ეფექტური ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიაში

ჩრდილოეთ ნორვეგიის ცა ფერადმა პოლარულმა ციალმა გაანათა (სურათების სანახავად დააკლიკეთ). National Geographic-მა გუშინ (2012 წლის 21 მარტი) გამოუშვა ვიდეო, რომელიც ამ თვეში გადაღებული 600 ფოტოსგან შედგება.

განაგრძე კითხვა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დანახული დედამიწა

მრავალი საოცრების დანახვაა შესაძლებელი, თუკი პლანეტას ღამით გადაუფრენთ. ,,ნასამ” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწა მოჩანს თავისი მშვენიერებით – ღამით ნარინჯისფრად განათებული ქალაქები, თეთრი ღრუბლები, ელვის ნათება, მუქი ზღვები, ჩრდილოეთის ციალი და ა.შ.

პორტრეტი 3.2 მილიონი წერტილისგან

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის მაცხოვრებელი მიგელ ენდარა არაჩვეულებრივი ნებისყოფით გამოირჩევა – მამის პორტრეტი მან 3.2 მილიონი პატარა წერტილით შექმნა. ნახატის ზომებია 28 სმ X 43 სმ და მის შესაქმნელად მიგელმა დაახლოებით 1 წელი დახარჯა. ის იყენებდა Sakura Pigma Micron-ის კალამს, რომლის წვერიც მხოლოდ 0.2 მმ-ია. 210-მა საათმა და 3 213 000-მა წერტილმა თავისი შედეგი გამოიღო – მიგელის ვიდეოს ,,ვიმეოზე” 6 მილიონი ნახვა აქვს.

ჩრდილოეთის ციალი (ვიდეო)

ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიაში, რომელიც გერმანელმა ტურისტმა ქრისტიან მულჰაუზერმა გადაიღო 2 კვირის წინ. ვიდეოში იხილავთ კადრებს რავნასტუადან, სკოგანვარიდან და ლაკსელვიდან. მულჰაუზერი ამ ყველაფერს იღებდა -25°C-ში, რის გამოც 1-2 საათში ლინზები იყინებოდა.

The Circle of Life – ამჯერად კატებითა და ძაღლებით

პლანკინგისა და ოულინგის შემდეგ ინტერნეტში ახალი გატაცება გამოჩნდა – ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად იმეორებენ ცნობილ კადრს მულტფილმიდან ,,მეფე ლომი”, როდესაც ბრძენი მანდრილი, სახელად რაფიკი, მაღლა სწევს ლომის ბოკვერ სიმბას და ცხოველების ჯოგს წარუდგენს.

როგორ გაანადგურა 30-მა კრაზანამ 30 000 ფუტკარი

ნაწყვეტი National Geographic-ის დოკუმენტური ფილმიდან “Hornets From Hell” გიჩვენებთ უნიკალურ შემთხვევას, როცა სულ რაღაც 30-მა აზიურმა კრაზანამ 3 საათში დახოცა 30 000 ევროპული ფუტკარი.

განაგრძე კითხვა

საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მექსიკელებს გადასანერგი გული დაუვარდათ

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში სამედიცინო თანამშრომლებს ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი გული გადაჰქონდათ პოლიციის ვერტმფრენიდან საავადმყოფოში, მაგრამ სიჩქარეში ყუთი ამოუტრიალდათ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო ძირს დავარდა. საბედნიეროდ, როგორც ექიმებმა განაცხადეს, ამ ინციდენტს ოპერაციისთვის ხელი არ შეუშლია და პაციენტი ახალი გულით თავს კარგად გრძნობს.

ჩინეთში 30 სართულიანი სასტუმრო 15 დღეში ააშენეს (ვიდეო)

რა შეგიძლიათ გააკეთოთ 360 საათში? ჩინურმა სამშენებლო კომპანია “Broad Group”-მა ზუსტად ამდენი მოანდომა 30 სართულიანი შენობის აგებას ჰუნანის პროვინციაში, დონგტინგის ტბის სიახლოვეს. სიჩქარის მიუხედავად, უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დაცული – სასტუმრო 9 ბალიან მიწისძვრას უძლებს.

მოგზაურობა დედამიწის გარშემო 5 წუთში (ვიდეო)


17 ქვეყანა, 343 დღე და 6237 ფოტო – ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში

ჩრდილო კორეელების ისტერიკა კიმ ჩენ ირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით


17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ირი. რიგითი მოქალაქეები ცხარე ცრემლებით გლოვობენ ამ ამბავს