National Geographic: ცხოვრება ფერებში – ლურჯი


წყალქვეშა ყინული. ქვემოდან დანახული ყინულის მასა, რომელიც ფარავს ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეს, ბიუფორტის ზღვის მიდამოში.


ბარაკუდები. მოგრძო და მსხვილი თევზების ჯგუფი სიპადანის წყლებში, მალაიზიაში. ისინი დაუნდობელი მტაცებლები არიან, ზოგჯერ კი იკრიბებიან, რათა ზვიგენისგან დაიცვან თავი.


თოვლიანი დიდი კანიონი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად წითელია, ღამით მისი თოვლიანი ზედაპირი ლურჯ ფერს იღებს. ზამთრობით მისი ჩრდილოეთი რკალი ტრანსპორტისთვის დაკეტილია.


თავსაფრიანი ქალი. ნეპალელი ქალი შესვენებისას ლურჯი ფერის კარებთან ზღურბლზე ჩამოჯდა. ეს ანაპურნას რეგიონის ერთ-ერთი პატარა სოფელია, ჰიმალაებთან ახლოს.


ლურჯტერფა ბუბი. ეს განსხვავებული აპკიანი ფეხი კუთვნის გალაპაგოსის კუნძულების მობინადრეს. რაც უფრო ნათელი ფერისაა, მით უკეთესია – მამრს ასე უფრო გაუადვილდება სატრფოს გულის მოგება.


არქტიკული იგლუ. კანადის არქტიკებში ღამით განათებული იგლუ. მას ძველად თავშესაფრად იყენებდნენ ადგილობრივი მოსახლეები.


გაყინული გვიმრები. ყინულმა გადაფარა ახალ ზელანდიაში, ფიორლენდის ნაციონალურ პარკში წვნიანი გვიმრის ლურჯი ფოთლები. პარკში ხარობს 700-ზე მეტი ისეთი მცენარე, რომელიც სხვაგან არსად არ მოიპოვება.


გარიბალდის მყინვარი. დიდი მოცულობის მყინვარი ნელ-ნელა დნება და იღვრება გარიბალდის ფიორდში.


გალაპაგოსის ლაგუნა. გაშეშებული ქვის კუნძული და მისი ნათელი ლურჯი თვალი გალაპაგოსის მიდამოში. ლაგუნას მიდამოებში მლაშე წყალია, რაც ბევრ ფლამინგოს იზიდავს.


ირანული მეჩეთი. მეჩეთის კედლები ლურჯი კრამიტებითაა მორთული და ცის სილურჯეს ირეკლავენ. მეჩეთის თაღები ისლამური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშებია.


ფარშევანგის არშიყი. ავსტრალიის ნაკრძალში ფარშევანგი შლის კუდს და იღებს იმ პოზას, რაც ათასწლეულების მანძილზე ხიბლავდა ადამიანებს. მამრები მას პარტნიორებთან დასაახლოებლად იყენებენ.


პინგვინები აისბერგზე. პინგვინების ჯგუფი ანტარქტიკის წყლებში მოტივტივე აისბერგზეა ჩამწკრივებული. ამ ჯიშის წარმომადგენლები ხშირად ატარებენ ცხოვრების უმეტეს ნაწილს აისბერგებზე.


აზურიტი. ბუნების მიერ შექმნილი რთული ნიმუში მინერალ აზურიტისა. მას ძველად იყენებდნენ მხატვრობაში, ასევე სამკაულების მოსართავად.


მყინვარის უბე. მოლურჯო ფერის უბე ალასკაში, ვრანგლერ-ელიასის ნაციონალურ პარკში. ყინულის ზეწარი უამრავ ტურისტს იზიდავს და ამ ადგილას უმეტესწილად ხალხმრავლობაა.


წყლის სასრიალო. გართობის მოყვარულები ყვინთავენ ამ დაგრეხილ სასრიალოში და თან მხიარულობენ, თან გრილდებიან. მდებარეობს ისრაელში, გალილეის ტბის სიახლოვეს.


ვეშაპისებრი ზვიგენი. ოკეანეებში მობინადრე თევზთაგან ყველაზე დიდი ზომის სახეობა. მის ლაჟვარდოვან ზურგთან წვრილ-წვრილი თევზებიც დაცურავენ.


იელოსტოუნის მგელი. იელოსტოუნის ნაციონალურ პარკში რუხი მგელი დაბინდულ ლანდშაფტს გაჰყურებს. ეს სახეობები პარკში 90-იანი წლების შუახანებიდან არიან.


პოლარული დათვი. კანადურ არქტიკაში დევონის კუნძულთან თეთრი დათვი ზღვაში ჩასახტომად ემზადება. პოლარული დათვები კარგი მოცურავეები არიან, მათი თათები მცირეოდენად აპკოვანიცაა, რათა ტალღების გაპობა არ გაუჭირდეთ.

One thought on “National Geographic: ცხოვრება ფერებში – ლურჯი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s