1972 წლის Datsun 1200 მოდიფიკაციის შემდეგ წარმოადგენს ყველაზე სწრაფ ელექტრულ ავტომობილს. ის აღჭურვილია მძლავრი ელექტროძრავით, რაც საშუალებას აძლევს, 100 კმ/სთ განავითაროს 1.8 წამში. 500 ცხენის ძალიანი მანქანა მილის მეოთხედს სულ რაღაც 10 წამში ფარავს. სტანდარტული Datsun 1200-ის სიმძლავრე კი მხოლოდ 69 ცხენის ძალაა და 14.5 წამი სჭირდება 100 კმ/სთ-მდე მისაღწევად.
მოდიფიცირებული ვერსია უფრო სწრაფია, ვიდრე $110 000-იანი Tesla Roadster. ავტომობილის მფლობელია ამერიკელი ინჟინერი და მექანიკოსი, ჯონ ვაილანდი. თავის ნაშრომს მან “თეთრი ზომბი” (White Zombie) უწოდა.