National Geographic – ივლისის საუკეთესო 10 ფოტო

მალდივის თავთხელ წყლებში პატარა თევზები დისტანციას იცავენ, როცა შავფარფლიანი რიფის ზვიგენი მათკენ მიცურავს.


ლურჯენიანი ხვლიკები ავსტრალიაში ფართოდ არიან გავრცელებულნი.
ამ სახეობას კი "ჩვეულებრივი" ან "აღმოსავლური" ლურჯენიანი ხვლიკი ჰქვია და თბილ ამინდებში ფერმებსა და ეზოებშიც შეიძლება მათი პოვნა.

 
პორტის სანაპიროზე, გემებისა და ნავების მოპირდაპირე მხარეს, თეთრი თოლია მიუყვება გზას.

 
კუების გარემოცვაშია კაიმანი, რომელიც გვატემალურმა ორგანიზაციამ, ARCAS-მა გადაარჩია.
ARCAS 1989 წლიდან იცავს ცხოველებს ბრაკონიერებისა და უკანონო მოვაჭრეებისგან, უშვებს მათ უკან ველურ ბუნებაში.

 
კლოუნივით გაკრეჭილი თევზი-თუთიყუში თავის იარაღს აჩენს: ალესილ კბილებს, რომლითაც ქვიდან წყალმცენარეებს ფხეკს. ამით არამარტო მადას იკმაყოფილებს, არამედ სასარგებლო საქმესაც აკეთებს: მის გარეშე მთელ რიფებს წყალმცენარეები გადაფარავდა.

 
მაუის აკვარიუმში ჰავაიური მწვანე კუ წყლის ზედაპირზე ამოდის.
საფრთხის ქვეშ მყოფი ეს სახეობა უნიკალურია ზღვის კუებს შორის იმით, რომ მთლიანად ბალახისმჭამელია.

 
პალმის ფოთლის ტოტებიდან პატარა გეკონი ჰყოფს თავს.

 
მექსიკის ქალაქ სან მიგელ დე ალენდეში თითქოს ორი სამყაროა – ადამიანების და ცხოველების.
ამ შემთხვევაში კი გამონაკლისია და ცხენზე შემჯდარ მხედარს ავსტრალიური ძაღლი უთვალთალებს.

 
იაპონიის ქალაქ ნარაში ირემს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ღმერთის მაცნედ მიიჩნევენ, ამიტომ მათ უფლება აქვთ, თავისუფლად იხეტიალონ. ისინი ცნობილი არიან თავის დაკვრის ჟესტით საკვების მიცემისას.

 
უელსში, სნოუდონიას ეროვნულ პარკში ჩამავალი მზე ანათებს მოთამაშე ცხენების სცენას.

 
 
______________
წინა ნაწილები:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო
აპრილის საუკეთესო 10 ფოტო
მაისის საუკეთესო 10 ფოტო
ივნისის საუკეთესო 10 ფოტო

4 thoughts on “National Geographic – ივლისის საუკეთესო 10 ფოტო

  1. გამოხმაურება: National Geographic – აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  2. გამოხმაურება: National Geographic: სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  3. გამოხმაურება: National Geographic: ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s