National Geographic: ცხოვრება ფერებში – მწვანე


ხის ბაყაყები. მისისიპის შტატი, მდინარე ატჩაფალაია. ამ არეალში თითქმის ყველაფერი მწვანეა, ამიტომ მათი შეფერილობა ერთგვარ კამუფლაჟს ახდენს.


ჩრდილოეთის ციალი. კანადის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია. ამ მოვლენას იწვევს ატმოსფეროს ზედა ფენაში შემოჭრილი მზის დამუხტული ნაწილაკები.


ვიეტნამელი ველოსიპედისტი. ჰოი ანის ბნელი ქუჩები, ვიეტნამი. ქალაქში უძველესი შენობებია, XV-XIX საუკუნით დათარიღებულები.


ხის გველი. მწვანე გველი კოსტა რიკის კარიბულ დაბლობში. ასეთი ტროპიკული ტყეები მრავლადაა ლა სელვაში.


პეპლები. ბოლივიის ნაციონალურ პარკში, ტუიჩის მდინარესთან მრავლად არიან პეპლები, რომელთა ფრთები ფოთლებს ჩამოჰგავს.


მეჩაიე. იაპონელი ფერმერი ჩაის ფოთლებს კრეფს ნარას პრეფექტურაში. ჩაის კულტურას იაპონიაში დიდი ხსნის ისტორია აქვს, თუმცა ის ჩინეთიდან შემოიტანეს.


თეთრი ალიგატორი. ალიგატორის იშვიათი სახეობა ნიუ ორლეანში, აუბუდონის ზოოპარკში. ეს ალბინოსი ძირითადად წყალშია, რადგან კანი დიდხანს მზეზე ყოფნას ვერ უძლებს.


ბაყაყი წყლის შროშანზე. ბაყაყი ატჩაფალაიას წყლებში დიდ ფოთოლზე ზის.


ქარიანი საძოვრები. წვნიანი მწვანე ბალახები ქარის დაბერვისას ტალღებად ირწევიან. ერთ დროს ასეთი საძოვრები ჭარბობდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ახლა კი საკმაოდ შემცირდა.


გამოქვაბულის სილუეტი. რიო ფრიოს გამოქვაბულში წყლის გუბეები ტყის სიმწვანესა და სტუმრის სილუეტს ირეკლავენ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s