მთელი ინტერნეტი მარწყვის წონისაა


კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა კომპიუტერული მეცნიერების დარგში და მათემატიკოსმა ჯონ კუბიატოვიჩმა დაადგინა, რომ ელექტრონული წიგნების მოყვარულები არქივში ახალი წიგნის დამატებით წონას მატებენ მას. ეს იმის გამო ხდება, რომ ინფორმაციის შენახვისას ელექტრონებში იზრდება ენერგიის რაოდენობა, რასაც თავისი გარკვეული მასა აქვს.

“ქინდლის” (Kindle) წიგნებით გავსება იწვევს მის “დამძიმებას” უკიდურესად მცირე მაჩვენებლით. შედარებისთვის, ბატარეის დამუხტვისას შეძენილი ახალი მასა მასზე 100 მილიონჯერ მეტია.

“YouTube”-ის სამეცნიერო არხმა გამოიყენა მათემატიკური დაანგარიშების იგივე მეთოდი და გამოითვალა მთლიანი ინტერნეტის მასა. როგორც აღმოჩნდა, მთელი ელექტრონული ქსელის წონა სულ რაღაც 50 გრამს აღწევს, რაც ერთი დიდი ზომის მარწყვის ან საშუალო კვერცხის ექვივალენტურია.

მაგრამ აქტიური და საჭირო ინფორმაცია გაცილებით ნაკლებს იწონის, ვიდრე მტვრის ლაქა.

Vsauce-ს განცხადებით, 50 გრამი ელექტროობაში არსებული იმ ელექტრონების წონაა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მთელმა ინტერნეტმა გამართულად იმუშაოს. ეს მოიცავს 75-100 მილიონ სერვერს, რომლებიც ინტერნეტის გადაცემას უზრუნველყოფენ, თუმცა არ შედის სახლის კომპიუტერები (PC).

კომპიუტერების გარეშე ელექტრონების ჯამი 40 მილიარდი ვატია, კომპიუტერების ჩათვლით კი მასა უხეშად 3 მარწყვს უდრის.

გაცილებით ნაკლებია იმ ინფორმაციის მასა, რომელიც ინტერნეტში ინახება. “გუგლის” აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ შმიდტის მონაცემებით, ინტერნეტში 5 მილიონი ტერაბაიტი ინფორმაციაა, საიდანაც გუგლი ახდენს 0.04%-ის ინდექსირებას.

Vsauce-ის გაანგარიშებით, მთელი ინფორმაციის წონა დაახლოებით 0.57 მიკროგრამი უნდა იყოს.

რატომ აქვს ინფორმაციას წონა?

საქმე იმაშია, რომ გამოთვლებში გამოიყენეს ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფორმულა – E=MC², რომელიც ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს.

ელექტრონებს, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას მოწყობილობებში, უფრო მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე “ცარიელ” ელექტრონებს. სწორედ ამის გამო მოწყობილობა მეტს იწონის.

წონითი სხვაობა მოწყობილობებში – ინფორმაციით სავსე და ცარიელ მოწყობილობას შორის – გაცილებით ნაკლებია ცარიელსა და დამუხტულ ბატარეას შორის, ან მტვრიან და გადაწმენდილ ეკრანს შორის სხვაობაზე.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: