ოთხშაბათს, 15 ივნისს, მთვარე ფერს შეიცვლის, ამასთან სრულად დაბნელდება. 2000 წლის შემდეგ ეს იქნება მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება. თუკი ცა მოწმენდილი იქნება, სავსე მთვარე სისხლისფრად გამოჩნდება 100 წუთის განმავლობაში. თუმცა ნასას განცხადებით, ევროპელები გამოტოვებენ დაბნელების საწყის ეტაპს, რადგან ეს შებინდებამდე მოხდება. დაბნელება დაიწყება ბრიტანეთის საზაფხულო დროით 18 სთ 24 წთ-ზე (21:24 თბ. დრ.) და დასრულდება შუაღამით. თუმცა მზე დიდ ბრიტანეთში 21:19-ზე ჩადის. მოვლენის დაკვირვების საშუალება ექნებათ აღმოსავლეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ავსტრალიის მაცხოვრებლებს.
მთვარე სინათლეს მზისგან ირეკლავს. დაბნელების დროს დედამიწა, მზე და მთვარე ერთ ხაზზე განლაგდებიან და დედამიწის ჩრდილი მთვარეს ფარავს. მზის სინათლე, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, მთვარეს წითელ, ყავისფერ ან შავ ელფერს აძლევს.



ინგლისის ერთ-ერთ სოფელს, სახელად ვულპიტს, საინტერესო და უცნაური ისტორია უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მეფე სტეფანის (1135-1154) მეფობის დროს, XII საუკუნის ერთ ზაფხულს აქ ორი უცნაური ბავშვი – და და ძმა – იპოვეს. მუშები მინდორში მოსავალს იღებდნენ, როცა შემზარავი კივილი გაიგეს. ისინი ხმას მიყვნენ და მგლების დასაჭერად გაკეთებულ ორმოში ორი ბავშვი, გოგო და ბიჭი, აღმოაჩინეს. აღნაგობა მათ ჩვეულებრივი ადამიანისა ჰქონდათ, თუმცა ორივენი უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ტანსაცმელი ისეთი მასალის იყო, რაც მანამდე არავის ენახა და რაც ყველაზე მთავარია, ორივეს კანი მწვანე ფერის იყო.
ბალთაზარ კოსა ერთ-ერთი იყო იმ 7 კარდინალიდან, რომლებმაც უღალატეს რომის პაპს, გრიგოლ XII-ს, და გადავიდნენ ანტიპაპ ბენედიქტ XIII-ის მხარეს. 1409 წელს მოიწვიეს პიზის კრება, რომლის ლიდერიც იყო ბალთაზარ კოსა. კრებამ გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ მაგივრად ეკლესიის მეთაური გახდა ალექსანდრე V. გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, ამიტომ მალე ერთდროულად სამი პაპი მოქმედებდა.


