2012 წელს ფეისბუქს 1 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება

ამ მომენტში ფეისბუქომანიით 700 მილიონამდე ადამიანია “დაავადებული”, თუმცა მომავალი წლის გაზაფხულისთვის ეს მაჩვენებელი რეკორდულ რაოდენობას – 1 მილიარდს მიაღწევს.

ყველაზე დიდი ზრდა შეინიშნება ბრაზილიელთა მხრიდან. სამხრეთ ამერიკის ამ გიგანტური სახელმწიფოდან მაისში დამატებით 1.9 მილიონ ახალ წევრს ელოდებიან. ამჟამად მათი რაოდენობა 19 მილიონზე მეტია.

ბრაზილიელთა უმეტესობამ მიატოვა მანამდე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ქვეყანაში – Orkut, რომელიც გუგლის მფლობელობაშია და 100 მილიონი წვერი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.

ზრდის ტემპით ბრაზილიას მოჰყვებიან ინდონეზია, ფილიპინები, მექსიკა და არგენტინა. გასულ წელს სოციალურ ქსელს საშუალოდ ყოველთვე 20 მილიონი წევრი ემატებოდა, თუმცა ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.

გასულ ივლისს, როცა მომხმარებელთა რაოდენობამ 500 მილიონს მიაღწია, მარკ ცუკერბერგმა განაცხა, რომ უბრალოდ გამორიცხული იყო, ქსელს მალე 1 მილიარდი წევრი არ ჰყოლოდა. “მე გარანტიას ვიძლევი, რომ ასე მოხდება” – განაცხადა მან.

ამ წლის პირველ მეოთხედში 585 მილიონი წევრს 80 მილიონზე მეტი შეემატა და რაოდენობამ 665 მილიონს გადააბიჯა. და ეს მხოლოდ სამ თვეში მოხდა.

მომხმარებელთა რაოდენობით წამყვანი ქვეყანა შეერთებული შტატებია – ფეისბუქზე 149 მილიონი ამერიკელია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს. 19 მილიონი კი კალიფორნიის შტატიდანაა.

“6 წლის წინ ადამიანებს, როგორც წესი, არ სურდათ, მათზე რაიმე სახის ინფორმაცია ყოფილიყო ინტერნეტში. მაგრამ თანდათანობით აზრი შეეცვალათ და მიხვდნენ, რომ სხვასთან დაკავშირება და გაცვლა-გამოცვლა მშვენიერი რამაა. ახლა მსოფლიო სხვანაირად გამოიყურება.”

ცუკერბერგის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მომხმარებლებისა უსაფრთხოებაა, რის გამოც ფეისბუქს ინფორმაციის დამალვის ასამდე ვარიანტი აქვს და მომავალში უფრო დაიხვეწება.

მსოფლიო მოსახლეობა ამ დროისთვის 7 მილიარდს მიაღწევს – ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეშვიდე ადამიანი ფეისბუქზე იქნება დარეგისტრირებული.

One thought on “2012 წელს ფეისბუქს 1 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s