ომოს ხეობის მობინადრეები


ფოტოგრაფმა მარკოს ლირამ ეს ფოტოები გადაიღო 2010 წელს ომოს მდინარის ხეობაში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან, ადის-აბებადან 3 დღის სავალზეა და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ტერიტორიაა. ომოს ხეობა იმითაა გამორჩეული, რომ 4 ძირითადი აფრიკული ენობრივი ჯგუფის სამშობლოა. აქ ბინადრობს ოცზე მეტი ტომი, ზოგიერთი მათგანი ათი ათასობით წევრისგან შედგება, სხვები კი – მინიმუმ 500-სგან. თითოეულის კულტურა განსხვავებული და უნიკალურია. ყველა ტომი თავის ენაზე საუბრობს და თავისი რელიგია აქვს.

განაგრძე კითხვა

BBC Horizon – პარალელური სამყაროები


წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ, სამყაროში ყველაფერს მოუძებნოთ ახსნა – დაწყებული პატარა მოვლენებიდან, დამთავრებული უდიდესით. ეს ის ოცნებაა, რომელმაც აინშტაინიდან მოყოლებული, მოხიბლა წამყვანი მეცნიერები. ამჟამად ისინი ფიქრობენ, რომ გასაღებს მიაგნეს. თეორია განსაცვიფრებელია და უჩვეულო დასკვნა აქვს: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთადერთი არაა.
განაგრძე კითხვა

ბრიტანელმა ქალმა 17 წლით ახალგაზრდამ გაიღვიძა

34 წლის ნაომი ჯეიკობსმა 2008 წლის ერთ დილას გაიღვიძა სავსებით დარწმუნებულმა, რომ სინამდვილეში სულ რაღაც 15 წლის იყო. მას ძილში ხანმოკლე ამნეზია დაემართა, რაც სტრესისგან იყო გამოწვეული. თავისი ცხოვრების ბოლო ეპიზოდებიდან მხოლოდ ის ახსოვდა, რომ სკოლის მოსწავლე გოგონა იყო და უყვარდა თავისი კლასელი ბიჭი.
განაგრძე კითხვა

პირველი მოაზროვნე რობოტი, რომელიც სიახლეებს ითვისებს

ის მთლად “ტერმინატორის” სკაინეტი არაა, თუმცა აქვს უნარი, თავისით ისწავლოს ის, რაც მის პროგრამაში არ დევს. იაპონელმა მეცნიერებმა ტოკიოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან შექმნეს რობოტი, რომელიც ითვისებს გარკვეულ ფუნქციებს – ფუნქციებს, რომლებიც მისთვის არ ჩაუნერგავთ. მექანიზმი წარსულ გამოცდილებასა და ცოდნას იყენებს, რათა ახალ, უცნობ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს. ჯერჯერობით, მისი შესაძლებლობები მწირია, მაგალითად, წყლიანი ჭიქის აღება და მასში ყინულის ჩადება. თუმცა იაპონელები იმედოვნებენ, რომ მსგავსი რობოტები ბავშვებივით შეიძენენ ახალ უნარებს და დროთა განმავლობაში განვითარდებიან.

მეისნერის ეფექტი

მეისნერის ეფექტი – ეს არის ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომლითაც ხელოვნურად მიიღება ანომალია. ამ შემთხვევაში იცვლება მაგნიტური ველის მოქმედების პრინციპი – ერთ-ერთ მაგნიტს ასხამენ თხევად აზოტს და მეორე მაგნიტით ახდენენ ზემოქმედებას.

ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები


წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.

განაგრძე კითხვა

ჩრდილოეთის ციალი (National Geographic)

ჩრდილოეთის ციალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ფენომენია. National Geographic-მა ეს მოვლენა ნორვეგიაში, სალტენში გადაიღო. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლება გამოსახულების ფორმა, ფერის სიმკვეთრე და ნათება დროის სხვადასხვა პერიოდებში.

ველოსიპედი, რომელიც ტვინით კონტროლდება

მსოფლიოში პირველად შეიქმნა სავარჯიშო ველოსიპედი – Toyota Prius Project Parlee PXP, რომლისთვისაც დონეების შეცვლა ფიქრებით ხდება. მისი გამოყენება ყველას შეუძლია – თავზე იმაგრებთ სპეციალურ, ე.წ. “ნეირონულ” ჩაფხუტს, რომელიც უზრუნველყოფს ტვინიდან წამოსული ტალღების გარდაქმნასა და გადაცემას მექანიზმისთვის.

ილუზია პარიზში

ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ნახაზებია, მაგრამ ადგილის სწორად შერჩევის შემთხვევაში სიტუაცია იცვლება.

ყველაზე შემაძრწუნებელი ცივილიზაციები ისტორიაში


კელტების იმპერია. კელტებს ჰქონდათ თავებზე მონადირეების რეპუტაცია, სახელგანთქმულნი იყვნენ იმით, რომ მსხვერპლს თავს აჭრიდნენ, შემდეგ კი თავიანთი სახლების წინ, ეტლზე ჩამოაცვამდნენ ხოლმე. ბევრი კელტი ბრძოლაში შიშველი ერთვებოდა, რითიც მოწინააღმდეგის გაკვირვებასა და დაბნევას იწვევდნენ. მათი ხელწერა იყო რკინის გრძელი ხმლები, რომელთა შესახებ ძვ. წ. I საუკუნის ისტორიკოსი, დიოდორუს სიცილიელი წერდა: “(ხმლებით) მტრებს თავებს ჰკვეთენ და შემდეგ ცხენების კისრებზე ჰკიდებენ, ხოლო სახლში მოტანისას შემოსასვლელთან დებენ. სისხლიან ნადავლს მაღლა სწევენ, რომ ყველამ დაინახოს, შემდეგ კი პეანს ან გამარჯვების სიმღერას მღერიან. დამარცხებული მტრებიდან ყველაზე ცნობილების მოკვეთილ თავებს ინახავენ კედრის ზეთში, რათა შემდეგ სიამაყით უჩვენონ უცხოებს… და ზოგნი თავს იქებდნენ, და იძახდნენ, რომ ამავე წონის ოქროშიც კი არ გაცვლიდნენ მათ თავებს.” საქმე იმაშია, რომ კელტებისთვის თავი სულის ადგილსამყოფელი იყო და მტრისთვის თავის მოკვეთა ნიშნავდა, რომ მისი სული გამოყოფილია სხეულისგან და ვეღარასდროს გაცოცხლდება.

განაგრძე კითხვა