დედოფალი ელისაბედ II აშშ-ის პრეზიდენტებთან


ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, 1952 წლიდან, აშშ-მა 11 პრეზიდენტი გამოიცვალა და დედოფალი ყველა მათგანს შეხვედრია ლინდონ ჯონსონის (1963-1969) გარდა, რომელმაც პოსტი ჯონ ფიცჯერალდ კენედის (1961-1963) მკვლელობის შემდეგ დაიკავა. ის ასევე შეხვდა სხვა მოქმედ პრეზიდენტს კორონაციამდე და ყოფილ პრეზიდენტს კორონაციის შემდეგ. ამ სურათზე ელისაბედ II და მისი მეუღლე პრინცი ფილიპე ხვდებიან ბარაკ (2009) და მიშელ ობამებს ბუკინგემის სასახლეში 2009 წლის 1-ლ აპრილს.


 


ჯორჯ უოლკერ ბუში (2001-2009) ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდ ბრიტანეთს 2003 წელს, დედოფალი კი – აშშ-ს 2007 წელს, სადაც ბუშს 7 მაისს შეხვდა თეთრ სახლში.

 


ბილ კლინტონი (1993-2001) რამდენჯერმე შეხვედრია დიდი ბრიტანეთის მონარქს, მათ შორის 1994 წელს, როცა აღნიშნეს ნორმანდიაში ოპერაცია ოვერლორდის ჩატარების 50 წლისთავი და 2000 წელს, როცა ბუკინგემის სასახლეში ჩაიზე ეწვია მას. ეს სურათი გადაღებულია 2000 წლის 14 დეკემბერს. აშშ-ის პრეზიდენტს თან ახლავს მეუღლე ჰილარი და ქალიშვილი ჩელსი, ისინი დედოფალს ესაუბრებიან სასახლესთან ახლოს.

 


ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშმა (1989-1993) ელისაბედ II-სთან ერთად ლანჩი მიირთვა ბუკინგემის სასახლეში 1989 წელს, საპასუხოდ კი დედოფალი ეწვია მას 1991 წელს თეთრ სახლში.

 


რონალდ (1981-1989) და ნენსი რეიგანები 1982 წელს უინძორის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც ყოფილმა მსახიობმა დედოფალთან ერთად ცხენით ისეირნა უინძორის პარკში. ელისაბედ II და პრინცი ფილიპე რეიგანებს ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე სტუმრობის დროსაც შეხვდნენ 1983 წელს.

 


1977 წელს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი (1977-1981) ეწვია დედოფალსა და პრინცს ბუკინგემის სასახლეში.

 


ჯერალდ ფორდი (1974-1977) ელისაბედ II-სთან ცეკვავს ოფიციალური სადილის დროს თეთრ სახლში, 1976 წლის 17 ივლისს.

 


1969 წლის თებერვალში რიჩარდ ნიქსონმა (1969-1974) დედოფალთან ერთად ისადილა ბუკინგემის სასახლეში. შემდეგი შეხვედრა 1970 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა ჩეკერსში.

 


მედიის მხრიდან დიდი ინტერესი მოყვა ჯონ ფიცჯერალდ კენედისა (1961-1963) და მისი ცოლის, ჟაკლინის, სტუმრობას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან 1961 წლის ივნისში ბუკინგემის სასახლეში. 1963 წლის ნოემბერში დედოფალი აპირებდა აშშ-ში ჩასვლას პრეზიდენტ კენედის დაკრძალვაზე დასასწრებად, თუმცა იმ დროს ედვარდზე იყო ორსულად იყო და მისი სურვილი ვერ განხორციელდა.

 


დედოფალი ყოფილ პრეზიდენტთან ჰერბერტ ჰუვერთან (1929-1933) ერთად ოფიციალურ საუზმეზე 1957 წლის 1-ლ ოქტომბერს ქალაქ ნიუ-იორკში.

 


1957 წელს ელისაბედ II პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს, სადაც მისი მასპინძელი დუაიტ ეიზენჰაუერი (1953-1961) იყო. ეიზენჰაუერი ასევე გახლდათ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დედოფალი ტახტზე ასვლის შემდეგ შეხვდა.

 


პრინცესა ელისაბედი და ჰარი ტრუმენი (1945-1953) ქალაქ ვაშინგტონში, კანადის საელჩოს ბიბლიოთეკაში სხედან 1951 წლის 2 ნოემბერს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: