არის თუ არა ღმერთი ტვინის „შემოქმედება”?


რუდი: მეგონა, რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი.
გვენი: ლამის ჩავთვალე, რომ ჩემი შვილი ღმერთი იყო.
ბერნი: როგორც აღმოჩნდა, ის ფიქრობდა, რომ მე იოსები ვიყავი, თავად კი მარიამი და ჩვენი პატარა ჩარლი – ქრისტე.

ეს ადამიანები იტანჯებიან ტვინის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დაავადებით – ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთთან ჰქონდათ კავშირი. მათი უჩვეულო მდგომარეობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად ჩაწვდნენ რწმენასა და ადამიანის გონებას. შედეგად მკვლევარები სვამენ ყველაზე ამაფორიაქებელ კითხვას – შესაძლებელია თუ არა, ტვინის ფიზიკური სტრუქტურა გვაპროგრამებდეს ისე, რომ ღმერთის არსებობა დავიჯეროთ?

რუდი ეფოლტერი (სურათზე) მთელი ცხოვრებაა, იტანჯება საფეთქლის წილის ეპილეფსიის მძიმე ფორმით, იმდენად მძიმეთი, რომ 18 თვის ასაკში შეტევებისგან კინაღამ დაიღუპა. დაავადება მაშინ მწვავდება, როცა ტვინის საფეთქლის წილში შეინიშნება ნორმიდან გადახვეული ელექტრული აქტივობები.

– რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფერს ხვდები, შემდეგ თავბრუ გეხვევა და ასე გრძელდება, სანამ ძირს არ დაეცემი და კრუნჩხვები არ დაგეწყება, რაც რამდენიმე წუთს გასტანს. ამ დროს შეიძლება ცნობიერება შეგინარჩუნდეს, ასევე შესაძლოა, გონება დაკარგო.
რუდი

საფეთქლის წილის ეპილეფსიას ერთი ძალიან უცნაური გვერდითი ეფექტი აქვს – პაციენტების მცირე ნაწილში ამ დაავადებამ შესაძლოა, რელიგიური ჰალუცინაციები გამოიწვიოს. ამ ხილვებმა მეცნიერებს უბიძგა, წინ წამოეწიათ საკითხი, რომელიც მანამდე არასდროს დასმულა. რუდი ყოველთვის ათეისტი იყო და ამას ღიად ადასტურებდა, მაგრამ 43 წლის ასაკში მას ძლიერი რელიგიური ხილვა ჰქონდა.

– ქროულის საავადმყოფოში (ინგლისი) საწოლში ვიწექი, როცა უეცრად მომეჩვენა, რომ ყველაფერი იცვლებოდა. ოთახი იმავე ზომისა იყო, მაგრამ რაღაც სხვად იქცეოდა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ამას უნდა შევბრძოლებოდი და ძალიან შევეცადე, გონებაზე ზეგავლენა მომეხდინა და ნორმალურ მდგომარეობას დავბრუნებოდი, რადგან ჩავთვალე, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. შემდეგ მეგონა, რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი. მითხრეს, რომ აქ მოხვედრის მიზეზი ჩემი ცხოვრება იყო – არ ვიყავი ღვთისმოშიში ქრისტიანი, არ მწამდა ღმერთის. ჩემთვის შოკისმომგვრელი გახლდათ იმის გააზრება, რომ ქრისტიანული რელიგია ჭეშმარიტება აღმოჩნდა. მომხდარის გამო ძალიან დავითრგუნე, ავღელდი და შევშფოთდი, განსაკუთრებით იმის გააზრების შემდეგ, რომ სამუდამოდ იქ დავრჩებოდი.
რუდი

რუდის საბედნიეროდ, ხილვა დასრულდა და მსგავსი რამ აღარასდროს განმეორებულა. ის ისევ მტკიცე ათეისტია.


რაც შეეხება გვენ ტაის, მას ჰალუცინაციები მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა. რუდისგან განსხვავებით, ის ძლიერი მორწმუნეა, ღვთისმოშიში კათოლიკე. წლების მანძილზე მისი ქმარი ბერნი მისი ხილვებით გამოწვეულ ეფექტებს საკუთარი თვალით ხედავდა. პირველი ხილვა თაფლობის თვის შემდეგ მოხდა, როცა გვენი საავადმყოფოში იყო.

– ის ჩამჩურჩულებდა, რომ პალატის იქით მდგომი ქალბატონი დემონი იყო. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა მისი ხილვების შესახებ შევიტყვე. იმ ქალბატონს მწვანე ტანისამოსი ეცვა, შესაძლოა, ამიტომ იფიქრა გვენმა მსგავსი რამ.
ბერნი

– გონებაში ეშმაკი წარმომიდგა და ძალიან საშიში შესახედაობა ჰქონდა. ამასთან, კაშკაშა სინათლე ახლდა და არა ისეთი სიბნელე, როგორც ჩვეულებრივი ხალხი აღიქვამს ხოლმე დემონურ ქმნილებებს. ძალიან ნათელი იყო, თუმცა გადამეტებული და შემაშინებელი.
გვენი

– ამის შემდეგ რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გვენს კრუნჩხვების სერია დაემართა ან მკურნალობის კურსმა ცუდი შედეგი გამოიღო, ამ დროს ის ისევ ეშმაკზე იწყებდა საუბარს.
ბერნი

წლების შემდეგ ეს ხილვები სრულად შეწყდა იმ მომენტამდე, სანამ გვენი დაორსულდებოდა. ორსულობის პერიოდი თითქოს კარგად მიდიოდა, პრობლემაც არ წარმოქმნილა.

– მანქანისკენ გავემართეთ და როცა ჩავსხედით, წყლის დაღვრა დამეწყო და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
გვენი

– მშობიარობის პროცესი დაიწყო და ჩვენი ვაჟი ჩარლზი ნახევრად გამოვიდა, მაგრამ ჭიპლარის ხვეული უჭერდა და თითქოს ახრჩობდა. საკეისრო კვეთის ჩატარება უკვე გვიანი იყო, თუმცა როცა ჩარლზი ბოლომდე გამოვიდა, დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის (გვენი) უბრალოდ იჯდა და იღიმოდა. მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა: «განა გასაოცარი არაა, რომ წმინდა ოჯახის წევრები ვართ?» მე გავოცდი: «წმინდა ოჯახი?» როგორც აღმოჩნდა, ის ფიქრობდა, რომ მე იოსები ვიყავი, თავად კი მარიამი და ჩვენი პატარა ჩარლი – ქრისტე. ექიმებმა მკაცრად გამაფრთხილეს, რომ გვენი უნდა დაწოლილიყო ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იმ მომენტში ძალიან შევშინდი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა.
ბერნი

– ახლა, როცა უკან ვიყურები, ეს არის ყველაზე უცნაური რამ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ისიც კი არ ვიცი, მსგავსი რამ საერთოდ რატომ ვთქვი.
გვენი

რუდისა და გვენის ჰალუცინაციები ძალიან უცნაური ჩანს, თუმცა მკვლევარებში იზრდება იმედი, რომ მათი მდგომარეობის გამოკვლევით მიიღებენ პასუხებს ყველა დროის უდიდეს ფილოსოფიურ კითხვებზე. მაგალითად, საიდან იღებს სათავეს რელიგიური რწმენა?

ზებუნებრივი გამოცხადებები ყველა დიდი რელიგიის შემადგენელი ნაწილია. წინასწარმეტყველთა მიერ გაცხადებული ხილვები ქმნიდნენ კრედოებს, რომლისთვისაც ცხოვრობდნენ და იღუპებოდნენ სხვა ადამიანები. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ეს იყო ღმერთთან ურთიერთობის შემთხვევები. ათეისტების მოსაზრებით კი ეს სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენებისა და სოციალური ვითარების ნაყოფი. რაზეც არცერთ მხარეს არ უფიქრია, არის ის, რომ რელიგია შესაძლოა ისეთივე ფუნდამენტური ნაწილი იყოს ადამიანისა, როგორც ჭამის სურვილი, ძილი ან სექსის მოთხოვნილება. თუმცა სიტუაცია იცვლება და გასაღები შეიძლება საფეთქლის წილის ეპილეფსია აღმოჩნდეს.

მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესია რელიგიური ჯგუფია, რომელთა შემადგენლობაშიც 17 მილიონზე მეტი წევრია. ეკლესიის არქივებში ინახება ისტორია, თუ როგორ დაიწყო მიმდინარეობამ არსებობა ახალგაზრდა ქალის ელენ უაიტის ხილვებით.

– ელენ უაიტი მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელია. მას უნიკალური გამოცხადებები ჰქონდა. რელიგიური ხილვები უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიისთვის.
მერლინ ბერტი, ადვენტისტთა კვლევის ცენტრის დირექტორი


ელენ უაიტი 1827 წელს დაიბადა და თავისი ცხოვრების მანძილზე 100 000 გვერდიანი ნაშრომი დაწერა თავისი რწმენის შესახებ. სწამდა რა, რომ ღმერთი შთააგონებდა, მან მკაცრი მორალური კოდექსი შეიმუშავა და განიხილა ყველა საკითხი, დაწყებული ჩაის სმის ცოდვისგან დამთავრებული მასტურბაციით. გარდა ამისა, დაწვრილებით წერდა თავის ასობით ინტენსიურ ხილვაზე.

– როცა ვლოცულობდი, ოთახში მსუბუქი სინათლე მოძრაობდა და ყვავილების სურნელის მსგავსი არომატი იგრძნობოდა, მე კი ვიცოდი, რომ ღმერთი ახლოს იყო.
ელენ უაიტი

ამ ხილვებმა მის მიმდევრებს ისეთი რწმენა ჩაუნერგა, მათ დაიჯერეს, რომ ელენი ღმერთისგან გამოგზავნილი მაცნე იყო. მაგრამ როცა მეცნიერებმა დაიწყეს ელენის წარსულის კვლევა, დაინტერესდნენ, იქნებ სინამდვილეში მას უბრალოდ საფეთქლის წილის ეპილეფსია აწუხებდა? რადგან ერთ დღეს ისეთი რამ მოხდა, რასაც ამ მდგომარეობის გამოწვევა შეეძლო. 9 წლის ასაკში სკოლიდან სახლში მიმავალ ელენს უფროსი გოგონა გამოეკიდა.

– მივიხედე, რომ მენახა, რამხელა მანძილი აშორებდა ჩემგან და იმ მომენტშივე ცხვირში ქვა მომხვდა. დამაბრმავებელმა და გასაოცარმა გრძნობამ მომიცვა და გონება დავკარგე. მოგვიანებით დედაჩემმა მითხრა, რომ 3 კვირის განმავლობაში საწოლში ერთ პოზაში ვიწექი. ცნობიერება რომ დამიბრუნდა, აღმოვაჩინე, რომ დიდხანს მძინებია. შოკირებული ვიყავი. ჩემი სახის თითოეული ნაკვთი თითქოს შეცვლილიყო.
ელენ უაიტი

ელენი იმდენად დაშავდა იმ შემთხვევის შედეგად, რომ სკოლაში სიარული და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მისი პიროვნული თვისებებიც მკვეთრად შეიცვალა. ის ძალზედ რელიგიური და მორალური ადამიანი გახდა. მალევე ცხოვრებაში პირველად გოგონას რელიგიური ხილვების სერია დაეწყო. როგორც წესი, ხილვები მოულოდნელად იწყებოდა, ელენს ეცვლებოდა სახის გამომეტყველება და ხშირად ზემოთ იცქირებოდა. ამ დროს ვერ გრძნობდა, რა ხდებოდა მის გარშემო.

პროფესორ გრეგორი ჰოლმსს, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს პედიატრიული ნევროლოგიის დარგში, სჯერა, რომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, ელენს ხილვები თავის არეში მიყენებული დაზიანების შემდეგ რომ დაეწყო.

– თვალების გარშემო არსებული ძვლები საკმაოდ სუსტია, ამ არეში მდებარე ტვინის ქსოვილები კი – ძალიან მგრძნობიარე და ძვლების მყიფე ბუნების გამო მსგავს დარტყმას ვერ უძლებენ. ხშირად, როდესაც ადამიანს სახეში ქვა ხვდება, ტვინში სერიოზული ცვლილებები ეწყება, რადგან დარტყმის მომენტში ეს ორგანო წინ და უკან გადაადგილდება.
გრეგორი ჰოლმსი

პიროვნების ცვლილება, რელიგიურობისკენ მიდრეკილება და ხილვები არწმუნებს ჰოლმსს, რომ ელენ უაიტის შემთხვევაში ერთადერთი დიაგნოზის დასმა შეიძლება.

– მისი საქმის შესწავლა მიბიძგებს დასკვნისკენ, რომ დიდი ალბათობით მას საფეთქლის წილის ეპილეფსია აწუხებდა. აქედან გამომდინარე, ის სულიერი ხილვები, რაც ელენს დროგამოშვებით ჰქონდა, ნამდვილი არ იყო, არამედ დაავადების შეტევის შედეგს წარმოადგენდა.
გრეგორი ჰოლმსი

ეს გამანადგურებელი დასკვნაა მეშვიდე დღის ადვენტისტური მოძრაობის მიმდევართათვის, რომლებიც დღემდე ირწმუნებიან, რომ ელენ უაიტი ღმერთის შთაგონებით მოქმედებდა. მათი წარმომადგენელი, რომელიც იმავდროულად ნევროლოგიცაა, ეწინააღმდეგება პროფესორ ჰოლმსის მოსაზრებას.

– მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ ელენ უაიტის ხილვები არ იყო გამოწვეული საფეთქლის წილის ეპილეფსიით, რამდენიმეა. პირველი მიზეზი ისაა, რომ მან დაზიანება ცხვირის არეში მიიღო, რაც საფეთქლის მიდამოდან მოშორებით მდებარეობს. გარდა ამისა, ხილვები სათავეს იღებს თავის ტრავმიდან 8 წლის შემდეგ და მასთან კავშირში რომ ყოფილიყო, 1-3 წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. და ბოლოს, ელენის ხილვები გრძელდებოდა 15 წუთიდან 3 საათამდე ან მეტხანს. უფრო ხანმოკლე ხილვა არასდროს ჰქონია, რაც ეპილეფსიის შემთხვევაში უჩვეულოა.
დოქტორი დანიელ გიანგი

დღესდღეობით შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ელენს საფეთქლის წილის ეპილეფსია, მაგრამ ხილვების ხანგრძლივობა და ტრავმიდან 8 წლის შემდეგ დაწყება ამ დარღვევასთან სრულიად თავსებადია.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ელენ უაიტს არ ეხება. ეჭვობენ, რომ მსგავსი მდგომარეობით სხვა რელიგიური ლიდერებიც იტანჯებოდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ დიდ რელიგიურ ლიდერებს საფეთქლის წილის ფუნქციონირების დარღვევა სჭირდათ და ამის გამო ხილვები და მისტიკური შეგრძნებები ეწყებოდათ. გადმოცემის მიხედვით, პავლე მოციქულს დამასკოსკენ მიმავალ გზაზე ღმერთი გამოეცხადა დამაბრმავებელი სინათლის სახით. რას ვიტყვით მოსეზე, რომელმაც გაგვაცნო 10 მცნება, რომელსაც სწამდა, რომ ღმერთის ხმა ესმოდა და ეს ხმა ცეცხლმოდებული ბუჩქიდან მოდიოდა?

– ბევრი რელიგიური მისტიკოსი, მათ შორის პავლე მოციქულიც, აღწერენ ისეთ შეგრძნებებს, რაც ძალიან ჰგავს პაციენტების მონაყოლს, ასე რომ სავსებით შესაძლებელია, მას რაიმე სახის დარღვევა ჰქონოდა. ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ მოსესა და ბევრ ინდოელ რელიგიურ ლიდერს ტვინის საფეთქლის წილის ფუნქციონირების დარღვევა ჰქონდათ, რის შედეგადაც განუვითარდათ ასეთი აზრები და მათი გონებრივი მხარე გამდიდრდა.
ვილეიანურ რამაჩანდრანი


ეპისკოპოსი სტივენ საიკსი მიიჩნევს, რომ ათასობით წლების შემდეგ თითქმის შეუძლებელია დაზუსტებით იმის გაგება, ჰქონდათ თუ არა უძველეს რელიგიურ ლიდერებს საფეთქლის წილის ეპილეფსია.

– მათი ქმედებების აღწერა ხდებოდა მათი ეპოქის ადამიანების მიერ, რომელთა აღქმა ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდა. დღეს ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ თითქოს წარსულში მცხოვრები ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მათ რელიგიური ხილვები ჰქონდათ და ამჟამად ჩვენი უსასრულო ცოდნიდან გამომდინარე ვიცით, რომ ისინი ეპილეფსიის ფორმით იტანჯებოდნენ. მე კი ამ საკითხის მიმართ ნაკლებად სკეპტიკური ვარ.
სტივენ საიკსი

შეიძლება, ჩვენ ვერასდროს გავიგოთ სიმართლე მოსესა და პავლეზე, მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილეიანურ რამაჩანდრანმა გადაწყვიტა, გამოეკვლია კავშირი ტვინის საფეთქლის წილსა და რელიგიურ განცდებს შორის. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შეადარა სხვადასხვა ადამიანთა ტვინები, ტვინები, რომელთაგან ზოგს აღენიშნებოდა საფეთქლის წილის ეპილეფსია და ზოგს არა.

– პირველ რიგში გამოვიკვლიეთ ის მოხალისეები, რომლებსაც დარღვევა არ აღენიშნებოდათ. მათ თითის წვერებზე ორი ელექტროდი მივუერთეთ, რათა კანის წინააღმდეგობის ცვლილება გაგვეზომა. ამის საშუალებით დგინდება, როგორია მათი ოფლიანობის სიხშირე, როცა ეკრანზე სხვადასხვა სიტყვებს ნახულობენ. როცა ექსპერიმენტის ნორმალურ ობიექტს ვაჩვენებდი სიტყვას „მაგიდა”, ის ოფლს არ გამოყოფდა. მაგრამ სიტუაცია იცვლება მაშინ, როცა ჩნდება სიტყვა „სექსი”. ამ დროს იცვლება კანის წინააღმდეგობა, რომელსაც „გალვანურ რეაქციას” უწოდებენ. ახლა კი ისმის კითხვა: რა მოხდება, თუკი იგივე ექსპერიმენტს განვახორციელებთ საფეთქლის წილის ეპილეფსიან ადამიანებზე?
ვილეიანურ რამაჩანდრანი

ეპილეფსიან ადამიანებს აჩვენებდნენ სამი სხვადასხვა ჯგუფის – ნეიტრალური, სექსუალური და რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებს. პროფესორმა რამაჩანდრანმა აღმოაჩინა, რომ ნეიტრალური სიტყვები, როგორც მოსალოდნელი იყო, პატარა ემოციურ ეფექტს იწვევდნენ, თუმცა განცვიფრდა იმ შედეგით, რომელიც რელიგიური და სექსუალური ხასიათის სიტყვებით მიიღო.

– ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩინეთ, რომ ყოველთვის, როცა შეხედავდნენ რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებს, როგორიცაა მაგალითად „ღმერთი”, ფიქსირდებოდა უზარმაზარი გალვანური რეაქცია. ამის საწინააღმდეგოდ, როცა ვაჩვენებდით სექსუალური ხასიათის სიტყვებს, შედეგი გაცილებით ნაკლები იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი რეაქცია მაღალი იყო ღმერთსა და რელიგიაზე და დაბალი – სექსზე, როცა ჩვეულებრივ ადამიანებში ეს პირიქითაა.
ვილეიანურ რამაჩანდრანი

ეს იყო პირველი სამედიცინო დასტური იმისა, რომ სხეულის ფიზიკური რეაქცია რელიგიურ გამოსახულებებზე პირდაპირ უკავშირდებოდა ტვინის საფეთქლის წილში მიმდინარე პროცესებს.

– რაც დავასკვენით, ის იყო, რომ საფეთქლის წილში არსებობს გარკვეული ნერვული უჯრედები, რომელთა აქტიურობა ამ პაციენტებში განსაკუთრებით გამოკვეთილი გახლდათ. ეს აქტიურობა კი როგორღაც ხელს უწყობდა რელიგიური და მისტიკური რწმენის განვითარებას. ამის შედეგად ადამიანი მიდრეკილი ხდება რელიგიისკენ.
ვილეიანურ რამაჩანდრანი

მეცნიერებს სჯერათ, რომ ის პროცესები, რაც საფეთქლის წილის ეპილეფსიანი პაციენტების გონებაში მიმდინარეობს, შესაძლებელია, უბრალოდ უფრო რთული და მკვეთრად გამოხატული ვარიანტი იყოს იმისა, რაც ჩვენს ტვინში ხდება. როგორც ჩანს, საფეთქლის წილი გასაღებია რელიგიური და სულიერი რწმენის საკითხის ამოხსნისკენ. ეს კვლევა, რომელიც სწავლობდა, როგორ გავლენას ახდენდა რელიგიური რწმენა ტვინზე, იქცა სრულიად ახალი მეცნიერული დარგის, ნეიროთეოლოგიის (სულიერი ნევროლოგია) შექმნის წინაპირობად.


ჩრდილოეთ კანადის შორეულ რეგიონში ერთმა მეცნიერმა გადაწყვიტა, ნეიროთეოლოგიის საკამათო საკითხი გადაეწყვიტა. დოქტორი მაიკლ პერსინგერი ირწმუნება, რომ საფეთქლის წილის სტიმულირებით მან მოახერხა, ხელოვნურად გამოეწვია რელიგიური შეგრძნებები თითქმის ყველა ცდაზე. დოქტორმა პერსინგერმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს საფეთქლების გარშემო. მისი თქმით, შესაძლებელია ტვინზე ისეთი ზემოქმედება, რომ რელიგიური სახის გამოცხადების ანალოგი წარმოიშვას.

– „ღმერთის მუზარადი” (იხ. სურ.) თავიდან შეიქმნა, როგორც ტვინის ნახევარსფეროების გარშემო სუსტი ელექტრომაგნიტური ველის წარმომშობი ხელსაწყო. სოლენოიდები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ასე რომ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგნიტური ველი გავიდეს მუზარადში და შესაბამისად, ტვინამდე მიაღწიოს.
მაიკლ პერსინგერი

სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დოქტორმა პერსინგერმა ცდის მონაწილე პირები სპეციალურ იზოლირებულ ოთახში შეიყვანა და თვალები აუხვია. დონ ჰილმა ნაკლებად იცოდა, რა ელოდა წინ, როცა ტესტირების ოთახში შეაბიჯა.


– იმ ოთახში რამდენიმე სახის შეგრძნება დამეუფლა – ხელები გამიგრილდა და დამეცვარა, გაუგებარი მიზეზების გამო შიში დამეუფლა, ყურებში ხმაურს ვგრძნობდი, ზურგის მიდამოში ენერგიის ტალღები მოძრაობდა და ზოგადად უხასიათოდ ვიყავი.
დონ ჰილი

მაგრამ როცა დოქტორმა პერსინგერმა დაიწყო მაგნიტური ველებით ზემოქმედება, დონს ძალიან უცნაური გრძნობა გაუჩნდა – გრძნობა, რომ ის მარტო არ იყო.

– მხრები დაძაბული მქონდა, ვიცოდი, რომ რეალურად ოთახში ვინმე ან რამე ვერ იქნებოდა, რადგან საღი აზრი ამას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ვერ ვიშორებდი იმ შეგრძნებას, რომ იქ რაღაც იყო. რაღაც, რაც ჩასაფრებულიყო და მითვალთვალებდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი, თითქოს უკნიდან ვიღაც მომშტერებოდა. მაგრამ ეს ხომ გამორიცხული იყო? მე ისეთ ადგილას ვიმყოფებოდი, სადაც დაცული ვიყავი.
დონ ჰილი

დონმა თავის თავზე გამოსცადა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უცნაური ეფექტი – შეგრძნება, რომ ის მარტო არაა. დოქტორმა პერსინგერმა ამ მოვლენას „დასწრების შეგრძნება” უწოდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი მიზეზი ნამდვილად ელექტრომაგნიტური ველი იყო, დოქტორმა პერსინგერმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ველი ხან ირთვებოდა და ხან ითიშებოდა. დაზუსტებით არავინ იცოდა, რა იყო ექსპერიმენტის რეალური მიზანი, ისინი ფიქრობდნენ, რომ რელაქსაციას უკავშირდებოდა. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა – მექანიზმის ჩართვისას ადამიანების 80% რაღაცას გრძნობდა. დოქტორმა პერსინგერმა მომდევნო ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა. მისი აზრით, ბუნებრივად წარმოშობილი ელექტრომაგნიტური ველები შესაძლოა, მსგავს შეგრძნებებს იწვევდნენ და ეს ახსნის არამარტო ღმერთისკენ მიდრეკილებას, არამედ სხვა ზებუნებრივ განცდებს – მაგალითად, მოჩვენებებთან დაკავშირებულს.

დოქტორ პერსინგერს დაუკავშირდა ერთი ადამიანი, რომელიც თავის გოგონაზე წუხდა. გოგონას, რომელსაც ხალხი გიჟად თვლიდა, საშინელი პრობლემები ჰქონდა ძილთან დაკავშირებით. ყოველ ღამეს მას ძალიან საშიში ზებუნებრივი შეგრძნებების გადატანა უწევდა. შიში თანდათან სულ უფრო ძლიერდებოდა, გოგონას სწამდა, რომ ოთახში მის გარდა კიდევ იყო სხვა ვიღაც სულის სახით და ამის გამო ეშინოდა შიგნით შესვლისა. დოქტორმა პერსინგერმა გადაწყვიტა, გოგონას სახლში წვეოდა. ის ფიქრობდა, რომ გოგონას ჰალუცინაციები იყო ფარული ელექტრომაგნიტური ველების მოქმედების შედეგი. მან და მისმა კოლეგამ, სტენ კორენმა გადაწყვიტეს, ამ ველების პირველწყარო ეპოვათ. გუნდმა გამოიყენა სპეციალური საზომი აპარატურა – პლასტმასის ყუთი და მასზე დახვეული სპილენძის მავთული.

– გარკვეულ სიტუაციებში ელექტრომაგნიტურმა ველებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ადამიანის ტვინზე, თუკი ის მგრძნობიარეა, და წარმოიშობა საკმაოდ ძლიერი შეგრძნებები, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ღმერთი ან გამოცხადება, რაც ინდივიდუალური ადამიანის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.
მაიკლ პერსინგერი

გოგონას საძინებელში მართლაც დაფიქსირდა ელექტრომაგნიტური ველის არსებობა. მის წყაროსაც ადვილად მიაგნეს – ეს მაღვიძარა რადიო-საათი აღმოჩნდა, რომელიც ზუსტად საწოლის გვერდზე იყო. გარდა ამისა, საათი იმავე პრინციპით მუშაობდა, რა პრინციპითაც – „დასწრების შეგრძნების” გამომწვევი მექანიზმი ლაბორატორიაში. დოქტორმა პერსინგერმა საათი ოთახიდან გაატანინა და ავბედითი კოშმარების სერიაც დასრულდა. ეს ისტორია თითქმის დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიგვითითებენ ზებუნებრივი ხილვებისა და ელექტრომაგნიტური ველების კავშირზე.

ერთ-ერთი გასაოცარი ბუნებრივი მოვლენა – ჩრდილოეთის ციალი – ხდება მაშინ, როცა მზეზე შტორმები იწყება. ამ შტორმებმა შეიძლება, გავლენა მოახდინონ დედამიწის მაგნიტურ ველზე და როცა ეს ხდება, «მოჩვენებების» დანახვის შემთხვევები მკვეთრად იზრდება. მეცნიერთა გარკვეული კატეგორიის რწმუნებით, ამ მოვლენამ შეიძლება ტვინის ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინოს.

– ჩვენ ვიცით, რომ გეომაგნიტური აქტიურობა გავლენას ახდენს საფეთქლის წილზე, რადგან სტატისტიკური მონაცემების კვლევისას ვნახულობთ, რომ საფეთქლის წილის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევები იზრდება მაშინ, როცა დედამიწაზე გლობალური გეომაგნიტური აქტიურობა ფიქსირდება.
მაიკლ პერსინგერი

დოქტორი პერსინგერი აყენებს მოსაზრებას, რომ სულიერი და რელიგიური შეგრძნებების უმეტესობა, თუ არა ყველა მათგანი, შესაძლოა აიხსნას ელექტრომაგნიტური ველების მიერ ტვინის საფეთქლის წილებზე ზემოქმედების ეფექტით.

– ჩემი კოლეგების უმეტესობა მეკითხება: «რატომ იკვლევ ამ საკითხს? ამაში ხომ არასდროს გადაგიხდიან ფულს? თანაც შენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დგება, რადგან იმ დეტალებს იძიებ, რომლებსაც არ უნდა შეეხო – რელიგიური გრძნობები, პარანორმალური შემთხვევები.. მათი შესწავლა უსარგებლოა, რადგან მეცნიერების სფეროს მიღმაა..» მე კი ასეთ კითხვას ვსვამ: «რატომაც არა? რატომ არ უნდა გამოვიკვლიო?» ექსპერიმენტული მეთოდი ყველაზე ძლიერი რამაა, რაც გაგვაჩნია, სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, რა არის რეალობა და რა – არა.
მაიკლ პერსინგერი


BBC Horizon-მა გადაწყვიტა, დოქტორ პერსინგერის თეორიები და მექანიზმი გამოეცადა და მისი მეშვეობით რელიგიური შეგრძნებები გამოეწვია დღევანდელი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ათეისტის, პროფესორ რიჩარდ დოკინსის გონებაში. პროფესორ დოკინსის პოზიციით, ბრძოლა ათეიზმსა და რელიგიებს შორის სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა რეალობასა და უვიცობას შორის. შეძლებს დოქტორი პერსინგერი იმას, რაც ვერ შეძლეს რომის პაპმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა და დალაი-ლამამ?

დოქტორმა პერსინგერმა მეცნიერ დოკინსის ტვინზე სხვადასხვა სახის მაგნიტური ველებით ზემოქმედება გადაწყვიტა. თავიდან დოკინსი უჩვეულოს ვერაფერს გრძნობდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ცოტათი თავბრუ ეხვეოდა. ამის შემდეგ პერსინგერმა ველები საპირისპიროდ ანუ მარჯვნიდან მიმართა დოკინსის ტვინისკენ, რაზეც ექსპერიმენტის საცდელ ობიექტს უცნაური განცდა დაეუფლა. საბოლოოდ პერსინგერმა ველები ორივე მხრიდან მიმართა. დოკინსის თქმით, ცოტათი სუნთქვა გაუჭირდა, შემდეგ თითქოს მარცხენა ფეხი უმოძრავებდა, მარჯვენა კი ტოკავდა.

მთლიანობაში ექსპერიმენტი 40 წუთი გრძელდებოდა. პერსინგერის სამწუხაროდ, „დასწრების შეგრძნების” გამოწვევა ვერ მოხერხდა. დოკინსი ამბობდა, რომ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უკუნ სიბნელეში იყო და სასიამოვნოდ მოდუნდა.

– ძალიან დამწყდა გული. ჩემთვის ფრიად საინტერესო იქნებოდა, იგივე გამომეცადა, რასაც რელიგიური ადამიანები გრძნობენ, როგორადაც აღიქვამენ სამყაროს. ეს რომ მოხდარიყო, ძალიან გამიხარდებოდა.
რიჩარდ დოკინსი

თუმცა დოქტორი პერსინგერი მიიჩნევს, რომ რიჩარდ დოკინსზე განხორციელებული ექსპერიმენტის მარცხს თავისი განსაკუთრებული მიზეზი გააჩნია.

– რამდენიმე წლის წინ შევადგინეთ კითხვარი, რომელსაც „საფეთქლის წილის მგრძნობიარობა” ვუწოდეთ. აღმოვაჩინეთ მგრძნობიარობის უწყვეტი სპექტრი იმ ადამიანებიდან, ვისაც არ აქვს მგრძნობიარე საფეთქლის წილები იმ ადამიანებამდე, ვისაც ძალიან მგრძნობიარე აქვს. ეს სპექტრი სრულდება საფეთქლის წილის ეპილეფსიით დაავადებული შემთხვევებით. დოქტორ დოკინსის შემთხვევაში, მისი საფეთქლის წილის მგრძნობიარობა არის ძალიან დაბალი, გაცილებით დაბალი, ვიდრე საშუალო ადამიანებისა.
მაიკლ პერსინგერი

– რელიგიური შეგრძნებების განცდის უნარი ყველა ადამიანს სხვადასხვა დოზით აქვს განვითარებული. ძალიან საინტერესოა ის საკითხი, შესაძლებელია თუ არა, ადამიანს ჰქონდეს რელიგიურობის ტალანტი და არის თუ არა ეს მუსიკის ნიჭის მსგავსი, რომელიც ზოგს აქვს და ზოგს არა.
ეპისკოპოსი სტივენ საიკსი


მიუხედავად რიჩარდ დოკინსთან განცდილი მარცხისა, დოქტორ პერსინგერის მიერ 1000-ზე მეტ მოხალისეზე ჩატარებულმა კვლევამ მანამდე არსებულ ცდებზე უფრო დიდი ნაყოფი გამოიღო იმის დასადგენად, რა კავშირია რელიგიურ-მისტიკურ განცდებსა და ტვინის საფეთქლის წილს შორის. მაგრამ რელიგიური მორწმუნეები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ უზარმაზარი სხვაობაა მოტოციკლისტის ჩაფხუტის მსგავსი მოწყობილობის მიერ გამოწვეულ გრძნობებსა და ნამდვილ რელიგიურ შეგრძნებებს შორის.

ის, რაც თითქმის დანამდვილებითაა ცნობილი, ისაა, რომ რელიგიური გამოცხადებები გაცილებით უფრო რთული რამაა, ვიდრე ტვინის ცალკეული უბნის აქტივობა. დოქტორ პერსინგერის ნაშრომები მხოლოდ დასაწყისია. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ტვინისა და რწმენის ურთიერთკავშირი გაცილებით ღრმა საკითხია. მკვლევართა ჯგუფმა ამ საკითხის შესასწავლად უნიკალური მეთოდი შეიმუშავა. მათ გამოიკვლიეს, რა მოსდის ტვინს იმ მომენტში, როცა ძლიერი რელიგიური განცდა იწყება.

– მედიტაციის პროცესი, რომელიც საკმაოდ ღრმაა, შეიძლება აღიწეროს, როგორც ერთობის ერთ-ერთი სახე.
დოქტორი მაიკლ ბეიმი

მაიკლი ბუდისტია, იმ რწმენის მიმდევარი, რომელიც ადამიანებისგან მედიტაციის მეშვეობით სულიერ სამყაროში შეღწევას მოითხოვს.

– რაც უფრო მეტად დუნდები და თანდათან შლი იმ საზღვარს, რომელიც არსებობს შენსა და ნებისმიერ სხვა რამეს შორის, მით მეტად გრძნობ სამყაროსთან ერთიანობას და მით უფრო ნაკლებად გეუფლება მარტოობის განცდა.
მაიკლ ბეიმი

მკვლევარმა დოქტორმა ენდრიუ ნიუბერგმა შექმნა ტვინის აქტიურობის გადამღები ხელსაწყო, რომელიც ზუსტად დააფიქსირებს, რა ხდება მაიკლის გონებაში, როცა ის მედიტირებს.

– როცა ექსპერიმენტის ობიექტი ჩვენთან ლაბორატორიაში მოდის, პირველად, როგორც წესი, ჩუმ და წყნარ ოთახში შეგვყავს. აქ ისინი მედიტაციას იწყებენ. იმ ოთახში არც ჩვენ შევდივართ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყურადღების გადამტანი ფაქტორები. მათთან კონტაქტის ერთადერთი მეთოდი წვრილი სიმია, რომელიც მათ სიახლოვეს მდებარეობს. სიმის მოქაჩვა ნიშნავს, რომ ისინი მედიტაციის პიკში შედიან.
ენდრიუ ნიუბერგი


როცა მაიკლმა (სურათზე) სიმი მოქაჩა, მკვლევართა ჯგუფმა მის ორგანიზმში შეუშვა რადიოაქტიური ინდიკატორი, რომელიც ჯერ სისხლში გადავიდა, იქიდან კი ტვინში და შექმნა ზუსტი მონახაზი იმისა, თუ როგორ მოძრაობდა მაიკლის ტვინში სისხლი მედიტაციის აქტიური მომენტისას. შედეგებმა აჩვენა, რომ სხვა ექსპერიმენტების მსგავსად, საფეთქლის წილები აქაც თამაშობდნენ დიდ როლს, თუმცა ამჯერად სიტუაცია სხვანაირი იყო. როცა მაიკლმა მედიტაციის პიკს მიაღწია, ტვინის უბანს, რომელსაც პარიეტალურ წილს უწოდებენ, თანდათან სულ უფრო ნაკლები სისხლი მიეწოდებოდა. თითქოს ეს რეგიონი საერთოდ ითიშებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო – პარიეტალური წილები უზრუნველყოფენ, რომ დროისა და სივრცის სწორი აღქმა გვქონდეს.

– ტვინის ეს ნაწილი ამუშავებს მთლიან მგრძნობელობით ინფორმაციას და იყენებს მას, რომ საკუთარი თავის შეგრძნება გვქონდეს. როცა ადამიანები მედიტირებენ, ხშირად კარგავენ საკუთარი „მეს” აღქმის უნარს. სწორედ ეს ეფექტი შევნიშნეთ მედიტაციის პროცესზე დაკვირვებისას ექსპერიმენტში მონაწილე პირებში.
ენდრიუ ნიუბერგი

საკუთარი თავის შეგრძნების უნარის დაკარგვა მსოფლიოს დიდი რელიგიების ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს. ბუდისტები ცდილობენ, შეიგრძნონ სამყაროსთან ერთობა, ინდუისტები იბრძვიან, რათა მათი სული ღმერთს შეუერთდეს, კათოლიკეები კი „უნიო მისტიკის” (ღმერთთან სულიერი კავშირი) ძიებაში არიან. დოქტორი ნიუბერგი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ეს სრულიად განსხვავებული რელიგიები რეალურად ერთსა და იმავე რამეს აღწერდნენ? ამ თეორიის გამოსაცდელად მან ფრანცისკანელი მონაზვნების ტვინის აქტიურობა გამოიკვლია ლოცვის მომენტში, რათა ენახა, იყო თუ არა მსგავსება მათსა და ბუდისტებს შორის.

– ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ფრანცისკანელი მონაზვნების ტვინის ანალიზმა ასევე აჩვენა სისხლის მიწოდების შემცირება იმ უბნებზე, რომლებიც ორიენტაციაზე აგებენ პასუხს. ზუსტად ისე, როგორც ბუდისტი ბერების მედიტაციის შემთხვევაშია.
ენდრიუ ნიუბერგი

მიუხედავად იმისა, რომ ბუდისტებსა და კათოლიკეებს ძალიან განსხვავებული და ერთმანეთთან შეუთავსებელი რწმენა და რელიგიური ტრადიციები აქვთ, მათი ტვინის რეაქცია მედიტაციასა და ლოცვაზე სრულიად იდენტურია. დოქტორ ნიუბერგის კვლევა წარმოადგენს პირველ ნათელ მეცნიერულ დადასტურებას, რომ რელიგიური რწმენის პროცესში ტვინის სხვადასხვა უბნები არიან ჩართულნი.

– ჩემი კვლევის შედეგები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ტვინში არსებობს სხვადასხვა სტრუქტურების ქსელი, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და წარმოშობენ სულიერ შეგრძნებებს.
ენდრიუ ნიუბერგი

დოქტორ ნიუბერგისა და დოქტორ პერსინგერის კვლევების მნიშვნელობა უზარმაზარია. ისინი მიგვითითებენ, რომ ის, თუ რისი გვწამს ან როგორ, კონტროლდება ტვინის ფიზიკური სტრუქტურის მიერ. ეს კი აჩენს ახალ კითხვას: რატომ დაგვჭირდა ამ უნარის განვითარება? შესაძლოა, ამას მარტივი ევოლუციური ახსნა ჰქონდეს. კვლევები აჩვენებს, რომ მორწმუნეები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მეტად ჯანმრთელები არიან და უფრო მეტიც – ათეისტებზე ნაკლებად ემართებათ კიბო და გულის დაავადებები. რამდენად შესაძლებელია, რომ რელიგიური რწმენა წარმოიშვა, როგორც გადარჩენის მექანიზმი?

– თუკი დასვამთ კითხვას, რა არის რელიგიური რწმენის როლი გადარჩენის საკითხში, გამოვა, რომ არასწორ კითხვას სვამთ. რეალურად კითხვა ასე უნდა დაისვას: რა როლი აქვს გადარჩენის საკითხში ტვინის იმ რეგიონს, რომელიც განსაკუთრებულ პირობებში რელიგიურ რწმენას წარმოშობს?
რიჩარდ დოკინსი

თუკი რელიგიური რწმენა წარმოადგენს ევოლუციის ნაყოფს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთის რწმენა ბუნების ხრიკია? ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით ადრეა ნეიროთეოლოგიის, როგორც ადამიანების რწმენის მიზეზის ახსნის საშუალების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც ტვინი მიდრეკილია რელიგიებისკენ, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთის ცნება შესაძლოა, უბრალოდ ტვინის ქიმიური აქტიურობის ნაყოფი იყოს.

– მარტო იმიტომ, რომ ტვინში არსებობს ციკლები, რომლებიც რელიგიური რწმენისადმი მიდრეკილს გვხდიან, არანაირად არ უარყოფს რელიგიური რწმენის მნიშვნელობას. შესაძლოა, ეს ღმერთის მიერ შემუშავებული მეთოდი იყოს, ერთგვარი ანტენა, რომელსაც ჩვენს ტვინში ათავსებს, რათა მისი აღქმა გაგვიადვილდეს. ეს კვლევები ნამდვილად არ უარყოფს ღმერთის არსებობას.
ვილეიანურ რამაჩანდრანი

– ფრიად გასაოცარი იქნებოდა, რომ არ აღმოგვეჩინა უფრო მეტი ფიზიკური და ქიმიური სახის ინფორმაცია სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც ქმნიან მთლიან პროცესს და წარმოადგენენ იმ შეგრძნების ნაწილს, რომელსაც ვიღებთ რელიგიური რწმენისგან. ვფიქრობ, რომ არც ქრისტიანებს და არც სხვა რელიგიის მიმდევრებს არ უნდა ეშინოდეთ მომდევნო კვლევებისა. უფრო მეტიც, მოთმინებით დაელოდონ ახალ ინფორმაციას და დაკვირვებით განიხილონ.
ეპისკოპოსი სტივენ საიკსი

ერთი რამ ეჭვგარეშეა: რელიგიისა და რწმენის წარმოშობის საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. ნეიროთეოლოგიურმა კვლევებმა გამოააშკარავა, რომ რელიგიის განხილვა მხოლოდ სულიერი შთაგონების ან სოციალური ვითარების პროდუქტის ჭრილში ზედმეტად მარტივი და მიამიტურია. გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენმა ტვინმა განავითარა სპეციფიკური სტრუქტურები, რომლებიც გვეხმარებიან, ვირწმუნოთ ღმერთის არსებობა. როგორც ჩანს, მიუხედავად იმ საკითხისა, არსებობს თუ არა ღმერთი, ჩვენი ტვინი მაინც განაგრძობს მის დაჯერებას, რადგან ასეა მოწყობილი.

– ადამიანის რელიგიური იმპულსი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაქრობა ძალიან ძნელია, რაც ერთგვარად მადარდიანებს. აშკარაა, რომ რელიგია უკიდურესად მტკიცეა.
რიჩარდ დოკინსი

– იმის გამო, რომ ადამიანის ტვინი ამგვარადაა მოწყობილი, ხოლო რელიგია და სულიერება მასში ჩაშენებულ ფუნქციას წარმოადგენს, ღმერთისა და რელიგიების ცნებები კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
ენდრიუ ნიუბერგი

მომზადებულია BBC Horizon-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

57 thoughts on “არის თუ არა ღმერთი ტვინის „შემოქმედება”?

      1. 1) ღმერთის იდეისადმი რწმენა — როგორც ტვინის დაავადებით გამოწვეული ფაქტორი, აქამდე ჩემთვი უცნობი იყო, თუმცა როგორც ვაკვირდები საკმაოდ დამაჯერებელია ჩემთვის და ვთვლი, რომ ბევრი ფანატიკოსი ამ დაავადებით იტანჯება დღევანდელ თანამედროვეობაში.
        2) თუმცა ასევე მიმაჩნია, რომ ეს ვერსია შეიძლება ძირითადი იყოს, მაგრამ არა ერთადერთი, რადგან მე არ შემიძლია გვერდი ავუარო ღმერთისადმი რწმენის წარმომშობ მეორე ფაქტორს – უმეცრებასა და გაუნათლებლობას. მაგალითად, თუ შენ ადგები და ხალხის ძირითად მასას აუხსნი სიცოცხლის წარმოშობის “პირველყოფილი სუპის თოერიას”, სახეობათა წარმოშობის “დარვინის თეორიასა” და სამყაროს წარმოშობის “დიდი აფეთქების თეორიას” ისინი, უბრალოდ, ვერ გაგიგებენ, რადგან აზრზე არ არიან და მათი ტვინი ამ ყველაფრის აღსაქმელად უვარგისია, ამიტომ ისმის კითხვა — რაღა დარჩენია ასეთ ადამიანს თუ არა ირწმუნოს სამყაროს წარმოშობის რელიგიური შეხედულება? რელიგია არის უმარტივესი, განუვითარებელ ხალხზე გათვლილი იდეოლოგია, რომელიც ყველაზე უბირი ადამიანისთვისაც კი გასაგებია. მე, ჩემს ერთ-ერთ პოსტში მიწერია, რომ რაც უფრო შორსაა ადამიანი ბუნებისმეტყველებისაგან, მით უფრო ახლოა ღვთისმეტყველებასთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ადამიანი არ იყოს დაავადებული, თუმცა იმდენად ბრიყვი იყოს მეცნიერებაში, რომ იძულებული გახდეს ბიბლიის ზღაპრები დაიჯეროს და ამით ღმერთისადმი რწმენა უფრო განიმტკიცოს.
        3) მაგრამ, არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც არც ტვინის დაავადება აწუხებთ და არც გონებრივ შესაძლებლობებს უჩივიან, თუმცა მათ არ გააჩნიათ ერთი რამ – მტკიცე ფსიქიკა და შინაგანი მხნეობა, რათა თვალი გაუსწორონ რეალობას — უღმერთო სამყაროს, ამიტომ იოლად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და თავის გადასარჩენად ეკედლებიან რელიგიას. აქ იგივე პრინციპია, როგორიც ნარკომანებსა და ლოთებთან გვხვდება. ნარკოტიკითა თუ ალკოჰოლური სასმელით გაბრუებულ ადამიანს რეალობა ნაკლებ შემზარავი ეჩვენება, ასეა რელიგიაც, რომელიც კარლ მარქსმა ოპიუმს შეადარა, ანუ რელიგია ის ნარკოტიკია, რომელსაც სასოწარკვეთილების დროს იყენებენ ადამიანები, უჭირთ, მაგრამ რელიგიის მეშვეობით იმედს უსახავენ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ღმერთი გადმოხედავს და ასე არ გაწირავს, რომ სიკვდილის მერე სამოთხეში და ნეტარებაში მოხვდება, რომ ყველა ბოროტი ადამიანი ჯოჯოხეთში დაიტანჯება, რომ სიკეთე აუცილებლად დაგიფასდება საიქიოში, რომ ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროს ა.შ.
        პ.ს. აი, ამ ყველაფერს მივიჩნევ ღმერთისადმი რწმენის წარმომშობ ფაქტორებად.

        Like

        1. განათლება ხო, სადაც მაღალი დონეა, იქ უმეტესად ათეისტების მზარდი რიცხვია (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, იაპონია, ავსტრალია და ა.შ.), ხოლო ნაკლებად განვითარებული ქვეყნები უფრო რელიგიურები არიან. მაგრამ ერთი საკითხიც არის – წარსულში დიდ მეცნიერთა ნაწილი მორწმუნე იყო. მაგალითად, ნიუტონი ბიბლიას აქტიურად იკვლევდა, კოპერნიკი მღვდელი იყო, მგონი ბრუნოც, ასევე მორწმუნეები იყვნენ დეკარტე, კეპლერი, გალილეი.. ამეებზე რას ფიქრობ?

          რელიგიური ვერსიები რომ მარტივია, გეთანხმები, მეცნიერულის გააზრებას ტვინის ამუშავება უნდა 😀 რადგან მთლიანად ექსპერიმენტებსა და ლოგიკურ მიდგომას ეფუძნება. რელიგიაში უფრო მარტივადაა საქმე, ნაწილობრივ ზებუნებრივი მოვლენებით აიხსნება, ნაწილობრივ კი ,,ეს მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის” არგუმენტით და მაგით მთავრდება. ანუ რელიგიას შემუშავებული აქვს მოვლენების ახსნის ერთიანი სისტემა, რომელიც თავისი არსით მარტივია. მეცნიერება კი მუდმივ ძიებაშია და მოვლენების მხოლოდ ნაწილზე გააჩნია ახსნა, რომელიც კომპლექსურია. გარდა ამისა, რელიგიური მიდგომა ხშირად ეწინააღმდეგება ლოგიკურ პრინციპებს, რასაც მორწმუნეებიც არ უარყოფენ.

          Like

          1. რაც შეეხება დიდ მეცნიერთა რწმენის საკითხს, ჩემი აზრით, ამის გამომწვევი ფაქტორი წმინდა “ინფორმაციული სიმწირე”-ა. ფაქტია, რომ მეცნიერების ცალკეული დარგები იზოლირებულად ვერ ვითარდებიან, არამედ მხოლოდ ერთობლიობაში და სწორედ ეს არის ზოგადად მეცნიერული პროგრესი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მეცნიერთა ძირითადი პრობლემა იყო სამყაროს თვითწარმოქმნის ერთიანი თეორიის შექმნა, რამდენადაც მათ არ გააჩნდად სრულყოფილი მეცნიერული ბაზა. როდესაც მათი უმრავლესობა “ზებუნებრივ” მოვლენებს მეცნიერულად ხსნიდა, საბოლოოდ, პირველსაწყისის ძიებისას მაინც ჩიხში ექცეოდა, რადგან მათ არ შეეძლოთ სამყაროს თავისთავადი წარმოშობის დამტკიცება და ამიტომაც, მათი უმრავლესობა ამ პირველსაწყისის წარმომშობ მიზეზად ე.წ. “ღვთაებრივ ბიძგს” ასახელებდა და პრაქტიკულად ღმერთის ცნებაც იმკვიდრებდა ამ გენიოსთა გონებაში. რაც შეეხება ბრუნოსა და მის მიმდევარს — სპინოზას, ისინი უფრო წინ წავიდნენ სხვებთან შედარებით, როცა აღიარეს, რომ რასაც ხალხი ღმერთს უწოდებდა, რეალურად, ის ბუნება იყო, და დაადგინეს, რომ პირველსაწყისი, ანუ სუბსტანცია არის მიზეზი თავისი თავისა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა რაიმე ზებუნებრივი ძალის ჩარევას, სამწუხაროდ, ღმერთის ცნება მაინც ვერ ამოაგდო სპინოზამ თავისი ფილოსოფიიდან, თუმცა ფაქტია, რომ მისთვის ღმერთი ბუნება იყო, ანუ თავად სამყარო და არა რაღაც პერსონალური, ზებუნებრივი მოვლენა.
            პ.ს. მე ვფიქრობ, რომ ამ მეცნეირთა უმეტესობა სამყაროს თვითგანვითარებაში ღმერთის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავდა, თუმცა მათ არ შეეძლოთ იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა წარმოშობილიყო სამყარო თავისთავად, ამიტომაც შემოჰქონდათ ღმერთის იდეა და ამბობდნენ, რომ სამყაროს დასაბამი ღმერთმა დაუდო.

            Like

              1. კი, ნიუტონი დეისტი იყო, დეკარტიც “პირველ ბიძგს” ღმერთს მიაწერდა. სპინოზა და ბრუნო პანთეისტები იყვნენ. ძირითადად, ალბათ, მაინც დეისტები იყვნენ მაშინდელი მეცნიერ-ფილოსოფოსები, აი, ვოლტერი, ლოკი, რუსო და ა.შ.

                Liked by 1 person

          2. თუ არ მიწყენთ ჩავეჭრები საუბარში. ჩემი აზრით, ზოგიერთი დიდი მეცნიერი იმიტომ იყო რელიგიური, რომ მაშინ რელიგიის გავლენა დიდი იყო, “მაშინ” იმიტომ რომ მორწმუნე მეცნიერების დიდი ნაწილი სწორედ ძველ დროს იყო როცა, რელიგიური ზეგავლენაც დიდი იყო. მეორეს მხრივ, დიდი მეცნიერი და მოაზროვნე, არ ნიშნავს იმას რომ ყველა მიმართულებით სოწრედ ანვითარებს აზრებს. დიდ მეცნიერებსაც ქონდათ სისუსტეები. მე ვიცნობ საკმაოდ ჭკვიან ადამიანებს (დიდ მეცნიერებს არ ვადარებ) რომლებსაც ღმერთზე, რელიგიაზე, რწმენაზე, ბევრი სულაც არ უფიქრიათ, არიან ავტომატურად “მორწმუნეები” ან უბრალოდ ფორმალობებს ასრულებენ, თავიანთ სფეროში კი ძალიან სხარტები და საზრიანები არიან. შეიძლება ჭეშმარიტებას არ ეძებენ და იმიტომ…. შეიძლება სოციუმის რელიგიური მსოფმხედველობა ისე იყოს ფესვებგადგმული რომ ასეთ გარემოში დაბადებულ მოაზროვნეს ეჭვიც არასდროს შეეპაროს, ძირითად რელიგიურ დოგმებზე და შეხედულებებზე.თუ მისი კვლევის საგანი აშკარად არ დაუპირისპირდა არსებულ დოგმებს.

            Like

            1. არა, რატო გიწყენთ 😀
              გავლენა ერთია, მაგრამ აი გალილეი რომ ავიღოთ – ერთი მხრივ, ის დაუპირისპირდა ქრისტიანულ გეოცენტრიზმს, როცა აღმოაჩინა, რომ იუპიტერს ჰყავდა თანამგზავრები, რომლებიც მის გარშემო მოძრაობდნენ და არა დედამიწის გარშემო. ასევე, როგორც მახსოვს, მზის ლაქების აღმოჩენაზეც შეექმნა პრობლემები, რადგან კათოლიკური ეკლესია თვლიდა, რომ მზე უცვლელი იყო თუ რაღაც ეგეთი 😀 მეორე მხრივ, ის რჩება მორწმუნე. მაგრამ ციურ სხეულებთან დაკავშირებული აღმოჩენების გააზრება მოითხოვდა სკეპტიკურ მიდგომას და არსებული რელიგიური შეხედულების ეჭვქვეშ დაყენებას. ამის მიუხედავად, ის არ გამხდარა ურწმუნო. ამიტომ ვახსენე მორწმუნე მეცნიერები.

              მეორე საკითხში გეთანხმები, მეცნიერის რელიგიური შეხედულება აუცილებლად სწორს არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ძველ ეპოქაში პოლითეისტები იყვნენ, ხოლო მათემატიკის განვითარებაში ისლამურ სამყაროს აქვს თავისი წვლილი.

              Like

        2. zaza

          გამარჯობათ,
          ჩემი აზრით არასწორი შეხედულება გაქვს იმ ადამიანებზე ვინც ვერ და არ იჯერებს სამყაროს თავისით შექმნაზე და ასე შემდ…
          არ გეწყინოთ და იმ ხალხს რომ კითხოთ, ისინიც იგივეს იტყვიან თქვენს მიმართ რასაც თქვენ მათ მიმართ ამბობთ…
          მაგალითად მე პირადად მაინტერესებს რა პასუხს გამცემდით ამ კითხვაზე თუ კითხვებზე…
          თუ გადავხედავთ სამყაროს იმ ყველა თვისებებს და სისტემებს ყველაფერი ისე არის მოწყობილი რომ ზუსტად გათვლილი და კარგად დაგეგმილად მომუშავე…
          მაგალითად ავიღოთ ადამიანი. ადამიანის სხეულს რამდენი თვითაღდგენითი სისტემები აქვს სამედიცინო თვალით თუ შევხედავთ, ძალიან ბევრი ალბათ დამეთანხმებით… ადამიანის მთელი სხეულის სისტემა თვითაღდგენითი სისტემაა.
          პლანეტების ერთმანეთის მიმართ ზუსტად ის დაშორების მანძილი რაც საჭიროა… (პატარა ცვლილება და….)
          თვითონ ბუნება ხომ საერთოდ თვითაღდგენითი სისტემებს შეიცავს…
          ფორმები ადამიანის, მცენარეების და საერთოდ ბუნებაში…
          ეს ყველაფერი ნუთუ შეიძლება რომ თავისით შეიქმნას?…..
          ეს მთელი სამყარო საათს გავს, დაქოქე და თავისით იმუშავებს… და შენ საათის შემქმნელს დაეძებ და ვერ პოულობ, ვერ პოულობ და არგუმენტი, ეს საათი თავისით შეიქმნა!
          მეცნიერული კვლევების წინააღმდეგი არა ვარ რა თქმა უნდა, პირიქით, დავეძებ ხოლმე სამეცნიერო, მეცნიერულ თეორიებს, კვლევებს, მტკიცებულებებს, მოსაზრებებს…
          მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო 100%-ით მტკიცებულებებთან, ეს ყველაფერი მხოლოდ კვლევებია რომელიც მუდმივად ცვალებადია, დღეს რაღაცას აღმოაჩენ და გგონია რომ ამტკიცებ, ხვალ სხვა რაღაცას აღმოაჩენ და ფიქრობ არა, ესე კი არა ისე, და ასე შემდ…
          ეს ყველაფერი კარგია რა თქმა უნდა მაგრამ არ შეიძლება რამე ისე დაამტკიცო ამ ბუნებაში რომ წერტილი დაუსვა, ესეა და მორჩა! რადგან ყველა და ყველაფერი ცვალებადია, ყოველთვის ყველა და ყველაფერი იცვლება…
          ღმერთის არსებობის ფაქტები ბევრი არსებობს მსოფლიო ისტორიაში ხოლო არარსებობის ფაქტები არ არსებობს. მხოლოდ სიტყვებია… (ვერ ვხედავ და არ არსებობს).
          გეთანხმები, რელიგია ბოჭავს ადამიანებს, რელიგიით იმონებენ ადამიანებს, ამაში გეთანხმები.
          იმაშიც გეთანხმებით ათეისტებს რომ „ქრისტიანებმა“ ბევრი ადამიანები დახოცეს წარსულში…
          მაგრამ ისინი იყვნენ ქრისტიანები?…… (ისინი ეძახდნენ თავის თავს ქრისტიანებს)
          ქრისტიანი რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იქცევა ის ქრისტიანი არ არის!
          პირადად ქრისტე სიყვარულს, მიტევებას, ურთიერთპატივისცემას ქადაგებდა.
          შეიძლება ქრისტიანმა ადამიანები დახოცოს, დაჩაგროს და ასე შემდ?…..
          ქრისტიანობა რელიგია არ არის, ქრისტიანობა ყოველდღიური სწავლებაა თუ როგორი უნდა იყოს განვითარებული ადამიანი…
          ქრისტიანი სულით უნდა იყო და არა გარეგნობით. ის ხალხი რომლებიც წინა საუკუნეებში ქრისტიანებს ეძახდნენ თავიანთ თავებს და პარალელურად ხალხს ხოცავდნენ გჯერავთ რომ ქრისტიანები იყვნენ? მე არა!
          განათლება? განათლება კარგია რა თქმა უნდა მაგრამ განათლებული ადამიანები იმონებენ გაუნათლებელ ადამიანებს, ხოლო გაუნათლებლები ბრბოა და ანადგურებენ განათლებულებს…
          ამიტომ არც ერთი ვარგა ღმერთის რწმენასთან მიმართებაში და არც მეორე…
          კარგია ყველაფერი როდესაც ზომიერად არის.
          ზომიერება რას ქვია?
          ზომიერება ის არის რომ მეცნიერება და რელიგია როდესაც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და არ ლანძღავენ, არ უმტკიცებენ ერთმანეთს ღმერთის არსებობა არ არსებობას, პირიქით, ერთად იკვლევენ იმას რასაც ვერ ხედავენ მაგრამ გრძნობენ რომ არსებობს.
          ქრისტე ხომ იმიტომ მოვიდა დედამიწაზე რომ ადამიანის აზროვნება შეეცვალა, გაენთავისუფლებინა ყოველგვარი შებოჭილობებისგან, გონებრივი მონობისგან და ქრისტიანობა რელიგია როგორ იქნება თუ კი რელიგია ადამიანებს ამონებს?..
          ქრისტე ყველაზე რეალურია და ცუდები ვართ თუ კარგები მაინც ადამიანების გულებთან ყველაზე ახლოს არის ქრისტე, ეს იციან და ამიტომ იყენებენ ქრისტეს სახელს რათა ადამიანის აზროვნება ისევ შიშში ამყოფონ და ადვილად მართონ ადამიანების გონება სხვადასხვა გზებით პირადი ძალა-უფლებებისთვის…

          Like

  1. საკმაოდ საინტერესო პოსტი იყო! კომენტარებსაც გადავხედე. რატომღაც ყოველთვის მიკვირს ასეთი მეცნიერული ფაქტების შემდეგ (თუმცა კვლევის გარეშეც კი ცხადია) ზოგიერთი ათეისტურად განწყობილი ადამიანის რეაქციის. მსგავსია Z E I T G E I S T -ს კომენტარიც:
    “სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანია ასე დაავადებული “, –
    “ღმერთის იდეისადმი რწმენა — როგორც ტვინის დაავადებით გამოწვეული ფაქტორი”.
    მოცემული კვლევის ობიექტები იყვნენ როგორც რელიგიური (დაავადებულები როგორც Z E I T G E I S T უწოდებს) პიროვნებები ასევე, ათეისტები. და კვლევის მიზანი არ ყოფილა რწმენის “დეფექტის” შესწავლა ზოგიერთ დაავადებულში, არამედ გამოკვლევა იმ ფენომენისა რაც ყველა ადამიანის გონებრივი პროცესის ნაწილია, უბრალოთ როგორც კვლევიდან ირკვევა ზოგს მეტად აქვს ეს უნარი ზოგს გაკლებათ. როგორც არ უნდა ვიფიქროთ, ერთი ცხადია (ციტატა პოსტიდან) “რომ რელიგია შესაძლოა ისეთივე ფუნდამენტური ნაწილი იყოს ადამიანისა, როგორც ჭამის სურვილი, ძილი ან სექსის მოთხოვნილება”. მოცემული უნარი ევოლუციის პროცესში განვითარდა ამ დროს რა დროსაც ადამიანმა დაიწყო აზროვნება. ასე რომ მოცემული “დეფექტის” (ასევე წარმატებით შეგვიძლია ხელევნების უნარსაც დეფექტი უწოდოთ) მატარებელია ყველა, ღრმად მორწმუნიე რელიგური ადამიანი იქნება ეს თუ ათეისტი.

    Like

    1. პოსტის კითხვისას შენ ეტყობა გამოგრჩა ეს დეტალი: “ეს ადამიანები იტანჯებიან ტვინის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დაავადებით – ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთთან ჰქონდათ კავშირი”. ანუ, მეცნიერული დასკვნის მიხედვით ეს არის დაავადება, თუმცა მე არ მიგულისხმია ყოველი რელიგიური ადამიანი, არამედ ფანატიკოსი, რომელიც ყველგან და ყველაფერში ღმერთის ხელს ხედავს.
      ღმერთის იდეისადმი რწმენის წარმომშობ ფაქტორებად, დაავადების გარდა, ასევე დავასახელე უმეცრება ბუნებისმეტყველებაში და სუსტი ფსიქიკა. რომ არა ეს ფაქტორები, არც ღმერთისადმი რწმენა იარსებებდა.
      “რომ რელიგია შესაძლოა ისეთივე ფუნდამენტური ნაწილი იყოს ადამიანისა, როგორც ჭამის სურვილი, ძილი ან სექსის მოთხოვნილება” — ამ ციტატას კი საერთოდ ვერ დავთანხმები, რადგან თუ ფუნდამენტურად მივიჩნევთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ რელიგია ინსტინქტური მოვლენაა, როგორც ჭამა, ძილი და სექსი, ხოლო თუ ამას ვიტყვით, მაშინ წინააღმდეგობაში მოვალთ რელობასთან, რადგან ცხოველებს წარმოდგენაც კი არ აქვთ ღმერთის შესახებ, ანუ ფაქტია, რომ რელიგია გონითი წარმონაქმნია და არა ინსტინქტური, შესაბამისად, არც ფუნდამენტური ყოფილა. ღმერთისადმი რწმენა მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა განვითარებული გონების მქონე ადამიანს სამყაროს (რეალობის) შეცნობის სურვილი გაუჩნდება და დასვამს კითხვას, თუ რატომ არსებობს ეს ყველაფერი და თუ ამაზე მეცნიერული პასუხი არ ექნება, სწორედ მაშინ წარმოიშობა ზებუნებრივი ძალების არსებობისადმი რწმენა. ანუ, ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანი ურწმუნოა, რადგან ღმერთი არ არის თანდაყოლილი იდეა, ღმერთის იდეა ჩიხშიშესულის გამოსავალია, რომელიც მისმა ფანტაზიამ წარმოქმნა.

      Like

      1. ფუნდამენტურში, ჩემი აზრით, ის იგულისხმეს, რომ თუკი ტვინი აპროგრამებს ადამიანს (პრინციპში პიროვნებასაც ტვინი ქმნის, ანუ საკუთარ თავს აპროგრამებს :D), მაშინ ეს არის მისი შემადგენელი ნაწილი. ანუ როცა ერთ-ერთი პრიმატი ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსად, რაც გონიერ ადამიანს ნიშნავს, რწმენა უკვე მისი განუყოფელი ნაწილი იყო. სექსთან შეგვიძლია გავავლოთ პარალელი – უმისოდ ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ არიან ისეთები, ვინც მის გარეშე ცხოვრობენ.

        გარდა ამისა, ბევრი რელიგიური მოსაზრებისა თუ ცრურწმენის წარმომშობი იყო ამოუხსნელის შიში და ეგ მომენტი ცხოველებსაც აქვთ, უბრალოდ ადამიანივით განვითარებული გონება არ გააჩნიათ, რომ რელიგია-მისტიკამდე გაქაჩონ. აი მაგალითად, ჰოკინგი რომ საუბრობს ვიკინგებზე – მზის დაბნელების ეშინოდათ და მოიგონეს, რომ მგელ-ღმერთი ყლაპავდა მზეს.

        ანუ რელიგია გამოდის ტვინის იმ ქმედების ნაყოფი, რომელიც ცხოველებსაც გააჩნიათ. ეს არის ჩემი აზრი.

        P.S. ისე ტესლაზე რო მეწერა პოსტი [ http://wp.me/p1qtYm-2Hc ], მაშინ ამ მომენტს დიდი ყურადღება არ მივაქციე:
        “შენახულია ტესლასთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც ახლო მეგობარმა, ცნობილმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სერ უილიამ კრუკსმა მისწერა. წერილში კრუკსი მადლობას უხდის გამომგონებელს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გარდამქმნელის ჩუქებისთვის, რისი მეშვეობითაც სულებთან კავშირი გაუადვილდა.”

        ახლა მგონი გასაგებია, რეალურად როგორ მოქმედებდა 😀

        Like

        1. “რწმენა უკვე მისი განუყოფელი ნაწილი იყო” — რატომ იყო განუყოფელი ნაწილი, რამ განაპირობა? ანუ, შენი აზრით, ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანს რწმენა გააჩნია და ამ აზრით თანდაყოლილია?
          რაც შეეხება შიშს, მე ვფიქრობ შიშის ფაქტორიც უმეცრებითაა გამოწვეული, რადგან გვეშინია იმიტომ, რომ არ ვიცით რა არის, ან რა ხდება, ხოლო ცოდნა აქარწყლებს ყოველგვარ შიშსა და მღელვარებას. ცხოველებს შიში აქვთ, როცა არ აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ მოვლენაზე.
          შენი აზრით, ვიკინგებს რომ ცოდნოდათ მზის დაბნელების რეალური მიზეზი, შეეშინდებოდათ და რამეს მოიგონებდნენ? 😀
          არ უარვყოფ, რომ ადამიანის გონებას გააჩნია რწმენის მხარდამჭერი ფაქტორი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს თანდაყოლილია და მისი განუყოფელი ნაწილი, ანუ ვთვლი, რომ ჯერ უმეცრება განაპირობებს რწმენის საჭიროებას და მერე ადამიანის გონება ავითარებს ამ რწმენას.

          Like

          1. ცხადია რომ ყველანაირი შიში ცნობიერათ თუ გაუცნობიერებლათ სიკვდილის შიშთან არის დაკავშირებული, ეს კი ისეთი რამეა რისგანაც შეიძლება ასწლეულების განმავლოგაში არ ვიყოთ დაზღვეული. და სანამ სიკვდილის შიში იარსებებს ვფიქრობ ყოველთვის აქტუალური იქნება, რწმენა უმაღლესი პიროვნული იდეალის არსებობისა.
            P. S. ზოგადათ საზოგაოება და არცერთი ადამიანი არ არის მზათ ათეიზმისთვის და როგორც ჩანს უახლოვესი ასი წლის განმავლობაში ვერ იქნება.

            Like

            1. სიკვდილის შიში ანგარიშგასაწევი ფაქტორია კი, თუმცა ამისდა მიუხედავად მიანც ცხოვორბს ხალხი რწმენის გარეშე და ვერ დაგეთანხმები, რომ არცერთი აადამიანი არ არის მზად ათეიზმისთვის. მე ვარ მზად და ვარ კიდეც სიკვდილის შიში არ მაიძულებს რწმენას დავუბრუნდე.

              Like

          2. ბუნებრივ მდგომარეობას გააჩნია რას უწოდებ. მე იმას არ ვიძახი, რომ ადამიანი დაბადებიდან მორწმუნეა. უბრალოდ ადამიანს როცა აინტერესებს რაღაც მოვლენა და არ აქვს საკმარისი ცოდნა, მას ხსნის ზებუნებრივი რაღაცებით. ამის მაგალითი ადამიანთა ისტორიაა – ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებული საზოგადოებები სრულიად ბუნებრივი მოვლენების ასახსნელად მისტიკურ არსებებს იგონებდნენ.

            ანუ მიდრეკილება რელიგიისკენ მძლავრობს მაშინ, როცა ინფორმაციის სიმწირეა. ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ უძველეს ეპოქაში მრავალფეროვანი რელიგიური სისტემები წარმოიშვა. ხოლო დღეს, როცა მეცნიერება აღზევდა, გათავისუფლდა რელიგიური წნეხისგან და დაიხსნა ბორკილები, რელიგიის გავლენა კლებულობს. ანუ ინფორმაციის ზრდამ ეს ჩვევა (რელიგიისკენ მიდრეკილება) შეასუსტა.

            პირველყოფილი ადამიანის შემთხვევაში ინფორმაციის მკვეთრი სიმწირე იყო და შესაბამისად რწმენაც – თანმდევი მოვლენა, რომელიც ღრმად გაუჯდა და დღემდე შემორჩა. ამას ვგულისხმობდი “განუყოფელ ნაწილში”. რელიგიური მხარე რომ დაძლიო, სკეპტიკური აზროვნება უნდა გქონდეს, რაც თავისით არ მოდის, ინფორმაციის გარკვეული რაოდენობაა ამისთვის საჭირო.

            დღეს რომ ახალშობილები სადმე იზოლირებულ ტერიტორიაზე გაზარდო და არ მისცე ცოდნა ბუნებრივი მოვლენების შესახებ, ანუ ველური ტომები რომ არიან, მსგავსად გაზარდო, ადრე თუ გვიან გაჩნდება ახალი რელიგიური სისტემა. დარწმუნებული ვარ, ამისთვის 1 თაობა საკმარისი იქნება. ამიტომ მივიჩნევ, რომ ადამიანი მიდრეკილია ზებუნებრივ/რელიგიურ/მისტიკური რამეებისკენ და შესაბამისად, ეს მისი ნაწილია. მეორე მხრივ, თუკი ადამიანს გაზრდი ევროპულ ცივილიზებულ საზოგადოებაში, სადაც მოსახლეობის განათლების დონე მაღალია (მაგალითად ნორვეგია, ისლანდია) და მხოლოდ ზრდასრულს მოუყვები რელიგიებზე, მას ჩათვლის ზღაპრად. იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მეცნიერული ცოდნა სამყაროსა და სიცოცხლეზე, ნაკლებად დაიჯერებს მოლაპარაკე გველის ისტორიას, მუჰამედის მიერ ცხენით ცაზე გადაფრენას ან რეინკარნაციის ვერსიას.

            მე იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ რწმენა ევოლუციის “საჩუქარი” იყო. წინა კომენტარშიც დავწერე, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შიშია, რომელიც ასევე ევოლუციისგან გამომუშავებული თვისებაა და ორგანიზმს გადარჩენაში ეხმარება.

            Like

            1. ყველაფერში გეთანხმები. “ადამიანი მიდრეკილია ზებუნებრივ/რელიგიურ/მისტიკური რამეებისკენ” — ალბათ სწორედ ამ “მიდრეკილებას” განსაზღვრავს ტვინის გარკვეული ნაწილი, ანუ აიძულებს ადამიანს მოიხმოს ზებუნებრივი ძალები, ანუ გაუჩინოს ადამიანს ზებუნებრივი ძალების იდეა, მაშინ როცა ასეთი ძალები არ არსებობენ.

              Like

  2. Holly Fuck , თუ ის ჰოსტი მართალია გამოდის რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ტყუილში ვცხოვრობდიიით დასაუცარია როგორ შეუძლია უბრალო რამემ ასეთი დიდი რეზონანსი გამოიწყიოოს

    Like

  3. apollon201200

    დედაჩემი მორწმუნეა და მთელი ჩემი ოჯახი მეც ვიყავი სანამ ამ ბლოგზე რამოდენიმე პოსტს არ წავიკითხავდი და ცარლის კომენტარებს 😀 და რა დასკვნაც გამოვიტანე ის არის რომ არვიცი მაინც სიკვდილის შემდეგ რამე არსებობს თუ არა და თუ ჯოჯოხეთი არსებობს ვთქვათ მაშინ ამაზე სასაცილო სიცოცხლეში კიარადა სიკვდილშიც არაფერი არსებობს ადამიანი იმისთვის რომ მოხვდეს ჯოჯოხეთში რომ ის მუსულმანი იყო ვთქვათ და მუსულმანთა ღმერთი სწამდა მაგრამ ბოროტი კიარ იყო არამედ ზოგიერთ ქრისტიანზეც ბეურად კითილი და გულისხმიერი ადამიანი მას ყველა უყვარდა და ყველას ეხმარებოდა და ის უნდა ეწამოს ჯოჯოხეთში სამარადისოდ 🙂 😀 ძალიან დიდი უაზრობა გამოდის ეს ყველაფერი და აი კიდე მეორეც მოხვდა სრულიად განსხვავებული ადამიანი ვთქვათ ამასთან ერთად ჯოჯოხეთში რომელიც მაინიაკი იყო და პატარა ბავშვებს აწამდბდა და აუპატიურებდა 40 ბავშვი აწამა და გააუპატიურა და ამისთვის მოხვდა ჯოჯოხეთში ხო? და ამას მეც დავეთანხმებოდი მაგარამ ის კეთილი მუსულმანი მარტო იმიტო მოხვდა ჯოჯოხეთში რომ ნამდვილი ღმერთი არ წამდა? მან ხომ არ იცოდა რომ ის არსებობდა შეიძლება კითხვაც არ იცოდა რომ ეძია და გამოერკვია მაგრამ ახლა მე ხომარ დავიჯერებ სხვა რელიგიის არსებობას მაგალითად ბულიზმის სიმართლეს მე საერთოს რელიგიების არ მწამს ფაქტიურად ხო აი ჯოჯოხეთის არსებობაზე დიდი სისულელე არ გამიგია იქ რომ მოვხვდე რომც არსებობდეს ხო არ დავიჯერებ მის არსებობას ალბათ სიცილით მოვკვდები ჯოჯოხეთში რომ გავიგო მართლა არსებობს საერთოდ რა აზრი აქ სიცოცლხლეს ბლად თუ იმის გამო მოვხვდები ჯოჯოხეთში რომ ისეთ ადგილას გავიზარდე ( ვთქვათ ) რომ ღმერთზე არანაერი ინფორმაცია არ მქონდა დიდი სისულელე გამოდის ყველაფერი მაგრამ რაც მაიძულებს სიკვდილის შემდეგი სიცოცხლე დავიჯერო არ ვიცი რა არის თან მჯერა და თან არ მჯერა საერთოდ ყველაფერი უაზრობა გამოდის სიკვდილის შემდეგ რომც არსებობდეს სიცოცხლე და რომც არ არსებობდეს ვერაფერი გავიგე ბლად :X ჩარლი იქნებ უფრო ბეური პოსტები დადო კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით რა რომ გავიგო არსებობს თუარა რამე სიკვდილის შემდეგ მე იმედი მაქ არ არსებობს იმიტომ რომ რომ არსებობდეს ალბათ ჯოჯოხეთში სიცილით მოვკვდებოდი იმიტომ რომ ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა და რომც ვნახო ალბათ მაინც ვერ დავიჯერებ 😀 ჩარლი კიდე ბეური თემები დადე რა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევის საფუძველზე შედგენილი რა მაგრა მაინტერესებს

    Like

    1. გამარჯობა 🙂

      1. ერთი-ორი პოსტი მაქვს. მაგალითად, სტივენ ჰოკინგის განხილვა ღმერთის როლზე სამყაროს შექმნაში

      სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?

      წარღვნის ისტორიის მეცნიერული მიმოხილვა
      http://wp.me/p1qtYm-2M

      BBC – ნოეს კიდობნის რეალური ისტორია

      ორივე დოკუმენტური ფილმის მიხედვითაა, ერთი დისქავერის და მეორე BBC-ის.

      სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ – ლექციის თარგმანია

      სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ

      სამყაროს ისტორია 10 წუთში – ვიდეოა და მეცნიერულ ვერსიას გაეცნობი სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობა/განვითარებაზე. ძირითადად BBC-ის ფილმებიდან ამოკრებილი ნაწყვეტებითაა შედგენილი

      სამყაროს ისტორია 10 წუთში

      2. Z E I T G E I S T–ის ბლოგზეც შეიხედე, საინტერესო სტატიები აქვს
      http://zeitgeistphilosophy.wordpress.com/

      3. ჯოჯოხეთზე გეთანხმები, მაგრამ როგორი მძიმე დანაშაულიც გინდა ჰქონდეს ჩადენილი ადამიანს, სამუდამო ტანჯვა რამდენად ადეკვატურია? ავიღოთ დრაკულა, ივანე მრისხანე, სტალინი, ჩიკატილო, ბრეივიკი და ა.შ. რომლებსაც ნამდვილად აქვთ დიდი დანაშაულები ჩადენილი. მათ შემთხვევაშიც კი არ გამოდის ლოგიკური სამუდამო ტანჯვის მისჯა, რომელიც არასდროს დასრულდება. სხვა საქმეა, დროებითი რომ იყოს.

      4. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე ცოდნა არ არსებობს, მართალი ხარ. არის მხოლოდ რწმენა. დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ძირითადი და მსხვილი რელიგია, ასევე ათასობით წვრილი რელიგია და კიდევ უფრო მეტი სექტა. მოდი და იპოვე, რომელია ჭეშმარიტი 😀

      ამ პოსტში მოყვანილი დოკინსის ციტატის არ იყოს, რატომღაც უმეტესად ის აღმოჩნდება სწორი რელიგია, რომელიც ადამიანს მშობლიდან გადაეცემა. ანუ ერთი და იგივე ადამიანი საქართველოში დაბადების შემთხვევაში მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მტკიცებას დაიწყებს, ირანში – ისლამისას, ნეპალში – ინდუიზმისას, ნორვეგიაში სავარაუდოდ ათეისტი იქნება და ა.შ. ხოლო შუა საუკუნეებში ინდიელად რომ დაბადებულიყო, თეორიული შანსიც კი არ ექნებოდა, ქრისტიანობას გაცნობოდა, რაც ცხადია, უსამართლობა გამოდის. ამაზე ზოგჯერ ის პასუხი აქვთ, რომ ვინ სად წავა, არავინ იცისო, მაგრამ ბიბლიაში გარკვევით წერია ეს ფრაზა:
      უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?
      უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. (იოანეს სახარება)
      ანუ ან იესოს მიყვები, ან ვერ ცხონდები.

      მოკლედ, ბევრი ფაქტორი მოქმედებს იმაზე, რა რელიგია გექნება, ამ სიტუაციას კი ყველაზე მეტად განათლების გავრცელება ცვლის, რისი ფუნქციაც დღეს ინტერნეტმა ითავსა. ამ მხრივ საქართველოშიც შეიცვალა სიტუაცია, ბევრი ადამიანისთვის რელიგია აღარ წარმოადგენს გაუკრიტიკებელ ინსტიტუტს. სადღაც 10 წლის წინ ასეთი პოსტისთვის შეიძლება მოკვლით დამმუქრებოდა ვინმე 😀

      5. მსგავს რამეებს თუ ვიპოვი, ვთარგმნი, მაგრამ სული და მსგავსი რამეები არის არამატერიალური, მეცნიერება კი მატერიალურს იკვლევს. თუკი მეცნიერულ/სკეპტიკურად მიუდგები, არაფერი არ უნდა დაიჯერო მანამ, სანამ მტკიცებულება არ გექნება, რელიგიური დოგმები კი უმეტესწილად რწმენაზეა დაფუძნებული.

      P.S. ისე რწმენა რთული საკითხია და მარტივად ნუ გადაწყვიტავ, უმჯობესია კარგად გაეცნო ორივე მხარეს და მერე გამოიტანო დასკვნა.

      Like

      1. apollon201200

        ხო ჯერ ვეცნობი და ფაქტებს ვეძებ sp ლინკებისთვის ჩავუჯდები წავიკითხავ 😉

        Like

    2. giorgi

      ისე ხო ადამიანის რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მას სწამდეს 1 ღმერთის(ალაჰი, ქრისტე ბუდა)იყოს კეთილი,არ იმრუშოს, არ იპაროს, პატივი სცეს მშობლრბს და ეხმარებოდეს გლახაკებს, ვსო ესაა, იცხოვრე პატიოსნად და ცუდი არაფერი მოხდება

      Like

  4. 1. chemi azrit, gansxvaveba arsebobs morwmune da urwmuno adamians shoris da aramarto tvinshi.
    2. aseve chemi azrit,miuxedavat imisa, rom itqva kidec rom am kvlevebis mizani ar warmoadgens gmertis arsebobis damtkiceba an uaryopa-swored gmertis ararsebobas amtikceben.
    p.s. postis pirdapir gagrzelebad shegvizlia mivichniot zeitgeistis komentarebi. erti gansxvavebit-zeitgeisti pirdapir ambobs tavis satkmels.

    Like

  5. ნოდარი

    მიხარია ეს ბლოგი რომ აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ის ინფორმაცია რაც ჩემთვის ხელმისაწვდომია რეალურად, არასოდეს არის საკმარისი… “zeitgeist-ის” ყურების შემდეგ მოვიხსენი ყველა ის კომპლექსი რაც მანამდე მქონდა რელიგიიასდმი სკეპტიკურად დამოკიდებულებისათვის ანუ მორმწნე არასოდეს ვყოფლვარ, მაგრამ ეკლესიის წინ პირჯვარს ვიწერდი და ჯვარსაც ვატარებდი… ის კომპლექსი რაც აღვნიშნე ალბათ იყო ის რომ საკმარისი ინფორმაცია არ მქონდა იმისთვის, რომ ნებისმიერ მორმწუნეს შევდავებოდი, და როგორც კომენტარეში და პოსტში აღნიშნეთ, ბრმად მივყვებოდი იმ დოგმატებს რაც არსებობდა მანამდე, თუმცა მერე ფილმს ვუყურე, ბევრი რამ წავიკითხე, ლეო ტაქსილის “სახალისო ბიბლია”, სახალისო სახარება”, კოსიდოვსკის “ბიბლიური თქმულებები” დოვკინისი დოკუმენტურ ფილმს ვუყურე და ბევრც გავიგე, მიუხედავად ჯერ ისევ პატარა ვარ, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი, ყველაფრისდა მიუხედავად ბევრი ისეთი კითხვაა რაც ალბათ კარგა ხნის განმავლობაში პასუხგაუცემელი იქნება, ან კიდევ პასუხი არის ამ კითხვებზე, მაგრამ მე არ მიმიწვდება ხელი, იქნებ თქვენ მიგიწვდებოდეთ და განმანათლოთ მეც 🙂

    1, როგორ ხსნის მეცნიერება ეგზორციზმს? უამრავი ვიდეაო ინტერნეტში, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევბის შესახებაც არის და ერთერთი მათგან ბიძაჩემის ბავშვობის ახლო მეგობარი აღმოჩნდა. როცა მან ვიდეოს უყურა გაუკვირდა ძალიან, იმიტომ რომ ის, ვისაც გაუკეთეს ეს ეგზორციზმი ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არანაირი ფსიქიკური აშლილობით ან მსგავსი…

    2,http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90 ქრისტეს სუდარასთან დაკავშირებით, თანამედროვე კვლევები რაღაცას ამტკიცებენ, “თანამედროვე კვლევების” სექციაში ნახეთ, ამაზე რას მეტყოდით…

    3. და ყოველაზე პოპულარული კითხვა, თუ სამყარო შეიქმნა დიდი აფეთქბეის შედეგად და მანამდე არაფერი არსებობდა, როგორ არსებობდა, საიდან არსებობდა ის ორი( თუ რამდენიც იყო) ნაწილაკი რამაც შემდგომ ეს ყველაფერი გამოიწვია.

    მადლობა კიდევ ერთხელ კარგი ბლოგისთვის 🙂

    Like

    1. გამარჯობა, მადლობა რომ ბლოგის მკითხველი ხარ 🙂

      1. ეგზორციზმს რაც შეეხება, თვითონ შემთხვევაზეა დამოკიდებული. სკეპტიკური კუთხით თუ შეხედავ, ძირითადად შემდეგი მიზეზებია:
      ● ადამიანს პოპულარობა სურს და შეპყრობილად ასაღებს თავს
      ● ფსიქიური აშლილობა აქვს
      ● ამ პოსტში მოყვანილი შემთხვევის მსგავსად, ადამიანი სავსებით ჯანსაღია, მაგრამ ტვინის ფუნქციონირებაში რაღაც ირღვევა და ჰალუცინაციები ეწყება

      ამას გარდა არის პლაცებოს ეფექტი ანუ თვითდაჯერება ( http://wp.me/p1qtYm-LG ) და ძილში დამბლა ( http://wp.me/p1qtYm-J2 ). ეს ორი მოვლენა კიდევ უფრო არწმუნებს ადამიანს იმაში, რომ შეპრობილია.

      ახლა შეხედე ლოგიკური კუთხით: ეშმაკი სახლდება ადამიანში იმისთვის, რომ მერე მღვდლის ხელით გამოიდევნოს და ყველამ ნახოს მისი დამარცხება? შეპყრობილ ადამიანს კი ქრისტიანობის მიხედვით, პასუხი არ მოეთხოვება ჩადენილ ქმედებებზე, რადგან მისი ნებით არ ხდება. ასე რომ ეს შეპყრობილობის მოვლენა ზოგადად აზრს მოკლებული გამოდის.

      ამას წინათ ჩემს სკოლაში ხატი დააბრძანეს და ცოტა ხანში ხმები დაირხა, ხატს სისხლი მოსდისო, ერთი ბიჭი კიდევ ირწმუნებოდა, იესოს ხმა მესმისო. მღვდელი რომ მივიდა და შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ლაქები იყო. იმ ბიჭზე კი ასე თქვა, ბავშვია და იფანტაზიორაო.

      ახსნადია ისიც, რომ შეპყრობილს ძალიან დიდი ძალა აქვს – ექსტრემალურ პირობებში ადამიანის შესაძლებლობები შეიძლება წარმოუდგენლად გაიზარდოს:
      http://en.wikipedia.org/wiki/Hysterical_strength

      2. სუდარაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული და მისი ზუსტი სტატუსი დაუდგენელია. სხვადასხვა კვლევები ზოგჯერ პირველ საუკუნეს აკუთვნებენ, ზოგჯერ მერვეს, ზოგჯერ მე-12-ს და ა.შ. ქართული ვიკიპედია ამ სტატიაში მიკერძოებულია, ინგლისურ ვერსიაში უფრო ფართოდაა განხილული:
      http://en.wikipedia.org/wiki/Shroud_of_Turin

      მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ ბიბლიაში არაა ნახსენები, რომ იესო სუდარაში გაახვიეს:
      3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.
      4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
      5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.
      6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.
      7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.
      http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ioane-20.htm

      ანუ მისი სხეული გახვეული იყო ტილოებში და ერთი პატარა სუდარა თავზე ჰქონდა შემოხვეული. ტურინის სუდარა კი მთლიანი სხეულისაა.

      რაც შეეხება ტურინის რეალურობას, თუნდაც დამტკიცდეს, რომ ნამდვილად იესოსი იყო, ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ბიბლიაში აღწერილი პიროვნება მართლაც აცვეს ჯვარს. რაც გასაკვირი არაა, რადგან ბიბლია ისტორიული მოვლენებისა და ლეგენდების ნაზავია, ისტორიკოსების ნაწილი კი იესოს ისტორიულ პიროვნებად თვლის. ტურინის სუდარით არ მტკიცდება, რომ იესო ღმერთი იყო, ან რომ მესია იყო, რომ ღმერთი არსებობს, რომ ბიბლია სწორია და ა.შ. თუ დაგაინტერესებს, შემიძლია ბიბლიაში არსებული უხეში შეცდომები მოგაწოდო.

      3. ეგ საკითხი ჯერჯერობით კვლევის საგანია და მეცნიერებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დაწვრილებით შეგიძლია ამ ორ პოსტში გაეცნო:
      https://charliuss.wordpress.com/2012/04/01/stephen-hawking-did-god-create-the-universe/
      https://charliuss.wordpress.com/2011/10/17/bbc-horizon-what-happened-before-the-big-bang/

      P.S. თუ არ გაქვს ნანახი, ფილმი Religulous გადმოწერე, მოგეწონება

      Like

      1. ნოდარი

        მიყვარს განათლებული ხალხი 🙂
        ერთია ცოდნა რომ გაქვს და მეორე სხვასაც რომ უზიარებ…
        მოკლედ, ჩათვალე რომ +1 აქტიური მკითხველი გყავს, (მთელი ზაფხული რაღაცა ხომ უნდა ვაკეთო 🙂 )
        და ჰო, ალაგ-ალაგ კითხვებს “მოგაშველებ” ხოლმე, რაც მეეჭვება…
        ვაპირებ God, Save Us From Your Followers ამის ყურებას… 🙂
        და ევოლუციის თეორიაზე What Darwin Didn’t know საინტერესო დოკუმენტური ფილმია, ბიბისი-ს გადაღებულია 🙂

        Like

        1. დიდი მადლობა 🙂
          სწორად შენიშნე, ცოდნის სხვისთვის გაზიარება მანიჭებს სიამოვნებას, ბლოგიც ამიტომ გავაკეთე.
          BBC-ის ფილმები მეც ძალიან მომწონს, საინტერესო თემებს მარტივ ენაზე გადმოსცემენ და ვიზუალური დადგმაც შესანიშნავი აქვთ. დრო თუ გექნება, ამ ფილმების სერიასაც უყურე:
          http://en.wikipedia.org/wiki/Walking_with
          ყველაზე ძველ ცხოველებზეა, რომლებიც პირველად ბინადრობდნენ დედამიწაზე

          Like

  6. Freakingath

    Religulous – აუ ძააააააააააან მაგარი ფილმია… ჯერ ხო იუმორი ურევია მერე რამდენი სიმართლე.. აი ციტირება (ნუ ზუსტი არა) სენატორს რო ელაპარაკება და ეუბნება “მე არ მინდა ჩემი ქვეყნის სენატში ისეთი ადამიანი იჯდეს, რომელსაც მოლაპარაკე გველების სწამს ევა რომ შეაცდინაო”… ფრიად მოხარული ვარ “ჩარლი” შენი ბლოგი რომ ვიპოვე… მითუმეტეს ბევრი რამე გყვარებია ის რაც მე მიყვარს :დ ნუ მოგწონს.. აი მაგალითად ტესლა, მგონი დავინჩიც.. ჰოკინგი და ა.შ.. 4 ცხოვრებისეული კითხვა მაქ :დ

    1) სკოლაში დადიხარ? “ამას წინათ ჩემს სკოლაში ხატი დააბრძანეს ” ნუ ამას თუ შევხედავთ :დ..
    2) შენც აინშტაინივით გწამს რაღაც მსოფლიო გონის არსებობა თუ ღმერთს ბოლომდე გამორიცხავ? (ჩემსავით და ნოდარივით ზემოთ რომ მოგწერა)
    3) რამდენი წლის ხარ ? :დ თითქმის პირველ კითხვას ჰგავს.. :დ ხო, რა მაინტერესებს იცი შენი ცოდნა ასე ფართოდ “ვაააბშე” ყველა სფეროში გაქვს გაღრმავებული, თუ მარტო რელიგიას ჩაააკვდი? :დ იმიტომ, რომ ბიბლიიდან უცებ მოგყავს ფრაზები, ძველი აღთქმიდანაც.. (ნიცშე გევასება? :დ ან ფროიდი? )
    4) პროფესია გაქვს არჩეული? (ოღონდ არ მითხრა სამართალზე მივდივარო :დ)

    Like

    1. სალამი 🙂

      1. დამთავრებული მაქვს რამდენიმე წელია, ეგ ამბავი სხვებისგან გავიგე და მისული ვიყავი 🙂
      2. რელიგიურს გამოვრიცხავ, დეისტურ-პანთეისტურს ბოლომდე არა, თუმცა მთლად ლოგიკურადაც არ მეჩვენება, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და მისი ბედი აღარ ანაღვლებს (დეიზმი) ან რომ სამყარო იგივე ღმერთია (პანთეიზმი). სამყარო ბევრი რამით გასაოცარია, მაგრამ ხარვეზებიც აქვს. თუმცა პანთეიზმის იდეას ყველაზე მეტად ვცემ პატივს, რადგან მისკენ იყვნენ მიდრეკილი ორი ასევე პატივსაცემი ადამიანი – აინშტაინი და ტესლა.
      3. 22-ის. მე არ ვთვლი, რომ ღრმა ცოდნა მაქვს 😀 რელიგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა, დაწყებით კლასებში საკმაოდ კარგად ვიცოდი ბერძნული და ეგვიპტური მითოლოგია, მაგრამ სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ნაწილობრივ დამავიწყდა. ქრისტიანობაც ასევე მაინტერესებდა, მგონი 8 წლის ვიყავი, ბიბლიისა და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის კითხვა რომ დავიწყე. ბოლო 2 წელი კი ქრისტიანულ მიმდინარეობებს ვეცნობი და ამიტომ არ მიჭირს შესაბამისი მონაკვეთების პოვნა ბიბლიაში. რელიგიების გარდა, ბავშვობიდან ასევე მიზიდავდა ასტრონომია/კოსმოლოგია და ბიოლოგია. ამეებშიც ვცდილობ, რომ ცოდნა შევიძინო.
      ნიცშეში კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა რაც ვიცი, იქიდან გამომდინარე მომწონს. ფროიდი თავისთავად, ფსიქოლოგიის დარვინად ვთვლი 😀
      4. ეკონომიკა

      Like

      1. მატერიალისტური პანთეიზმი პრინციპში უკვე ათეიზმია. “სამყარო იგივე ღმერთია” — ამაში მაინც სამყაროს თვითმყოფადობა იგულისხმება და ის, რომ სამყაროა ყველაფრის შემოქმედი და საფუძველი. რატომ არ მოგწონს ჩარლი? 😀

        Like

        1. ალბათ ღმერთის განსაზღვრებას გააჩნია მაშინ.. ღმერთის ხსენებისას მე წარმომიდგება ხოლმე სრულყოფილი არსება ან ძალა, ალბათ რელიგიის გავლენაა ეგ 😀 და სამყარო რომ სრულყოფილი არაა, ეჭვს იწვევს ჩემში, რომ სრულყოფილ არსებას მასთან რამე კავშირი აქვს. ესაა მხოლოდ მიზეზი.

          “სამყაროა ყველაფრის შემოქმედი და საფუძველი” – ამაში რა იგულისხმება? ის ძალა, რომელიც სამყაროს ფუნქციონირებას უზრუნველყოფს?

          მე პირადად მიმაჩნია, რომ სამყაროს ზებუნებრივი არსებ(ებ)ის ჩარევის გარეშე თავისუფლად შეუძლია არსებობა და განვითარება. უბრალოდ ჯერ არაა კაცობრიობის ცოდნა იმ დონეზე განვითარებული, რომ ეს აღიქვას, თუნდაც სამყაროს წარმოშობის საკითხის გამო. ისევე როგორც არ იყო განვითარებული 2000 წლის წინანდელი მსოფლიო, რომ ვულკანი გეოლოგიურ მოვლენად აღექვა და არა ღმერთის რისხვად.

          მოწონებაზე არაა, მე მინდა, სიმართლეს მივაგნო 😀

          Like

          1. ცხადია უკეთესი იქნება თუ ღმერთის ცნებას სრულიად მოვსპობთ, თუმცა რამდენადაც ჩვენს ირგვლის არსებული მატერიალური საგნების შექმნა ღმერთს მიეწერება რელიგიურად, პანთეიზმში ღმერთი ჩანაცვლებულია სამყაროთი ან ბუნებით და ამბობს, რომ თავად ბუნებამ შექმნა ყველა და ყველაფერი.
            სამყაროს თვითმყოფადობაში სწორედ ის ვიგულისხმე, რომ სამყარო დამოუკიდებელია და არავიტარ ზებუნებრივ ძალასა თუ არსებას არ საჭიროებს არსებობისთვის.
            სამყარო რომ ყველაფრის შემოქმედია ამაში ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ სამყაროს წიაღშივე წარმოიშვა პლანეტარული სისტემები, სიცოცხლე და ადამიანი, და ამაში წვლილი მიუძღვის მხოლოდ მატერიალურ სამყაროს (ბუნებას) და არავითარ სხვა ძალას.

            Like

            1. რაიმე სახის გონიც გამორიცხულია? მაშინ რაღა განასხვავებს ათეიზმისგან? ანუ ცალკე იდეოლოგიად რატომაა? ათეისტიც იმას ამბობს, რომ ბუნებაა ყველაფრის შემოქმედი და მამოძრავებელი. თუ უბრალოდ ეჭვიანი თეისტებისთვის არსებობს ეგ იდეა, რომ ათეიზმში გადასვლა გაუადვილდეთ? 😀

              Like

              1. კი, გონიც გამორიცხულია და ყოველგვარი პიროვნული საწყისი. ზირითადი განსხვავება მაინც ისაა, რომ პანთეიზმი ღმერთის ცნებას ინარჩუნებს, მხოლოდ მის არსს ცვლის იმდენად, რომ ათეიზმს უტოლდება. ათეიზმი კი ღმერთის ცნებასაც კი ვერ იტანს 😀 მე მაინც ათეიზმის მომხრე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ღმერთის შესახებ მსჯელობა ათეიზმსა და თეიზმს შორის დაპირისპირებამდე უნდა მივიდეს. ანუ, პანთეიზმი შერბილებული ათეიზმია, რაღაც გარდამავალი ეტაპი, რამდენადაც ღმერთის ცნებას ბოლომდე ვერ შეელია, თუმცა მის პერონალურობასა და ზებუნებრივობას აშკარად უარყოფს. მე პანთეიზმი მომწონს იმდენად, რამდენადაც სამყაროს როლსა და მნივნელობას მაქსიმალურად წარმოაჩენს და ამბობს, რომ სწორედ სამყაროა ის, რასაც რელიგიური ხალხი ღმერთს უწოდებს.

                Like

                1. ტესლა მიიჩნევდა, რომ სამყაროს ჰქონდა ერთგვარი ინტელექტი და ადამიანთან კავშირის შესაძლებლობა, რომ ინფორმაციის გადაცემა მომხდარიყო. ეს არ შედის პანთეიზმში?

                  Like

                  1. საერთოდ, პანთეიზმმა ბევრი განშტოება შეიძინა, თუმცა ის განშტოება, რომელსაც მე ვუჭერ მხარს ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ინტელექტის არსებობას — მატერიალისტური ან ნატურალისტური პანთეიზმი. https://secure.wikimedia.org/wikipedia/en/wiki/Naturalistic_pantheism

                    ეს კი პანთეიზმის განშტოებები: https://secure.wikimedia.org/wikipedia/en/wiki/Pantheism

                    Like

            2. thedoggers

              თუ არ მიწყენთ ღმერტის ჩმეეულ გაგებას მეც დავწერ (შეიძლება ცოტა ბავშვური და პრიმიტიული შეხედუელბა)
              მე ვარ ღმერთი, და მე ვარ ეშმაკი… ანუ ადამიანის გონება ნაზავია ღმერთისა და ეშმაკის… ღმერთი უფრო ფართო გაგებით ყველაფრის საწყისია მე ვგულისხმობღმერთის ვიწრო გაგებას, მითოლოგიაშიც ხომ ასეა, რა და სეთი (დღე და ღამე), ზევსი და ჰადესი (ცა და ქვესკნელი) იესო (ღმერთადწოდებული) და ლუციფერი(სატანადწოდებული)… ანუ ადამიანის პოზიტიური თვისებები ღმერთზეა მიწერილი და შედარებულია ნათელთან, პოზიტივთან, დადებითთან, ეშმაკი პირიქით… დღევანდელი ღმერთის მოვალეობაც რაარის(მრევლის ფულის მოტეხვის და მასების კონტროლის გარდა რათქმაუნდა), რომ მიეწეროს მას ყოველგვარი დადებითი და ამავდროულად იყოს ყოვლისშემძლე და შეუბრალებელი რომ მიამიტ ხალხს ქონდეს რაღაც ბიძგი რომ გააკეთოს სიკეთე… მაგალითად მადლიერების დღე აღინიშნება ხომ მართლმადიდებლურ ქრიტიანობაში თუ მიტევების დღე თუ რაქვია, მოკლედ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცააა როგორც მართლმადიდებლისთვის ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის… სერგეი ლაზარევი თუ გაგიგიათ (მომღერალი არა :დ ) რუსი ფილოსოფოსია, კარმის დიაგნოსტიკა აქვს დაწერილი და არამარტო, ამაბობს რომ ადამიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი რაღაც : მონანიება და მიტევება, ის უშვებს იმასაც, რომ ეს ორი რაღაც უფრო ძლიერი მკურნალია ვიდრე ნებისმიერი ნედიცინური სასუალება… ასევე ის ამბობს, რომ ღმერთი არ არის რაღაც მატერია, წვერებიანი ბაბუა(როგორც საერთოდ მიჩნეულია ხოლმე), არამედ ღმერთი ეს არის სიყვარული… ზოგადად ყველაფერი რაც არის სიყვარული… გიყვარს მტერი და შენ მასსში გიყვარს ღმერთი… მეც ვეთანხმები მის აზრს, ღმერთი ეს არის სიყვარული, ღმერთი არის ადამიანის განუყოფელი ნაწილი და რაცარუნდა უარყო ის, მაინც დევს ნებისმიერში…. თუნდაც ის, რომ საკუთარი სურვილით ვიღაცას ცოდნას უზიარებ, და ამას იმ მიზნით აკეთებ რომ გსიამოვნების სხვების განათლება, ეგეც შეიძლება ღმერთს მივაწეროთ 🙂 მოკლედ რავიცი აბდაუბდად მიწერია მაგრამ მგონი ძირითადი გადმოვეცი :/

              Like

              1. ძალიან ცუდია, როცა ხალხს ჯერ კიდევ სჭირდებათ ღმერთისადმი რწმენა, რათა იყვნენ კეთილნი და უბრალოდ უყვარდეთ, რადგან “ღე~მერთი ხომ თავად სიყვარულია”… ეს მხოლოდ ადამიანთა არასრულყოფილებაზე და არასრულფასოვნებაზე მიუთითებს, ასეთი სიკეთე არ არის სიკეთე და არც ასეთი სიყვარულია ჭეშმარიტი სიყვარული.

                Like

                1. მასეა, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც რელიგიის გარეშე ვერ ხვდება, რომ ადამიანი არ უნდა მოკლა, კანონი არ დაარღვიო და ა.შ. გაგონილი გექნება ალბათ ერთი მორწმუნისგან მაინც, ღმერთი რომ არ არსებობდეს, ბანკებს გავიტანდი და რასაც მინდა, იმას ვიზამდიო. არა მგონია, ასეთი ადამიანების რიცხვი ცოტა იყოს, ამიტომ ჯერ კიდევ საჭიროა რელიგიის არსებობა. ახლა რომ ადგე და ყველა რელიგია გააქრო, ზოგს დეპრესია დაემართება, ზოგი ხალხის ხოცვას დაიწყებს, ზოგი თავს მოიკლავს და მოკლედ, საშინელ დღეში იქნება დედამიწა :დ მომავალში კი დადგება დრო, როცა რელიგიას ეთიკა და მორალი ჩაანაცვლებს, თუ ეგეც რელიგიად არ აქციეს მერე

                  Like

                  1. გეთანხმები, ამის უარყოფა არ შეიძლება, მორწმუნეთა უმეტესობა მასეთია ჩემი აზრით. ნუ ერთბაშად გაუქმებასაც არ ვუჭერ მხარს, უბრალოდ რაც უფრო სწრაფად მოხდება, ანუ რაც უფრო მოკლე დროში, მით უკეთესი.

                    Like

                    1. thedoggers

                      მთავარი პრობლემა ალბათ დეზინფორმაციაშია მაინც : )
                      დოვკინსის არ იყოს ყველა ოჯახი ბავშვს თავის რელიგიაზე ზრდის, არ აძლევს მას თავისუფლებას. მე მაგალითად 5 წლისას მომნათლეს. მოვა დრო და ინფრომაცია ხელმისაწვდომი რომ იქნება ყველასთვის რელიგიური დოგმატების დამსხვრევაც შესაძლებელი გახდება. და რევოლუციით რელიგიას ვერ აღმოფხვრი, დიდი ევოლუცია ჭირდება მაგას : )

                      Like

  7. ნუ, ძირითად ნაწილში არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, თუმცა ბოლო კომენტარებში ერთი რაღაცის შენიშვნაა საჭირო. თავის დროზე სწორედ რელიგიის ავკარგიანობამ, დადებითის და უარყოფითის განსაზღვრამ ჩამოაყალიბა მორალი ადამიანში იმისა რომ კაცის კვლა ცუდია ან მრუშობა არამოსაწონი და ა.შ.

    ერთი საკითხია კიდევ
    მე პირადად საკმაოდ საინტერესო კვლევას წავაწყდი სადაც ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით იყო ახსნილი ადამიანის უნარი განკურნოს, მოარჩინოს, განდევნოს ბოროტი ძალა და ა.შ. კერძოდ ეს იყო შთაგონება საკუთარი ღვთიურობისა და მერე ყველაფერი მარტივად ხდებოდა..ერთი სიტყვით წმინდა ფროიდული ანალიზი იყო მჩხიბავების და მკურნალების ზებუნებრიობისა. თვით იესოც იმიტომ კურნავდა ხალხს, და აღადგინა მკვდრეთით ლაზარე, რომ ჯეროდა უფლის შვილი იყო და შეძლებდაო.
    ერთმა მოხალისე მკვლევარმა კი მართლაც ჩაატარა ცდა თავისივე თავის შთაგონებით, რომ ხალხი განეკურნა.. თანდათან ეს მართლაც შეძლო.

    ზოგადად, სიკვდილ-სიცოცხლის თემა საკამათოა. გჯერა რომ სიკვდილის მერე (ჯოჯოხეთი იქნება ეს თუ სამოთხე) სადღაც გადაინაცვლებ. როცა ამას გამორიცხავ ფაქტობრივად იჯერებ რომ სიკვდილის მერე უბრალოდ გაქრები ! აი ეს კი საშინელი შეგრძნებაა.. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რისი გწამს ! ფაქტია რომ რწმენით უკეთესია ცხოვრება (თუნდაც პოსტიდან გამომდინარე: მორწმუნენი უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ)
    მაგრამ, მე პირადად, და ალბათ კიდევ ბევრი რადიკალიზმს იჩენს ამ შემთხვევაში და უსაფუძვლო რწმენას სასოწარკვეთილ ათეიზმს არჩევს…

    ორი რამ მაინტერესებს ჯერ კიდევ რელიგიაზე:
    1. ზემოთხსენებული ქრისტეს სუდარა, რომელზეც მისი სხეულია გამოსახული მართლაც ზებუნებრივადაა შექმნილი თუ ვიღაც აკვარელით გაერთო ?
    ამაზე დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი, ვერცერთმა მეცნიერმა ახსნა რა მასალა იყო სუდარაზე დატანილი.ერთი სიტყვით ვერ ამოხსნეს ეს ამოცანა.
    2. რატომ ხდება წელიწადის ერთ (ეკლესიის მიერ) განსაზღვრულ დღეს ცეცხლის გადმოსვლა საფლავზე, რომელიც რატომღაც არ წვავს ხელს.( ამაზე ბერძნული ცეცხლი გამახსენდა რომელსაც მაგალითად წყლის დასხმით უფრო აღვივებდნენ და სანამ თვითონ არ ჩაიწვებოდა შეუძლებელი იყო მისი ჩაქრობა) ჰოდა რაღაც ქიმიური მახინაციებით შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი ცეცხლის მიღება.
    თან არც ის დაგვავიწყდეს რომ ცეცხლმა საფლავზე გადმოსვლა გაცილებით გვიან დაიწყო.

    Like

    1. 1) საინტერესოა ვინ უნდა დაადგინოს რომ სუდარა ზებუნებრივი წარმოშობისაა. თუ მეცნიერებას ამ ეტაპზე მისი წარმოშობაზე ახსნა არ გააჩნია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მაშინ ის ზებუნებრივია. ასევე, საგნისთვის ზებუნებრივი სტატუსის მინიჭებაც უკვე ახსნაა, რაც მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული. იმის თქმა მინდა, რომ თუ რაიმე მოვლენას მეცნიერული ახსნა არ გააჩნია დროის მოცემულ მომენტში, ეს როდი ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ზებუნებრივი წარმოშობისაა, რადგან ამგვარი დასკვნის გასაკეთებლადაც სათანადო არგუმენტია საჭირო, როგორც ყველა სხვა დასკვნის შემთხვევაში.

      2) მანამ, სანამ გავარკვევდეთ თუ რატომ ხდება ცეცხლის გარდამოსვლა მხოლოდ ერთ განსაზღვრულ დღეს, საჭიროა გავარკვიოთ ამ ცეცხლის ბუნება, ანუ მისი წარმოშობა. თუ დავადგენთ, რომ ის ღვთიური წარმოშობისაა, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ხდება ერთ განსაზღვრულ დღეს, რადგან დავუშვებთ, რომ ღმერთს სურს ასე. ხოლო თუ დავადგენთ, რომ ცეცხლი ქიმიური მაქინაციის შედეგია, მაშინ ამგვარი “ცეცხლის გარდამოსვლის” მოწყობა ჩვენს ნებაზე ყოფილა დამოკიდებული და ნებისმიერ დღეს შეგვიძლია მოვაწყოთ. და თუ მხოლოდ ერთ განსაზღვრულ დღეს მოვახდენთ, ეს უფრო მეტი დამაჯერებლობის შემცველი იქნება მრევლისთვის.

      Like

  8. დავუშვათ რომ დავუჯეროთ ამ მეცნიერებს, ჩნდება კითხვა; დაახლოებით 700 წლის წინ დანიელ წინასწარმეტყველმა ზუსტი თარიღი იწინასწარმეტყველა იესოს მსახურების დაწყებაზე, მის ჯვარცმაზე, სახარების წარმარტებში გავრცელებაზე და ასე შემდეგ. რომელიც არის დანიელის 9:24-27-ში. რომელიც ისტორიულად და არქეოლოგიურად დამტკიცბულია რომ ზუსტად იმ დროს დაიწერა. აქ აღარ ვიტყვი ესაიას და სხვა დიდი წინასწარმეტყველთა გამოცხადებებზე.

    Like

    1. : ))

      saintereso isaa,rom 700 wlis win mecamete saukune iyo,ukve axali weltagricxva : ))
      tan,qristes arseboba ar arsebobis sakitxi,bundovanze bundovania da,bibliidan moyvanili nawyveti verafers shecvlis.

      Like

Leave a reply to Charlius კომენტარის გაუქმება