საღამო ვირჯინიის მინდრებში მობიბინე ზღვის შვრიას მოწითალო ელფერს აძლევს.


ოქროსფერი თევზი. ფიჯის კუნძულებზე, ნამენალალას ზღვის სიღრმეში წითელი ზღვის შოლტები ამოზრდილან, მათ შორის კი თევზი დაცურავს.


საქორწინო გამოქვაბული. მდიდრული წითელი ფარდები და ქაღალდის ფანრები კლდის გამოქვაბულს მაგიურ საქორწინო დარბაზად აქცევს. ეს ხდება ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, სადაც წითელი საქორწინო ფერია.


ნეკერჩხლის ფოთოლი. მარტოსული ფოთოლი მოჭრილი ხის ტანზე დაეცა. მეინის შტატი, აქადიას ნაციონალური პარკი.


გეიშას ტუჩები. კიოტოელი გეიშას გალამაზების პროცესი. ერთ-ერთი უძველესი პროფესია იაპონიაში, რომელიც მდიდარი ხალხის გართობას ემსახურება.


მოროკოს მეჩეთი. ქალაქ მეკნესში ალ ბერდაინის მეჩეთის შესასვლელის კაშკაშა თაღი და წითელი კედლები.


ბავშვის ჩრდილი. ბუშმენი ბიჭის მსწრაფლმავალი ჩრდილი წითელ კედელზე სამხრეთ აფრიკის ქალაქ ველკომში.


ნეკერჩხლის ფოთლები. მერილენდის ნეკერჩხლის ცეცხლისფერი ფოთლები შემოდგომით.


მწეველი სადჰუ. ინდუისტი ასკეტი, იგივე სადჰუ, აბოლებს ბანიანის ხესთან, მუმბაის ტაძრის სიახლოვეს. სადჰუები სულიერ ცხოვრებას ეწევიან და ძირითადად შემოწირულობებით ცხოვრობენ.


მაგადის ტბა. კენიაში მდებარე ტბა წითლდება თავსხმა წვიმის შემდეგ. უკიდურესად მარილიან, ტუტეებით გაჯერებულ ტბაში სიცოცხლის ფორმები იშვიათია, თუმცა ჭაობის ფრინველებისთვის თავშეყრის საყვარელი ადგილია.


თუთუბოს ფოთლები. კანზასის შტატში, თოლგრასის ნაციონალურ პარკში შემოდგომით თუთუბო წითლდება. ბალახიანი პრერიის ლანდშაფტი თუთუბოსა და შინდის ბუჩქებითაა მორთული.


სკოლის მოსწავლეები. ვერაფერი შეაჩერებს ტაიპეის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ეროვნული დღესასწაულის, ორმაგი ათეულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. დღესასწაული ეძღვნება 1911 წლის 10 ოქტომბრის გახსენებას – ამ დღეს მოხდა რევოლუცია, რომელმაც ჩინეთის ბოლო დინასტიის არსებობა დაასრულა.

One thought on “National Geographic: ცხოვრება ფერებში – წითელი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s