17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ირი. რიგითი მოქალაქეები ცხარე ცრემლებით გლოვობენ ამ ამბავს
კატეგორია: უცნაური
ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ

● რომელია უდიდესი ცოცხალი ორგანიზმი?
სპილო? ლურჯი ვეშაპი? ტირანოზავრი? არა. ეს ტიტული ეკუთვნის, გაგიკვირდებათ და… სოკოს! და სხვათა შორის, არც ისე იშვიათ ჯიშს. Armillaria ostoyae, იგივე “თაფლის სოკო”, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გრილ ტერიტორიებზეა გავრცელებული და შეიძლება ბაღებშიც კი შეგხვდეთ. თუმცა ბაღის მეპატრონე ალბათ არც ისე მოხარული იქნება, თუკი მის მიერ დარგული ხილის სიახლოვეს ამოსული სოკო იმხელა გაიზრდება, რამხელაც მალჰევრის ეროვნულ ტყე-პარკში, ორეგონის შტატში. მისმა ფართობმა 880 ჰექტარი შეადგინა (!). ხოლო ასაკი დაახლოებით 2400 წელია. ორგანიზმის ძირითადი ნაწილი მიწისქვეშაა, საცეცის მსგავს მასიურ მიცელიუმს (ფესვის ექვივალენტი სოკოსთვის) ჭილოფის ფორმა აქვს. თავიდან მიიჩნეოდა, რომ ეს იყო უამრავი თაფლის სოკოს ერთობლიობა, რომლებიც ტყის სხვადასხვა არეებში ამოვიდნენ, მაგრამ მეცნიერებმა ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ის რეალურად ერთი და ძალიან დიდი ორგანიზმია.
აქციის ჩახშობა ეგვიპტეში (ვიდეო)
ალბათ იცით, რომ ეგვიპტეში არეულობის ახალი ტალღაა – ამბოხებულები სამხედრო საბჭოს მმართველობას აპროტესტებენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე მწვავე შეხლა-შემოხლა დაფიქსირდა. ეს ვიდეო გადაღებულია 17 დეკემბერს, სადაც “სამართალდამცავები” სასტიკად უსწორდებიან დემონსტრანტებს.
10 არამიწიერი ლანდშაფტი დედამიწაზე

კოსმოსის კვლევის ადრეულ ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ადამიანები მალე ეწვეოდნენ პლუტონს და მთვარეზე რამდენიმე კვირით გამგზავრება ჩვეულებრივი მოვლენა გახდებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები აღწერდნენ ვენერასა და მარსზე მდებარე სოფლებს, კონტაქტებს არამიწიერ ცივილიზაციებთან. ნახევარი საუკუნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროგნოზები არ გამართლდა: ვარსკვლავური სამყაროს ნაცვლად ადამიანებმა ვირტუალურში გადაინაცვლეს. თუმცა ამით არ იწურება იმის იმედი, რომ ადამიანებს უცხოპლანეტური გარემოს ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. ჟურნალმა “ფორბსმა” შეკრიბა 10 ყველაზე გასაოცარი ადგილი დედამიწაზე, რომლებიც ძნელია დაიჯერო, რომ ნამდვილად დედამიწაზე არსებობენ. სიაში შეგხვდებათ გოგირდის მდუღარე ტბები, მუდმივი წვიმის პლატოები, ყველაზე მშრალი ხეობა და სხვა უნიკალური ადგილები.
კამერა, რომელიც ვიდეოს სინათლის სიჩქარით იღებს
50 წლის წინ პირველად მოხდა მოძრავი ტყვიის კამერით დაფიქსირება, მაგრამ ამჟამად ტექნოლოგია გაცილებით წინ წავიდა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა აპარატურა, რომელიც წამში ტრილიონ კადრს იღებს. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სინათლის ნაწილაკების ობიექტებს შორის მოძრაობა ვიდეოში აღიბეჭდოს.
მფრინავი თევზები

მფრინავი თევზის ნახვა ოკეანეების თბილ წყლებშია შესაძლებელი მსოფლიოს მრავალ ადგილას, განსაკუთრებით ტროპიკულ და სუბტროპიკულ არეებში. ტორპედოს ფორმის სწორი სხეული ეხმარება თევზს, განავითაროს საკმარისი სიჩქარე, რათა გაარღვიოს წყლის ზედაპირი, ხოლო დიდი, ფრთების მსგავსი მკერდის ფარფლების მეშვეობით ჰაერში განავარდებას ახერხებს.
რობოტი, რომელიც სენდვიჩებს ამზადებს
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს რობოტები – როუზი და ჯეიმსი – რომლებსაც სენდვიჩების დამზადება შეუძლიათ. როუზი ჩაშენებულ კამერასა და ორ ცალ ოთხთითიან ხელს იყენებს პურის ნაჭრის, ყველის, შებოლილი ძეხვის ან ყავის ჭიქის მანიპულირებისთვის, რათა ლანჩი მოამზადოს. ჯეიმსი კი სამგანზომილებიანი კამერული და რამდენიმე სხვა სენსორის დახმარებით ობიექტების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას ახერხებს. ეს წყვილი შესანიშნავი დამხმარეა მშიერი ადამიანებისთვის.
როგორ დაფრინავენ გველები?

ცნობილია, რომ გველების რამდენიმე სახეობას, მაგალითად კრისოფელეას “ფრენა” შეუძლია. ზოგჯერ 100 მეტრით დაშორებულ ადგილზეც ახერხებს “გადაფრენას”, მაგრამ როგორ?
ბრიტანელმა მღვდელმა შობის ამბავი გარეპა
გევინ ტაიტი, იგივე TyTe, 39 წლის ბრიტანელი მღვდელია, რომელმაც ქადაგების ცოტათი უჩვეულო ფორმა აირჩია – ბითბოქსი და რეპი. ამ მეთოდს ის ძირითადად ახალგაზრდებთან იყენებს. ამჟამად მან საშობაო ისტორია გარეპა 
