გუგლი ახალ სოციალურ ქსელს ქმნის

გუშინ, 29 ივნისს, “გუგლმა” გაუშვა ახალი პროექტი – სოციალური ქსელი სახელად Google+, რომელიც, ავტორთა ჩანაფიქრით, ფეისბუქის სერიოზული კონკურენტი უნდა გახდეს. მთავარი აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოებაზე, ანუ ფეისბუქის სუსტ წერტილზე.
განაგრძე კითხვა

Google Street View: საუკეთესო კადრები

Google Street View არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება გუგლის რუკებსა (Google Maps) და გუგლის დედამიწაში (Google Earth). მოქმედების პრინციპი ასეთია: “გუგლის” კუთვნილი მანქანები მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, ქუჩებში იღებენ ფოტოებს, შემდეგ კი ქმნიან პანორამულ სურათებს. პროექტი ამოქმედდა 2007 წელს და მოიცავდა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, შემდგომში კი გაფართოვდა და სხვა ქვეყნებსაც მოედო. ცხადია, ამ პერიოდში “გუგლის” კამერებს საინტერესო კადრებიც აქვთ დაჭერილი.

განაგრძე კითხვა