ადამიანი, რომელმაც ჰიტლერი შეიწყალა


კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ამაზრზენი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის, კარიერა მილიონობით ადამიანის წამებასა და განადგურებაზე იყო აგებული. თუმცა ამის აცილება შეეძლო ერთ ადამიანს, სახელად ჰენრი ტენდის, სულ რაღაც ერთი ტყვიის დახმარებით 1918 წელს. ბევრისთვის სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა.

1918 წლის 28 სექტემბერს ბრიტანელი რიგითი ჯარისკაცი ჰენრი ტენდი, რომელიც ფრანგულ სოფელ მარკოინგთან მსახურობდა, წააწყდა დაჭრილ ადოლფ ჰიტლერს, რომელიც იმ დროს 29 წლის იყო. სულ მცირე ძალისხმევა იყო საჭირო იმისთვის, რომ ჰენრის სასიკვდილო გასროლა განეხორციელებინა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი დღე გერმანელებს ებრძოდა. თუმცა კვამლიდან სინათლეზე კოჭლობით გამოსული ჯარისკაცის დანახვისას ტენდიმ ცეცხლი არ გახსნა და შეტევა გადაიფიქრა.

ჰიტლერმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და გაუჩინარდა. ტენდის ჰქონდა შანსი, რამდენიმე წამში ისტორია მკვეთრად შეეცვალა, მაგრამ მან რატომღაც ჰიტლერის მიმართ სიმპათია იგრძნო. ეს ამბავი შემდეგი 20 წელი თითქმის არც გახსენებია.

1938 წელს ომის თავიდან ასაცილებლად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი გერმანიაში ესტუმრა ადოლფ ჰიტლერს. ჰიტლერმა სტუმარი ბავარიაში, ბერხტესგადენში მიიღო. მის თავშესაფარს უხვად ამშვენებდა გერმანული ხელონების ნიმუშები. თუმცა ჩემბერლენი დააინტერესა ფორტუნიო მატანიას ნამუშევრის ასლმა, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ ატარებდა მხრებით რიგითი ტენდი დაჭრილ თანამებრძოლს. პრემიერ-მინისტრმა მეტი ინფორმაციის მიღება ისურვა, რაზეც ფიურერმა მიუგო:

– ამ ადამიანს ისე ადვილად შეეძლო ჩემი მოკვლა, რომ ვფიქრობდი, გერმანიას ვეღარასდროს ვიხილავდი; მაგრამ განგებამ მიხსნა იმ სატანური ცეცხლისგან, რომლითაც ინგლისელი ბიჭები გვიტევდნენ.

ჰიტლერმა ჩემბერლენს სთხოვა, რიგითი ტენდისთვის უღრმესი მადლობა გადაეხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო ზარით განახორციელა. შემდეგ წელს ომი დაიწყო. გერმანიის მიერ დიდი ბრიტანეთის აქტიური დაბომბვის პერიოდში ტენდი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და შემდგომში ერთ-ერთ ჟურნალისტთან სინანული გამოთქვა, ნეტა წინასწარ მცოდნოდა, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდებოდა. მისი ბრძანებით დახოცილ ქალებსა და ბავშვებს რომ ვხედავდი, ძლიერ ვწუხდი, რომ ცოცხალი გავუშვიო.

ჰენრის სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა იმაზე დარდი, რომ 1918 წელს ჰიტლერი არ მოკლა. 49 წლის ასაკში მან ისევ გადაწყვიტა ჯარში სამსახური და ყველას აუწყა, ამჯერად ჰიტლერი ვერსად გამექცევაო. თუმცა მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ტენდი გარდაიცვალა 1977 წელს, 86 წლის ასაკში, ინგლისის ქალაქ ქოვენთრიში.

_______________________________________________________________________________________
მსგავსი პოსტი: მღვდელი, რომელმაც უმწეო ბავშვის გადარჩენით მსოფლიო ისტორია შეცვალა

Advertisements

4 responses to “ადამიანი, რომელმაც ჰიტლერი შეიწყალა

  1. ქეთი 29/10/2013, 12:14 PM

    იმის წარმოდგენაც არ მინდა რამდენი სიცოცხლე გადარჩებოდა 1 ტყვიით, რადგან ძალიან დიდ სიძულვილს ვგრძნობ არმსროლელის მიმართ.

    Like

    • kosta 30/10/2013, 12:46 AM

      რატო გრძნობ კაცმა დაჭრილი ადამიანი დაინახა და არ ესროლა… ესეც “ჰენრის სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა იმაზე დარდი, რომ 1918 წელს ჰიტლერი არ მოკლა.” 😀

      Liked by 1 person

  2. Elena 30/10/2013, 9:12 PM

    ჩემი აზრით რაც მოსახდენი იყო მაინც მოხდებოდა, რა მნიშვნელობა აქვს ამას ჰიტლერი გააკეთებდა თუ სხვა ვინმე. მაგრამ თუ დავუშვებთ იმას რომ ჰენრი ტენდი ჰიტლერს მოკლავდა ამითი უამრავი ადამიანი სიკვდილს და წამებას გადაურჩებოდა, ისიც შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ვინ იცის რამდენი ადამიანი მოკვდა, მანამდე სანამ მაგალითად ჰიტლერისნაირი დიქტატორი გახდებოდა და ვინ იცის რამდენი ადამიანი გადარჩა გარდაუვალ სიკვდილს.

    Like

  3. GIO 11/05/2014, 4:06 PM

    მორალი: ავადმყოფი საწოლშივე უნდა მოტ….აო.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: