National Geographic: ნოემბრის საუკეთესო 10 ფოტო


ყოველი წლის ოქტომბერში დუბაიში მაღალი ტენიანობისა და დაბალი ტემპერატურის გამო სქელი ნისლი ჩამოწვება ხოლმე. ფოტოგრაფებისთვის ეს პერიოდი მაღალი შენობებიდან (მათ შორის მსოფლიოში უმაღლესი ბურჯ ხალიფა) ულამაზესი კადრების დაჭერის არაჩვეულებრივი და ხელსაყრელი შანსია.


 


ტიტების ველის საჰაერო ხედი ვერტმფრენიდან ტასმანიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ვინიარდთან ახლოს, მაგიდის კონცხზე. ფოტოს გადაღების დღეს ვინიარდში ტრადიციული ტიტების დღესასწაული იმართებოდა.

 


“ლურჯი ტბორი” მდებარეობს ტურისტების თავშეყრის ადგილას, იაპონიის ქალაქ ბიეიში, კუნძულ ჰოკაიდოზე. გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე ეს ადგილი მუდამ სავსეა უცხოელებით. თუმცა როცა ცივი პერიოდი იწყება და ტბა იყინება, მას აღარავინ სტუმრობს. ფოტო გადაღებულია სეზონის პირველი თოვლის მოსვლისას.

 


ხეზე ამძვრალი ლომი გარემოს აკვირდება დედოფალ ელიზაბეტის ეროვნულ პარკში, უგანდაში.

 


ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმის წინ “მანჰეტენის ბუნიობის” აღნიშვნის დროს ქუჩის ბოლო თითქოს მზეს უერთდება. ადგილობრივები ამ დღესასწაულს “მანჰეტენჰენჯს” (Manhattanhenge) უწოდებენ, რაც სტოუნჰენჯიდან მოდის.

 


ახალი ზელანდიის სანაპიროსთან, ოკეანის ფსკერზე, ზღვის კალმები, ზღვის ვარსკვლავი და ლურჯი ვირთევზა თვალწარმტაც სურათს ქმნიან.

 


ინდონეზიაში, ჩრდილო სუმატრას ტყეში დილით ნადირობის დროს ვეფხვი ჩასაფრებულ კამერას უცქერს. ვეფხვები თავს კარგად გრძნობენ ბევრ ტერიტორიაზე, დაწყებული ცივი ჰიმალაებიდან დამთავრებული ტროპიკული მანგროს ჭაობებით ინდოეთსა და ბანგლადეშში.

 


მერსედის მდინარე იოსემიტის ეროვნულ პარკში, კალიფორნიის შტატში. მისი სიგრძე 233 კმ-ია, აქედან 184 კმ დაცულია 1987 წლიდან, დამატებითი 13 კმ – 1992 წლიდან.

 


სამხრეთის გლუვი ვეშაპის თვალი ახალ ზელანდიაში. ფოტო აღებულია National Geographic-ის წიგნიდან “ოკეანის სული”. ეს ცხოველები ზოგჯერ 15 მეტრამდე იზრდებიან, წონაში კი 47 ტონას აღწევენ. სამხრეთის გლუვ ვეშაპს ნებისმიერ სხვა ცხოველზე დიდი სათესლე ჯირკვლები აქვს – თითოეულის წონა 500 კგ-ს შეადგენს.

 


ახალგაზრდა მამრი პოლარული დათვები ძალ-ღონეში ეჯიბრებიან ერთმანეთს ზამთრის მკრთალი შუქის ფონზე სვალბარდში – არქიპელაგში, რომელიც ნორვეგიასა და ჩრდილოეთ პოლუსს შორისაა. ბარენცის ზღვის მიდამოში დაახლოებით 3000 პოლარული დათვია, მათგან ნახევარი კი აქ, არქიპელაგის იზოლირებულ კუნძულებზე ბინადრობს.

 
 
______________
წინა ნაწილები:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო
აპრილის საუკეთესო 10 ფოტო
მაისის საუკეთესო 10 ფოტო
ივნისის საუკეთესო 10 ფოტო
ივლისის საუკეთესო 10 ფოტო
აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო
სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო
ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: