მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს რობოტები – როუზი და ჯეიმსი – რომლებსაც სენდვიჩების დამზადება შეუძლიათ. როუზი ჩაშენებულ კამერასა და ორ ცალ ოთხთითიან ხელს იყენებს პურის ნაჭრის, ყველის, შებოლილი ძეხვის ან ყავის ჭიქის მანიპულირებისთვის, რათა ლანჩი მოამზადოს. ჯეიმსი კი სამგანზომილებიანი კამერული და რამდენიმე სხვა სენსორის დახმარებით ობიექტების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას ახერხებს. ეს წყვილი შესანიშნავი დამხმარეა მშიერი ადამიანებისთვის.
კატეგორია: ტექნოლოგია
ტრანსპორტირების ყველაზე უჩვეულო გზები (National Geographic)

A-დან B-მდე გადასაადგილებელი საშუალებებიდან ცოტაოდენს თუ ხვდა წილად ისეთი პოპულარობა, როგორიც პერსონალურ რეაქტიულ პაკეტს (Jet pack). გრავიტაციის დამამარცხებელი და საგზაო მოძრაობისგან ასარიდებელი მექანიზმი ხშირად ჩნდება კომიქსების წიგნებში, სამეცნიერო ფანტასტიკის ნოველებში, ჰოლივუდის ფილმებსა და საცირკო ნომრებში.
ღრუბლებზე სიარული მომავალში რეალობა იქნება

უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელიც ღრუბლებს შორის იქნება ჩაფლული და მშვიდად იტივტივებს ცაზე, მგზავრები კი მის სახურავზე ისეირნებენ და ზემოდან გადმოხედავენ ღრუბლიან გარემოს – ერთი შეხედვით ეს ფუტურისტული გეგმა ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ოდესმე რეალობად იქცეს.
მომავლის თვითმფრინავები (National Geographic)

ექსპერიმენტული თვითმფრინავი Boeing X-48B გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რომელიც გლუვად აერთიანებს კორპუსსა და ფრთებს. მოდელის ამგვარი “ფრთებთან შერეული” დიზაინი შეიძლება შემდეგ ათწლეულებში სამგზავრო კომერციული თვითმფრინავების შაბლონად იქცეს, რადგან მას გააჩნია საწვავის დაზოგვის დიდი პოტენციალი.
ავსტრალიელი დიზაინერი წყალს ჰაერიდან იღებს
27 წლის ავსტრალიელმა დიზაინერმა ედვარდ ლინაკრმა მოიპოვა ჯეიმს დაისონის პრიზი გამოგონებისთვის, რომელსაც მეცნიერულზე უფრო მეტად მაგიის ელფერი აქვს. ედვარდის ტექნოლოგია ჰაერის მასებიდან წყალს ქაჩავს და მიწების ირიგაციას ახდენს. ამ ნოვაციამ შეიძლება სამუდამოდ მოაგვაროს გვალისგან დაზიანებული ტერიტორიების პრობლემა.
ტექნოლოგიას სახელად “Airdrop” ჰქვია. ის დაბალი ღირებულებისაა და არ სჭირდება ენერგიის დამატებითი წყარო. ავსტრალიაში თავს დამტყდარი საშინელი გვალვის შემდეგ ედვარდმა გამოსავლის ძებნა დაიწყო. მან შეისწავლა ნამიბიური ხოჭო, რომელიც ყველაზე მშრალ ადგილებში ბინადრობს. წელიწადში 130 მმ-მდე ნალექის პირობებში ხოჭო იმ ნამით საზრდოობს, რომელსაც დილით ადრე თავის ჰიდროფილურ კანზე აგროვებს. იგივე მეთოდით მუშაობს Airdrop, დაფუძნებულია რა იმ პრინციპზე, რომ ყველაზე მშრალი ჰაერიც კი შეიცავს წყლის მოლეკულებს და ტემპერატურის კლებით მისი გამოყოფაა შესაძლებელი. მიწისქვეშა მილების მეშვეობით Airdrop ტუმბავს ჰაერს, შემდეგ კი აგრილებს და მცენარეთა ფესვებს მიღებული წყლით ამარაგებს. უცხელეს უდაბნოშიც კი 1 კუბური მეტრიდან ამ მეთოდით მინიმუმ 11.5 მმ ნალექის მიღება შეიძლება.
იაპონელებმა ბრმების მეგზური რობოტი შექმნეს
ახალმა გამოგონებამ, რობოტმა ძაღლმა, შეიძლება მნიშვნელოვნად გაუადვილოს ცხოვრება უსინათლო ადამიანებს. რობოტი იყენებს Microsoft Kinect-ის გამოსახულებას და მანძილის სენსორებს, რათა წინ მდებარე ობიექტების 3 განზომილებიანი გამოსახულება შექმნას. პროექტზე მუშაობა 2005 წლიდან მიმდინარეობს და ჯერაც დახვეწის ფაზაშია.
“მთვარის აგური” და კონცეპტებად დარჩენილი სხვა კოსმოსური სადგურები

100 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16-მა ქვეყანამ და ემსახურება სამყაროს შესახებ მეტი ცოდნის მიღებას, “ნასას” მიერ შერაცხულია უპრეცედენტო მიღწევად ადამიანთა შემოქმედების ისტორიაში.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური წლების, ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ფიქრისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შედეგია. ის უკვე 11 წელია მოქმედებაშია, თუმცა მის შექმნამდე არსებობდა სხვა იდეებიც, რომლებიც ვერ განხორციელდა და კონცეპტებად დარჩა.
E-Volo – მომავლის საფრენი აპარატის კიდევ ერთი კონცეპტი
ერთი შეხედვით, ეს მოწყობილობა კენგურუს ბურთს ჰგავს, რომელსაც ბოლოებში ვერტმფრენის მოდელები აქვს, თუმცა რეალურად 16 როტორიანი E-Volo ვერტმფრენის სრულიად ახალი სახეობაა, რომელსაც ჰაერში უმოძრაოდ ლივლივი შეუძლია. მისი ინჟინრის, ტომას სენკელის თქმით, ამ გამოგონებამ შეიძლება ტრანსპორტების რევოლუცია მოახდინოს. ელექტრული ვერტმფრენი ჯოისტიკით იმართება, მუშაობს ლითიუმ-იონის ბატარეებზე და 20 წუთი შეუძლია ფრენა. თუმცა იგეგმება ახლო მომავალში მისი დახვეწა და ფრენის ხანგრძლივობის 1 საათამდე აყვანა. საფრენი აპარატი მაშინაც მუშაობს, თუკი 16 როტორიდან 4 წყობიდან გამოვა.
ლეგოს რობოტი ადამიანებზე სწრაფად აწყობს რუბიკის კუბს
მაიკ დობსონისა და დევიდ გილდეის შექმნილი რობოტი, სახელად “Cubestormer II” სამსუნგის მობილურ ტელეფონს იყენებს რუბიკის კუბის გამოსახულების დასაფიქსირებლად, შემდეგ აანალიზებს მიღებულ სურათებს და შესაძლო მოძრაობების ვერსიებს ამუშავებს. ინსტრუქციები ბლუთუზ ტექნოლოგიით გადაეცემა რობოტის 4 “კიდურს”, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. რუბიკის კუბის ასაწყობად ამ რობოტს მხოლოდ 5.35 წამი სჭირდება, ადამიანის რეკორდი კი 5.66 წამია. გარდა ამისა, ჩვენგან განსხვავებით ის არ ათვალიერებს კუბს, არამედ პირდაპირ იწყებს აწყობას.
აზრების წაკითხვა შესაძლებელი გახდა
ბოლო პერიოდში მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ტვინში არსებული ინფორმაციით აზრების წაკითხვაზე. ამჯერად კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც გონებაში არსებული გამოსახულებების აღდგენა და ეკრანზე გადატანა შეუძლია. მოწყობილობა აკვირდება ტვინის აქტიურობას და ქერქის მიდამოში სისხლის მიმოქცევის მიხედვით ფიქრების ვიზუალურ ვერსიას ქმნის. ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია მხოლოდ ნანახი ვიდეოს გაშიფვრა, თუმცა მეცნიერთა თქმით, ეს წინ გადადგმული რევოლუციური ნაბიჯია და მომავალში საშუალება იქნება, სიზმრები და მოგონებებიც ასეთივე წარმატებით აღდგეს. თუმცა ადამიანის ფიქრებისა და ზრახვების მთლიანად გასაშიფრად საჭირო ტექნოლოგიამდე ათწლეულები გვაშორებს.