ტყვიაგაუმტარი კანი უკვე რეალობაა


ჰოლანდიელმა მკვლევარებმა შეძლეს და გენეტიკური ინჟინერიის წყალობით გამოიყვანეს ისეთი ცხვრები, რომელთა რძე ობობის ქსელის ანალოგიურ პროტეინს შეიცავდა. შემდეგ რძიდან პროტეინი გამოწოვეს და მისგან შექმნეს ისეთი მასალა, რომელიც ფოლადზე 10-ჯერ მტკიცეა. ამ მასალით შესაძლებელია სხეულის დამცავი საფარის შექმნა – მას ტყვიის შეჩერებაც კი ძალუძს.

მოზარდი ბიჭი “მერსედესის” ხელით


უამრავი მოზარდია მსოფლიოში, რომელიც ოცნებობს “მერსედესის” ავტომობილის ქონაზე, თუმცა იშვიათია “Formula 1”-ის გულშემატკივრის, მეთიუ ჯეიმსის მსგავსი ადამიანები. მას გაცილებით სპეციფიკური და უჩვეულო მიზანი ჰქონდა – დახმარებოდა საავტომობილო გიგანტი ახალი ბიონიკური ხელის შექმნაში.
განაგრძე კითხვა

უბრალოდ ლამაზი ფოტოები National Geographic-ისგან #2

მაიას ტომის აკლდამა ჰონდურასში

განაგრძე კითხვა

ომოს ხეობის მობინადრეები


ფოტოგრაფმა მარკოს ლირამ ეს ფოტოები გადაიღო 2010 წელს ომოს მდინარის ხეობაში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან, ადის-აბებადან 3 დღის სავალზეა და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ტერიტორიაა. ომოს ხეობა იმითაა გამორჩეული, რომ 4 ძირითადი აფრიკული ენობრივი ჯგუფის სამშობლოა. აქ ბინადრობს ოცზე მეტი ტომი, ზოგიერთი მათგანი ათი ათასობით წევრისგან შედგება, სხვები კი – მინიმუმ 500-სგან. თითოეულის კულტურა განსხვავებული და უნიკალურია. ყველა ტომი თავის ენაზე საუბრობს და თავისი რელიგია აქვს.

განაგრძე კითხვა

National Geographic-ის მაკრო ფოტოები

მარტოსული ფუტკარი ყვავილის შუაგულში

განაგრძე კითხვა

Falcon HTV-2 – მორიგი ტექნოლოგიური ნახტომი და მორიგი მარცხი


წინასწარი ვარაუდებით, ეს იქნება რევოლუცია საფრენ ხომალდებში – Falcon HTV-2 ლონდონიდან სიდნეიმდე მანძილს სულ რაღაც 1 საათში დაფარავს. 11 აგვისტოს უკვე განახორციელა საცდელი ფრენა უპილოტო სარაკეტო თვითმფრინავმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 21 000 კმ/სთ-ს შეადგენს. ეს კი ბგერის სიჩქარეს 20-ჯერ აღემატება. თუმცა რამდენიმე საათში Falcon-მა მარცხი განიცადა. გაშვება წარმატებული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაკეტისგან გამოცალკევდა, კონტაქტი დაიკარგა და ადგილმდებარეობა გაურკვეველი დარჩა.

Falcon HTV-2-ის სიგრძე 3.6 მეტრია, წონა – 900 კგ. დამზადებულია ექსპერიმენტული მასალით, რომელიც უძლებს 2000 გრადუსს. დამზადება $308 მილიონი დაჯდა. შეუძლია ზიდოს 5.5 ტონა ტვირთი, მათ შორის ატომური ბომბი. პენტაგონი მის იარაღად გამოყენებას გეგმავს, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა კომერციულ მგზავრობაში დიდი ნახტომი იქნება – Falcon HTV-2-ს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე მისაღწევად მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება.

ჯგუფი “Anonymous” 5 ნოემბერს ფეისბუქს დაჰაკავს


ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც “Anonymous”, დებს პირობას, რომ ფეისბუქი 5 ნოემბერს განადგურდება. 5 ნოემბერი დიდ ბრიტანეთში გაი ფოქსის დღეა და ე.წ. დენთის შეთქმულების მოსაგონრად აღინიშნება.
განაგრძე კითხვა

რამდენად ჭკვიანები არიან მაიმუნები?


მაიმუნების ინტელექტის შესახებ სერიოზული მტკიცებულებები 1960-იან წლებში გაჩნდა გომბეში, ტანზანიაში. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ჯეინ გუდოლი აკვირდებოდა შიმპანზეებს და შენიშნა, რომ ისინი ჭიანჭველების “მოსანადირებლად” რტოებს იყენებდნენ (იხ. სურათი). ეს გახლდათ პირველი დადასტურება იმისა, რომ შიმპანზეებიც აკეთებენ და იყენებენ იარაღს ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. მანამდე იარაღის გამოყენება ითვლებოდა უნიკალურ, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ მოვლენად. ამ აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ჩვენი ევოლუციური ნათესავები ჟესტების ენას იყენებენ, ამზადებენ შუბის მაგვარ იარაღებს და მათი მეშვეობით ნადირობენ, მეხსიერების ტესტებში კი ზოგჯერ სტუდენტებსაც ჯობნიან.

განაგრძე კითხვა

უდიდესი აფეთქება მზეზე ბოლო 5 წლის მანძილზე


9 აგვისტოს მზეზე მოხდა მასიური აფეთქება, რამაც დედამიწის მიმართულებით 10 მილიარდი ტონა ღრუბელი გამოტყორცნა 8 მილიონი კმ/სთ სიჩქარით. რადიაციის ტალღა ატმოსფეროს გავლით დედამიწაზე ვერ შემოაღწევს, თუმცა შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად ატმოსფეროს, ასევე ხელოვნურ თანამგზავრებსა და საკომუნიკაციო სისტემებს, რაც სავარაუდოდ კომუნიკაციის დროებით შეფერხებას გამოიწვევს. აფეთქებამ ასევე გამოათავისუფლა პროტონის რადიაცია, რაც კოსმოსში მყოფ ადამიანებს დიდ ზიანს მიაყენებს, თუკი თავს არ დაიცავენ.

National Geographic: დაკარგული ქალაქები


პეტრა, იორდანია. პეტრას მონასტრის შესასვლელთან მდგარი ადამიანი გვანახებს, რამდენად გრანდიოზული და მასშტაბურია ეს უძველესი შენობა. II საუკუნეში ქვიშაქვის გორაკზე გამოკვეთილი სტრუქტურა მოგვიანებით მრავალი თაობის მიერ ეკლესიად ან მონასტრად გამოიყენებოდა, თუმცა თავდაპირველი დანიშნულებით ტაძარი იყო.

განაგრძე კითხვა