ინტერნეტ-მითი: სტუდენტი აინშტაინის დიალოგი ლექტორთან


ამ ტიპის ვიდეოები, ზოგჯერ კი იგივე დიალოგი ტექსტის სახით ბევრგან გავრცელდა. მასში მორწმუნე სტუდენტისა და ათეისტი ლექტორის დებატებია, სადაც ბოლოს სტუდენტი იმარჯვებს და ლექტორს უხსნის როგორც ღმერთის არსებობას, ისე ბოროტების წარმოშობის მიზეზს. დიალოგი ასე თუ ისე საინტერესოა, თუმცა აინშტაინს შეცდომით მიაწერეს. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ეს დიალოგი მთლიანად მოგონილია და რეალურ ამბავს არ წარმოადგენს.

 
 

დიალოგი, როგორც წესი, ასეთი ტიპისაა:

არსებობს ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა ეს კითხვა სტუდენტებს დაუსვა. ღმერთმა შექმნა ყველაფერი? სტუდენტებმა უპასუხეს: დიახ!

პროფესორმა მიუგო: თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ ბოროტებაც მან შექმნა, რადგან ბოროტება არსებობს და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია. სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი ადგა და ჰკითხა:

– პროფესორო, სიცივე არსებობს?
– ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასდროს შეგციებია?
– არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს. პროფესორო, არსებობს სიბნელე?
– ცხადია, კი.
– კიდევ ერთხელ ცდებით, სერ. სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს. სერ, არსებობს ბოროტება?
– რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.
– ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღმერთის სიყვარულს.

სტუდენტის სახელი იყო ალბერტ აინშტაინი.

 
 

წარმოშობა

მორწმუნე ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია ბოროტების არსებობა – რატომ არსებობს ბოროტი (ეშმაკი), როცა სამყარო კეთილი ღმერთის შემოქმედებაა? საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ ამ კითხვისთვის პასუხი გაეცათ და რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. ესენია:

* თავისუფალი არჩევანი – ღმერთი ნებას აძლევს ყველას, მოიქცნენ ისე, როგორც სურთ.

* არასრულყოფილება – ღმერთი იბრძვის, რომ ბოროტება აღმოხვრას, თუმცა ბოლომდე ვერ ახერხებს.

* სატანა – დროებით სამყარო ეშმაკის ხელშია. საბოლოო გამარჯვება ღმერთის იქნება, მანამდე კი ეშმაკი ცდილობს ბევრი შეაცდინოს.

* გაუგებრობა – “კარგი” და “ცუდი” ადამიანის შექმნილი ცნებებია, რომლებიც გაჩნდა სამყაროს შეცნობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

ზემოთ მოყვანილი დიალოგი სხვა ახსნას გვთავაზობს – ბოროტება ღმერთთან დაშორების შედეგია, ისევე როგორც სიბნელე სინათლისგან და სიცივე – სიცხისგან.

2004 წლიდან ინტერნეტში ეს დიალოგი ფართოდ გავრცელდა, თუმცა არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ სტუდენტი საყოველთაოდ ცნობილ ფიზიკოსად ჩავთვალოდ. აინშტაინის ბიოგრაფიებში არსადაა ნახსენები ამის შესახებ.

ათეისტი პროფესორი ხშირად ფიგურირებს მსგავსი ტიპის ამბებსა თუ ანეკდოტებში. მაგალითად, ერთ-ერთში ათეისტი პროფესორი ამბობს, რომ ღმერთს ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ, ესეიგი არ არსებობს. ერთ-ერთი სტუდენტი დგება და იგივე ლოგიკით ასკვნის, რომ პროფესორის ტვინი არ არსებობს.

 
 

აინშტაინის რელიგიურობის საკითხი

აინშტაინის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებში ვხვდებით, რომ ის ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაეჭვდა პიროვნული (რელიგიური) ღმერთის არსებობაში და მალე სკეპტიკოსი გახდა. 1954 წლის 24 მარტით დათარიღებულ წერილში უცნობი თაყვანისმცემელი პირის მიმართ მეცნიერი წერს:

– ცნობები ჩემი რელიგიურობის თაობაზე წარმოადგენს წმინდა წყლის ტყუილს, რომელიც სამწუხაროდ მუდმივად მეორდება. მე არ მწამს პიროვნული ღმერთის და არასოდეს მომსვლია თავში ამ აზრის უარყოფა. თუკი ჩემში რაიმეს შეიძლება ეწოდოს რელიგიური, მაშინ, ეს შესაძლოა იყოს ჩემი უსაზღვრო აღტაცება სამყაროს სტრუქტურით, რომელსაც გვიჩვენებს მეცნიერება.

თავის რელიგიურ მოსაზრებას სხვაგვარად ასეც განმარტავდა:

– სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სისუსტის ნაყოფი და გამოხატულება. ბიბლიის ამბები პატივსაცემია, თუმცა დღესდღეობით უსარგებლო და ბავშვური.

გარდა ამისა, 2004 წლამდე იგივე ისტორია მრავლად იდო სხვადასხვა საიტზე, ისე რომ აინშტაინი საერთოდ არ იყო ნახსენები.

12 thoughts on “ინტერნეტ-მითი: სტუდენტი აინშტაინის დიალოგი ლექტორთან

  1. გეთანხმები ფაიფურის ანგელოზო :))) სიკვდილის წინ ბევრმა ათეისტმა და ღვთისმგმობმა მეცნიერმა აღიარა მისი არსებობა

    Like

  2. ვიღაც

    ოდნავ მაინც თუ გაქვთ ლოგიკა,დაუფიქრდით რატომ აღიარა ბევრმა ათეისტმა ღმერთის არსებობა.

    Like

      1. კაი ჩარლი,შენ მაინც უნდა იცოდე რომ ეგ უკვდავი არგუმენტია და შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს! ;დ
        აზრს თავი დაანებე,იმდენად ძლიერი არგუმენტია,უფლაბაც კი არ გაქვს ეჭვქვეშ დააყენო ;დდ

        Like

  3. kote.......................

    http://www.orthodoxtheology.ge/ჩემთვის-როგორც-მეცნიერი/
    ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე.
    სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე.
    არავინ უარყოფს, რომ სტივენ ჰოუკინგი ინტელექტუალურად თამამია და ფიზიკურად – გმირი. მის უკანასკნელ წიგნში (The Grand Design), ცნობილი ფიზიკოსი სამყაროს ღვთაებრივი შექმნის შესახებ ტრადიციულ რელიგიურ რწმენას თამამ გამოწვევას სთავაზობს.
    სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე. ის ასაბუთებს, რომ დიდი აფეთქება ამ კანონების გარდაუვალი შედეგი იყო „იმის გამო, რომ არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის კანონი გრავიტაციისა, სამყაროს ძალუძს და ეს გარდაუვალია, რომ ის შექმნის საკუთარ თავს არაფრისგან.“
    სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ჰოუკინგის არგუმენტი წინააღმდეგობრივია, ის ამავე დროს არცთუ ახალია. წლების მანძილზე, სხვა მეცნიერებიც აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს, რომ გასაოცარი, დახვეწილი შემოქმედებითობა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსი შეიძლება ინტერპტეტირებული იქნას მხოლოდ ისეთი ფიზიკური კანონების მეშვეობით, როგორიცაა გრავიტაცია. ეს არის მარტივი მიდგომა, თუმცა ჩვენს სეკულარულ საუკუნეში როგორც ჩანს, მხარდაჭერითაც სარგებლობს სკეპტიკურ პუბლიკაში.
    მაგრამ, როგორც მეცნიერი და ქრისტიანი, მე უნდა ვთქვა, რომ ჰოუკინგის პრეტენზია არასწორია. ის ჩვენგან ითხოვს არჩევანის გაკეთებას ღმრთსა და ბუნების კანონებს შორის, თითქოს ისინი ერთმანეთთან აუცილებელ კონფლიქტში მოდიან.
    საწინაარმდეგოდ ჰოუკინგის მიერ გამოთქმული აზრისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ფიზიკურ კანონებს არასოდეს ძალუძთ სამყაროს სრული აღწერა. თავად კანონები არაფერს ქმნიან, ისინი მხოლოდ აღწერენ, თუ რა ხდება გარკვეულ პირობებში. რასაც ამბობს ჰოუკინგი, წარმოადგენს კანონების და ამ კანონთა საწყისის (დასაბამის მიმცემის) აღრევას ერთმანეთთან. ჩვენდამი მისი მოწოდება, რომ არჩევანი გავაკეთოთ ღმერთსა და ფიზიკას შორის, ოდნავ წააგავს ადამიანს, რომელიც, თვითმფრინავის ძრავას მუშაობის ასახსნელად, ითხოვს არჩევანი გავაკეთოთ აერონავტიკოს ინჟინერ სერ ფრენკ უიტლსა და ფიზიკურ კანონებს შორის. ეს კატეგორიათა აღრევაა, ფიზიკის კანონებს შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ მუშაობს რეაქტიული თვითმფრინავის ძრავა, მაგრამ ეს ძრავა ვიღაცამ უნდა ააწყოს, ჩაასხას საწვავი და გაუშვას. რეაქტიულ თვითმფრინავს ვერ ააწყობდნენ ფიზიკური კანონების გარეშე – მაგრამ მისი შექმნის ამოცანა ითხოვდა შუამავალს–აგენტს, უიტლის გენიის სახით.
    შესაბამისად, ფიზიკის კანონებს არ შეუძლიათ სამყაროს შექმნა. გარკვეული შუამავალი უნდა იყოს ჩართული საქმეში.
    მარტივ ანალოგიას შემოგთავაზებთ: ისააკ ნიუტონის კანონები მოძრაობის შესახებ არასოდეს აგზავნიან სნუკერის (ბილიარდის სახეობა) ბურთს მწვანე მაგიდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს ბილიარდის ჯოხის და მოთამაშეთა ხელების მოძრაობის წყალობით.
    ჰოუკინგის არგუმენტი უფრო ალოგიკურად მეჩვენება, როდესაც ის ამბობს, რომ გრავიტაციის არსებობა სამყაროს გარდაუვალ შექმნას ნიშნავსო. მაგრამ როგორ არსებობდა თავდაპირველად გრავიტაცია? ვინ შემოიტანა ის არენაზე? და რა შემოქმედებითი ძალა იდგა მისი დაბადების უკან?
    შესაბამისად, როდესაც ჰოუკინგი, სამყაროს სპონტანური წარმოშობის თავისი თეორიის მხარდასაჭერად, ამტკიცებს, რომ მხოლოდ პატრუკის ანთება იყო აუცილებელი, რათა სამყარო მოეყვანა დასაწყისში, იბადება კითხვა: საიდან მოვიდა ეს პატრუკი და ვინ აანთო ის, თუ არა ღმერთმა?
    ჰოუკინგის არგუმენტების მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს ღრმა კონფლიქტი. თუმცა, ეს არ არის მთავარი უთანხმოების საგანი.
    ჩემთვის, როგორც ქრისტიანი მორწმუნესათვის, სამეცნიერო კანონების სილამაზე მხოლოდ მიძლიერებს გონიერი, ღვთაებრივი, შემოქმედებითი ძალის არსებობის მიმართ რწმენას. რაც უფრო მეტს ვწვდები მეცნიერებას, მით უფრო ძლიერად მწამს ღმერთის, მისი ქმნილების სირთულით და მთლიანობით აღფრთოვანებულს.
    მე -16 და მე -17 საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების ასეთი სწრაფი აყვავების მიზეზი გახლდათ ზუსტად იმის რწმენა, რომ აღმოჩენილი ბუნების კანონები ასახავდნენ მათზე ღვთაებრივი კანონის გავლენას.
    ქრისტიანობის ერთერთი მთავარი თემა არის ის, რომ სამყარო შეიქმნა რაციონალური გონიერი ჩანაფიქრით. ქრისტიანული რწმენა, რომელიც არანაირად არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ფაქტიურად სრულყოფილ სამეცნიერო აზრს აყალიბებს.
    რამდენიმე წლის წინ, მეცნიერმა ჯოზეფ ნიდჰამმა ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების გრანდიოზული კვლევა ჩაატარა. მას აინტერესებდა, თუ რატომ არის, რომ მიუხედავად ჩინეთის ინოვაციის ნიჭისა ადრეულ ეტაპზე, ის საკმარისად ჩამორჩა ევროპას მეცნიერების განვითარებაში. ის მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპულ მეცნიერებას იმპულსი მისცა ფართოდ გავრცელებულმა რწმენამ რაციონალური კრეატიული ძალისა სახელად ღმერთი, რომელმაც ყველა სამეცნიერო კანონი გასაგები გახადა.
    ამის მიუხედავად, ჰოუკინგს, მსგავსად რელიგიის სხვა კრიტიკოსებისა, სურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ სხვა არაფერი, თუ არა მოლეკულების შემთხვევითი ერთობლიობა, საბოლოო პროდუქტი არაგონიერი პროცესისა. თუ ეს მართალია, ის უნდა გულისხმობდეს ისეთ რაციონალობას, რომელიც საჭიროა მეცნიერების სწავლისთვის. ტვინი მართლაც რომ ყოფილიყო უმართავი პროცესის შედეგი, მაშინ არანაირი აზრი არ უნდა ჰქონდეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენას – გვითხრას ჭეშმარიტება.
    ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ ერაში. როდესაც ქვიშაზე ვხედავთ რამდენიმე ასოს, რომლებითაც ჩვენი სახელია შედგენილი, ჩვენი უსწრაფესი რეაქციაა ამოვიცნოთ ამ ფაქტში გონიერი შუამავლის ქმედება. მაშინ, მით უმეტეს რამდენად უფრო ამოიცნობა გონიერი შემოქმედი ადამიანის დნმ–ის, ამ კოლოსალური ბიოლოგიურ მონაცემთა ბაზის მიღმა, რომელიც შეიცავს 3.5 მილიარდზე მეტ „ასოს“?
    მართლაც მომხიბვლელია, რომ ჰოუკინგი რელიგიაზე თავდასხმისას იძულებულია მთავრი აქცენტები გააკეთოს დიდი აფეთქების თეორიაზე. რადგან, მაშინაც კი, თუ ურწმუნოებს არ მოსწონთ ის, დიდი აფეთქება ზუსტად ერგება შექმნის ქრისტიანულ ისტორიას. სწორედ ამიტომ, სანამ დიდი აფეთქება პოპულარობას მოიპოვებდა, საკმაოდ ბევრ მეცნიერს მისი გადაგდება უნდოდა, იმ მოტივით, რომ იგრძნობოდა, რომ ის მხარს უჭერდა ბიბლიურ ისტორიას.
    მაგრამ ღმერთის არსებობის მხარდაჭერა მიდის უფრო ღრმად, ვიდრე მეცნიერების საზღვრებია. ქრისტიანული რწმენის ფარგლებში აგრეთვე არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ ღმერთმა კაცობრიობას თავი გამოუვლინა იესო ქრისტეს მეშვეობით ორი ათასწლეულის წინ. ეს კარგად დოკუმენტირებულია, არა მარტო წმინდა წერილებში და სხვა მტკიცებულებებში, არამედ აგრეთვე არქეოლოგიურ აღმოჩენათა მრავალფეროვნებაში.
    მეტიც, მილიონობით მორწმუნის რელიგიური გამოცდილების არგათვალისწინება არ შეიძლება. თავად მე და ჩემს ოჯახს შეუძლია დაადასტუროს ძლიერი გავლენა რწმენისა ჩვენს ცხოვრებაზე, ეს არის ის, რაც სერიოზულ გამოწვევას სთავაზობს იდეას, რომ ჩვენ ვართ სხვა არაფერი, თუ არა მოლეკულათა შემთხვევითი ერთობლიობა.
    საკმაოდ ძლიერია ის აშკარა რეალობა, რომ ჩვენ მორალური არსებები ვართ, რომელთაც ძალუძთ განასხვაონ სწორი და არასწორი. არ არსებობს არანაირი სამეცნიერო საფუძველი ასეთი ეთიკისა.
    ფიზიკას არ შეუძლია ახსნას ჩვენი ზრუნვა სხვების მიმართ, ან ახსნას დროთა გარიჟრაჟზე ადამიანის საზოგადოებაში აღძრული ალტრუისტული სული.
    მორალურ ღირებულებათა არსებობა მიანიშნებს ტრანსცენდენტული ძალის არსებობაზე, რომელიც სამეცნიერო კანონების მიღმაა. მართლაც, ათეიზმის მესიჯი ყოველთვის იყო კურიოზულად დეპრესიული, რომელიც საკუთარ თავს წარმოგვიდგენდა ეგოისტურ ქმნილებად, რომელიც სხვა არაფრისკენაა მიდრეკილი გარდა თვითგადარჩენისა და თვითკმაყოფილებისა.
    ჰოუკინგი აგრეთვე ფიქრობს, რომ სამყაროში სიცოცხლის სხვა ფორმების პოტენციური არსებობა ძირს უთხრის ტრადიციულ რელიგიურ რწმენას, რომ ჩვენ ღმერთის მიერ შექმნილ უნიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობთ. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სხვა სიცოცხლის ფორმებისა და ჰოუკინგს ნამდვილად არ შეუძლია მათი მოყვანა. ყოველთვის მახალისებს, როდესაც ათეისტები ამტკიცებენ არამიწიერი ცივილიზაციის არსებობას. თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ სურთ დააკნინონ ღმერთის არსებობის შესაძლებლობა.
    ჰოუკინგის ახალ შემოტევას არ ძალუძს შეარყიოს რწმენის ფუნდამენტი, რომელიც მტკიცებულებას ემყარება.

    Like

    1. „ტვინი მართლაც რომ ყოფილიყო უმართავი პროცესის შედეგი, მაშინ არანაირი აზრი არ უნდა ჰქონდეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენას – გვითხრას ჭეშმარიტება.“
      სისულელეა. ანალიზის უნარი და ზოგადად ცნობიერება რომ ღმერთის მიერ იყოს შექმნილი, ღმერთის, როგორც ცნობიერი შემოქმედის, ანუ პიროვნულობის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თავის თავთან მოდის წინააღმდეგობაში ლენოქსი და ვერ ხვდება. :/

      Like

დატოვე კომენტარი