ხშირად დასმული კითხვები ევოლუციის თეორიაზე

#1 ძირითადი საკითხები

რა არის ევოლუცია?

ბიოლოგიური ევოლუცია აღნიშნავს პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. ეს ცვლილებები მიმდინარეობს გენეტიკურ დონეზე, როცა ორგანიზმის გენები განიცდიან მუტაციებს და/ან სხვადასხვა გზებით ერთიანდებიან გამრავლების პროცესში და გადაეცემიან მომავალ თაობებს. ზოგჯერ ცალკეული ორგანიზმები ავითარებენ ახალ თვისებებს, რაც ადგილობრივი გარემოს პირობებში უპირატესობას აძლევს მათ გადარჩენისა და გამრავლების საკითხში. ეს უპირატესობა თანდათან მტკიცდება პოპულაციაში, ხოლო უპირატესობის არმქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდება. ამ პროცესს ბუნებრივი გადარჩევა (სელექცია) ეწოდება. არაგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში ხდება სიცოცხლის განმავლობაში, მაგალითად ვარჯიშის შედეგად კუნთოვანი მასის ზრდა, არ გადაეცემა მომდევნო თაობებს და არ წარმოადგენს ევოლუციის მაგალითს.


 

არის თუ არა ევოლუცია უბრალოდ თეორია, რომელიც დღემდე დაუმტკიცებლად რჩება?
მეცნიერებაში თეორია არის სამყაროს ზოგიერთი ასპექტის შესახებ ისეთი განაცხადი ან პრინციპების ერთობლიობა, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და გავლილი აქვს მკაცრი გამოცდა. ევოლუციის თეორიამ გაუძლო დროს და ათასობით მეცნიერულ ექსპერიმენტს. დარვინმა ეს მოსაზრება 150 წლის წინ წამოაყენა და მას შემდეგ არ ყოფილა ისეთი აღმოჩენა თუ მტკიცებულება, რაც მის სიმცდარეს დაამტკიცებდა. ხოლო წინსვლამ ისეთ მეცნიერულ დარგებში, როგორიცაა ფიზიკა, გეოლოგია, ქიმია და მოლეკულური ბიოლოგია, კიდევ უფრო გაამყარა ეს მოდელი, დახვეწა და გააფართოვა იმ დონეზე, როგორსაც დარვინი ვერც კი წარმოიდგენდა.

 

ენათესავება თუ არა ყველა სახეობა ერთმანეთს?
დიახ. სიცოცხლის ხე ნათლად ახდენს ილუსტრირებას, რომ ყველა ორგანიზმი, ცოცხალი თუ გადაშენებული, ერთმანეთს ენათესავება. სიცოცხლის ხეზე თითოეული შტო ცალკეულ სახეობას წარმოადგენს და თუ მივყვებით, ვნახავთ, რომ ნებისმიერ ორ სახეობას ევოლუციური ისტორიის რომელიმე მონაკვეთში საერთო წინაპარი ჰყავს. მაგალითად, ადამიანებსა და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ 5-8 მილიონი წლის წინ, ხოლო ბაქტერიის შემთხვევაში ეს სახეობა გაცილებით ძველია. დნმ-ის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს თანამედროვე პრიმატებთან, ვიდრე ერთუჯრედიან ორგანიზმებთან, თუმცა მაინც ფიქსირდება მინიმუმ 200 გენი, რომელიც ბაქტერიასაც აქვს.

აუცილებელია შევნიშნოთ, რომ სახეობასთან ევოლუციური ნათესაობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სახეობა ჩვენი წინაპარია, ან რომელიმე თანამედროვე სახეობა სხვა სახეობის წინაპარი (რაც ხშირად ეშლებათ ადამიანებისა და მაიმუნების შემთხვევაში). ნებისმიერ ჩვენგანს ჰყავს ნათესავი ბიძაშვილის, დეიდის, ბიძის სახით, რადგან გვყავს საერთო წინაპარი ბებია-ბაბუის ან დიდი ბებია-ბაბუის სახით. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი ბიძაშვილების, დეიდებისა და ბიძების შთამომავლები. მსგავსადვე, ადამიანები და თანამედროვე პრიმატები ერთმანეთს ენათესავებიან, მაგრამ არცერთი მათგანი არაა ადამიანის წინაპარი.

 

რა არის სახეობა?
ერთი სახეობის წევრები, როგორც წესი, ვერ წყვილდებიან ბუნებაში არსებული სხვა სახეობების წარმომადგენლებთან. ზოგჯერ მსგავსი რამის მოხდენა შესაძლებელია ხანგრძლივ ტყვეობაში, მაგალითად ლომისა და ვეფხვის შემთხვევაში, თუმცა ბუნება, გეოგრაფიული იზოლაცია და განსხვავება ქცევებში, მაგალითად, საბინადროს არჩევა, ცხოველთა სახეობებს ერთმანეთს აშორებს. მსგავსადვე, მებაღეების ჩარევით მომხდარა სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ჰიბრიდის გამოყვანა, მაგრამ ბუნებაში მათი პოვნა ძალიან ძნელია.

 

რა კავშირშია გენები ევოლუციასთან?
გენები ორგანიზმის დნმ-ის ნაწილია და ინახავენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ორგანიზმი სპეციფიკური გზებით და არა სხვანაირად. გენები – და შესაბამისად, ის შტრიხები, რის კოდირებასაც ახდენენ – მშობლიდან შვილს გადაეცემა. თაობიდან თაობაში მოლეკულური მექანიზმები ერთმანეთს ერევიან, მრავლდებიან და ზემოქმედებას ახდენენ გენებზე, რის შედეგადაც მიიღება გენეტიკური მრავალფეროვნება. ეს მრავალფეროვნება კი ევოლუციის ე.წ. ნედლი მასალაა.

 


რა როლს თამაშობს სექსი ევოლუციაში?
სქესობრივი გამრავლების გზით ორგანიზმს საშუალება ეძლევა, მისი გენების ნახევარი გაერთიანოს სხვა ინდივიდის გენების ნახევართან და ამ კომბინაციით ახალი თაობა წარმოშვას. სქესობრივი გამრავლება ზრდის გენეტიკურ ვარიაციას და ქმნის იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც აკონტროლებს ბუნებრივი გადარჩევა. სახეობის შიგნით არსებული გენეტიკური ვარიაციები, იგივე გენეტიკური მრავალფეროვნება, ზრდის ამ სახეობის შესაძლებლობებს, უკეთ მოერგოს გარემოს და შექმნას უკეთესი თაობები.

 

არის თუ არა ევოლუცია შემთხვევითი პროცესი?
არა. გენეტიკური ვარიაცია, რომელზეც მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა, შეიძლება შემთხვევით ხდებოდეს, მაგრამ თავად ბუნებრივი გადარჩევა სულაც არაა შემთხვევითი ხასიათის. ინდივიდის გადარჩენისა და გამრავლების საკითხებში მიღწეული წარმატება პირდაპირ უკავშირდება, თუ როგორ მოქმედებენ მემკვიდრეობით გადაცემული შტრიხები ადგილობრივ გარემოსთან შესაბამისად. გადარჩება თუ არა ინდივიდი და მოახერხებს თუ არა გამრავლებას, დამოკიდებულია იმ გენების ქონაზე, რომლებიც გარემოსთან კარგ ადაპტაციას უზრუნველყოფენ.

 

არის თუ არა ევოლუცია და გარემოსთან ყველაზე მორგებულის გადარჩენა ერთი და იგივე?
არა, ევოლუცია აღნიშნავს სახეობაში ან პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. რაც შეეხება ყველაზე მორგებულის გადარჩენას, ეს არის პოპულარული ტერმინი, რომელიც ასახავს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს, მექანიზმს, რომელიც წარმართავს ევოლუციურ ცვლილებებს. ბუნებრივი გადარჩევა უპირატესობას ანიჭებს იმ ინდივიდებს, რომლებიც უკეთ არიან გარემო პირობებს მორგებული იმ ინდივიდებთან შედარებით, რომლებსაც უპირტესობა არ გააჩნიათ. ყველაზე მორგებულის გადარჩენის ხსენებისას, როგორც წესი, ჩნდება ყველაზე დიდი, ძლიერი ან ჭკვიანი არსების ასოციაცია, მაგრამ ბიოლოგიური კუთხით საქმე სხვაგვარადაა – მთავარი დეტალებია გადარჩენისა და გამრავლების უნარი კონკრეტულ პირობებში. თუკი ორგანიზმი გადარჩება, მაგრამ ვერ მოახერხებს გენების შთამომავლობისთვის გადაცემას, ის არც ისე კარგად ეგუება გარემოს. ხოლო ბევრი ორგანიზმი იმიტომ ხდება ყველაზე მეტად მორგებული, რომ თანამშრომლობს სხვა ინდივიდებთან, ნაცვლად მეტოქეობისა.

 

როგორ მუშაობს ბუნებრივი გადარჩევა?
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში პოპულაციის იმ ინდივიდებს, რომლებიც მოცემულ გარემო პირობებთან უკეთესად არიან ადაპტირებული, ეძლევათ უპირატესობა მათთან შედარებით, ვინც ნაკლებად შეგუებულია. უპირატესობა ვლინდება გადარჩენისა და გამრავლების საკითხებში. მაგალითად, ისინი, ვინც უკეთ ახერხებენ საკვები რესურსების პოვნასა და გამოყენებას, მეტს იცოცხლებენ და უფრო ნაყოფიერ შთამომავლობას დატოვებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული. თვისებები, რომლებიც ორგანიზმს უპირატესობას აძლევს, მემკვიდრეობით გადაეცემა მომავალ თაობებს და აძლევს მათ იგივე შესაძლებლობებს.

 


როგორ ვითარდებიან ორგანიზმები?
ვითარდება არა ცალკეული ორგანიზმები, არამედ პოპულაცია. პოპულაციაში არსებული ინდივიდები განსხვავდებიან, ზოგიერთი მათგანი უკეთ ერგება კონკრეტულ გარემოს, მეტი შანსი აქვს გადარჩენის და უფრო კარგად მრავლდება. ასეთი ორგანიზმები უფრო წარმატებული აღმოჩნდებიან ხოლმე და ტოვებენ მეტად ნაყოფიერ შთამომავლობას, შესაბამისად, თავიანთ სასარგებლო შტრიხებს შემდეგ თაობებს გადასცემენ მემკვიდრეობით. ამის შედეგად დროთა განმავლობაში პოპულაცია იცვლება.

 

ამტკიცებს თუ არა ევოლუცია, რომ ღმერთი არ არსებობს?
არა. ბევრი ადამიანი, დაწყებული ევოლუციის თეორიის მკვლევარი ბიოლოგებიდან დამთავრებული მნიშვნელოვანი რელიგიური ფიგურებით, როგორიც იყო რომის პაპი იოანე პავლე II, აცხადებ[დნ]ენ, რომ ევოლუცია არ გამორიცხავს ღმერთის არსებობას. ევოლუცია არის იმ პროცესის აღწერა, რომელიც წარმართავს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებას. მსგავსად სხვა მეცნიერული თეორიებისა, როგორიცაა კოპერნიკის თეორია, ატომური თეორია, მიკრობების თეორია, ევოლუცია ეხება მხოლოდ მატერიალურ სამყაროში არსებულ ობიექტებს, მოვლენებსა და პროცესებს.

 
 
 

#2 წარმოშობა

არიან თუ არა ჩვენი წინაპრები მაიმუნები?
არა, ადამიანი მაიმუნისგან არ განვითარებულა. თუმცა თანამედროვე აფრიკულ პრიმატებთან, მაგალითად შიმპანზესა და გორილასთან, გვყავს საერთო წინაპრები, რომლებიც 5-8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ სახეობები მალევე დაიყვნენ და ორი განსხვავებული შტო შექმნეს. ერთი მიმართულებიდან განვითარდნენ გორილები და შიმპანზეები, მეორესგან კი – ადამიანთა ადრეული წინაპრები, სახელად ჰომინიდები.

 

როგორ განვითარდნენ ადამიანები?
როგორც კი პირველი ჰომინიდები გამოეყვნენ იმ წინაპრებს, რომლებსაც აფრიკულ პრიმატებთან ვიყოფთ, რაც 5-8 მილიონი წლის წინ მოხდა, გაჩნდა ადამიანის მსგავსი არსებების რამდენიმე სახეობა. ბევრი მათგანი ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანს, თუმცა არაა მისი წინაპარი. მათი უმეტესობა ისე გადაშენდა, რომ სხვა სახეობების წარმოქმნა ვერ მოასწრეს. დღესდღეობით ცნობილი გადაშენებული ჰომინიდების ნაწილი კი ჰომო საპიენსის თითქმის უშუალო წინაპარია. უცნობია, ზუსტად რამდენი სახეობა იყო და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ახალი ინფორმაციების მიღება მხოლოდ ნამარხების აღმოჩენის საფუძველზე ხდება. ადამიანის წარმოშობა და ჩამოყალიბება განაპირობა იგივე კანონებმა, რაც დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას წარმართავს.

 

არის თუ რა კულტურა ევოლუციის შედეგი?
საზოგადოების კულტურა შედგება მის მიერ ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული ქცევის წესებისგან. ადამიანური კულტურა ნაწილობრივ მაინც ეფუძნება სოციალურ ცხოვრებასა და ენას, ხოლო სახეობის უნარს, გამოიგონოს და დახვეწოს ენა და შექმნას რთული სოციალური ქცევები, ბიოლოგიური საწყისი აქვს. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ენა განვითარდა, როგორც სოციალური ურთიერთობების განმტკიცების საშუალება. ამის მეშვეობით, ადამიანები იღებდნენ ისეთ ინფორმაციას, რაც სხვაგვარად მიუწვდომელი იყო: ვის სჭირდება დახმარება, ვინ არის თავისუფალი და ვინ დაკავებული, ვინ ეძებს პარტნიორს და ა.შ. ევოლუციური პერსპექტივით ამგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ადამიანს წარმატებაში. ასე რომ ნამდვილად შესაძლებელია, ევოლუციურ ძალებს გავლენა მოეხდინათ კულტურისა და ადამიანის სოციალური ურთიერთობების განვითარებაში.

 


როგორ ენათესავებიან ერთმანეთს თანამედროვე ადამიანი და ნეანდერტალელი?
დიდი კამათია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ვართ ნეანდერტალელებთან, ჰომინიდების ნათესავებთან, რომლებიც ჩვენს წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ 100,000–28,000 წლის წინ. ზოგიერთი მონაცემი მიგვანიშნებს, რომ როდესაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანები აფრიკას გასცდნენ, ისინი დაიქსაქსნენ და პატარა ჯგუფებად მოედვნენ სხვადასხვა რეგიონებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ ნეანდერტალელებთან და აქტიურად წყვილდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპელებში ნეანდერტალელების პატარა ნაწილიც არის.

მეცნიერული მოსაზრება, რომელიც სხვა მონაცემებზეა დაფუძნებული, გვამცნობს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანების აფრიკიდან გამოსვლას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ისინი მეტად განვითარებულნი იყვნენ კულტურული და ტექნოლოგიური კუთხით და ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ნეანდერტალელებთან შეწყობა რთული იქნებოდა. უფრო სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანები მათ რესურსების მოპოვებაში აშკარად ჯობნიდნენ და საბოლოოდ მათი გადაშენება გამოიწვიეს.

 

რა საერთო აქვს ადამიანს ერთუჯრედიან ორგანიზმებთან?
ევოლუცია აღწერს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცვლილებას დროთა განმავლობაში, ერთი საერთო წინაპრიდან. „სიცოცხლის ხე” ამის ილუსტრირებას ახდენს. თითოეული შტო ცალკე სახეობას წარმოადგენს და ნებისმიერ ორ სახეობას საერთო წინაპარი მოეძებნება. რაც შეეხება ადამიანისა და ერთუჯრედიანი ორგანიზმის შემთხვევას, ეს ორი სახეობა ისეთი განსხვავებულია, რომ მათი წინაპრის მოსაძებნად უნდა ჩავიდეთ საძირკვლამდე, სადაც გზაში გავივლით უამრავ შტოსა და განტოტებას, რაც ჯამში ევოლუციის მოქმედებას აღნიშნავს რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში. თუმცა ამით იმის დემონსტრირება ხდება, რომ ყველაზე შეუსაბამო ორგანიზმებსაც კი რაღაც საერთო აქვთ და ერთმანეთს ენათესავებიან.

 

რა მოხდა კამბრიული აფეთქების დროს?
სიცოცხლე კამბრიულ ერამდე 3 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა და თანდათანობით გარდაიქმნა მრავალფეროვან ერთუჯრედიან ორგანიზმებად. პრეკამბრიული ეპოქის ბოლოს, დაახლოებით 570 მილიონი წლის წინ, ნამარხებში ჩნდება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები, მათ შორის მედუზისა და ზღვის ღრუბლის მსგავსი უხერხემლო ცხოველები. კამბრიული ერის დაწყებისას გაჩნდა უხერხემლო ცხოველების ფორმების უმეტესობა და გეოლოგიური მასშტაბებით მათი წარმოშობა საკმაოდ სწრაფად მოხდა – 10-25 მილიონ წელიწადში. ეს კამბრიული ფორმები არ წარმოადგენდნენ თანამედროვე უხერხემლო ცხოველების იდენტურ სახეობებს, თუმცა იყვნენ მათი ადრეული წინაპრები. ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები, როგორიცაა თევზები, ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, გაჩნდნენ საკმაოდ გვიან, კამბრიული ეპოქის დასრულებიდან მილიონობით წლის შემდეგ.

 
 
 

#3 საით მივდივართ?

რატომ გადარჩება ზოგი სახეობა, ზოგი კი გადაშენდება ხოლმე?
გადაშენებას ხშირად იწვევს გარემო პირობების ცვლილებები. ამ დროს ზოგიერთი სახეობა ახერხებს ადაპტაციას, რითიც გადარჩენისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. თუკი გარემო პირობების ცვლილება ნელა მიმდინარეობს, სახეობები უმეტესწილად ახერხებენ ახალი თვისებების შეძენას, რაც მრავალი თაობის განმავლობაში და თანდათანობით ხდება. ხოლო თუკი ცვლილება სწრაფია და სახეობის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ ისეთი შტრიხები, რაც ახალ პირობებში გადარჩენისთვისაა საჭირო, ყველაზე სავარაუდო შედეგი გადაშენება იქნება.

 

ნიშნავს თუ არა ევოლუცია აუცილებლად მარტივიდან რთულში გარდაქმნას?
მას შემდეგ, რაც 3.8 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა, ევოლუციის შედეგად სახეზეა მრავალი რთული ორგანიზმი და სტრუქტურა. ნათელი მაგალითებია ადამიანის ტვინი და სტერეოსკოპული თვალი. მაგრამ ამავე დროს, ისეთი მარტივი ორგანიზმები, როგორიცაა სოკოები, ბაქტერიები და წყალმცენარეები, მილიარდობით წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ შეიცვალნენ. ერთუჯრედიანი ორგანიზმების არსებობა რთული ორგანიზმების (როგორიცაა ადამიანი) გვერდით ნათლად აჩვენებს, რომ ევოლუცია არ ნიშნავს აუცილებლად კომპლექსურობისკენ სწრაფვას.

 


თუკი ევოლუციური პროცესებით თევზები გარდაიქმნენ ამფიბიებად, რაღატომ არსებობენ დღეს თევზები?
ნამარხების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ამფიბიები უძველესი თევზების ერთ-ერთი ჯგუფიდან წარმოიშვნენ და მათი სქელი, ძვლიანი ფარფლები გარდაიქმნა კიდურის მსგავს გამონაზარდებად. სხვა სახეობებმა კი დასაბამი მისცეს ისეთ თევზებს, რომლებიც დღეს ოკეანეებში, ზღვებსა და ტბებში ბინადრობენ. მსგავსად სხვა ცოცხალი არსებებისა, თევზები განაგრძობენ განვითარებას, რაც მათ შემთხვევაში არა აუცილებლად ხმელეთზე გადასვლას ნიშნავს, არამედ წყალქვეშა გარემოს უკეთ ათვისებას. წყალში უამრავი საშუალებაა განვითარებისა, ამიტომაც დარჩა თევზების ნაწილი იქ და დღემდე განაგრძობენ გამრავლებას.

 

შესაძლებელია თუ არა, თანამედროვე პრიმატები ოდესმე ადამიანის მსგავსი არსებები გახდნენ?
მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს მილიონობით წლების შემდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის შანსები საკმაოდ დაბალია. ადამიანები არ წარმოშობილან იმ მაიმუნებისგან, რომლებიც დღეს არსებობენ. 5-8 მილიონი წლის წინ ჩვენი საერთო წინაპრის შთამომავლობა გაიყო ორ ნაწილად, რომლებიდანაც განვითარდნენ ადამიანები და მაიმუნები. დღეს არსებული სახეობები წარმოადგენენ მილიონობით წლების განმავლობაში მიმდინარე სელექციური კანონებისა და გენეტიკური მუტაციების სპეფიციკური კომბინაციების შედეგს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ანალოგიური კომბინაცია ისევ განმეორდება.

 

ახდენენ თუ არა ადამიანები გავლენას ევოლუციაზე?
მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ დიდია ადამიანის გავლენა ევოლუციის პროცესზე, დაწყებული ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შექმნიდან, რაც მარტივ ორგანიზმებში შესაბამისი თავდაცვითი უნარის გამომუშავებას იწვევს, დამთავრებული მრავალი სახეობის გადაშენებით. ჩვენი გავლენა ჩვენი სახეობის ევოლუციაზეც კი ვრცელდება. ტექნოლოგია და კულტურა გვიცავდა ვრცელ ტერიტორიებზე დასახლებისას, რისი მეშვეობითაც მრავალი ადამიანი – განსაკუთრებით ისინი, ვინც მედიცინის გარეშე მომწიფების ასაკსაც კი ვერ მიაღწევდა – ახერხებდა თავისი გენების მომდევნო თაობებისთვის გადაცემას. სხვა მეცნიერები შენიშნავენ, რომ ტექნოლოგიამ და კულტურამ შეამცირა, თუმცა არ გაანულა ბუნებრივი გადარჩევის გავლენა ჩვენს სახეობაზე. თუკი ადრე დიდი მტაცებლებისგან თავის დაცვას ვსწავლობდით, ამჯერად ვუმკლავდებით გარემოს დაბინძურებას, მოსახლეობის სწრაფ ზრდასა და ახალ დაავადებებს. ადამიანები მომავალში განვითარდებიან და შეიცვლებიან, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, ახალი სახეობა შეიქმნას, რადგან ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით სრულიად იზოლირებული ჯგუფები აღარ არსებობს.

 
 
 

#4 ცოდნა

არსებობს ევოლუციის მტკიცებულება?
150 წელი გავიდა, რაც დარვინმა ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია შემოგვთავაზა და მას შემდეგ ეს თეორია მრავალი აღმოჩენით გამყარდა. ყველაზე დიდი მხარდამჭერი მტკიცებულებები იყო უამრავი ნამარხი, დნმ-ის აღმოჩენა, რადიოაქტიური დათარიღების მეთოდის გაგება, ბუნებასა და ლაბორატორიებში ბუნებრივი გადარჩევის პროცესზე დაკვირვება, ასევე მრავალი განსხვავებული ორგანიზმის გენომის გაშიფრვა, მათ შორის ადამიანისაც, რამაც ევოლუციის თეორიის რეალურობის საკითხზე დავას ბოლო მოუღო.

 

საიდან ვიცით, რა მოხდა მილიონობით წლების წინ, თუკი ამ პროცესებს დამკვირვებელი არ ჰყავდა?
მეცნიერული კვლევის პროცესში უმთავრესია მტკიცებულებები და დაკვირვებები. არც ევოლუციური მეცნიერებაა გამონაკლისი. მტკიცებულებები, რომლებიც გაგვაჩნია ნამარხების, გეოლოგიური ფორმირებებისა და გენეტიკის სახით, გვაძლევენ მინიშნებებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ევოლუცია და რა პროცესებს ჰქონდა ადგილი. ევოლუციის თეორია თავს უყრის ამ მონაცემებს და ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების ახსნას გვთავაზობს. სხვა თეორიების მსგავსად, ევოლუციის თეორია ეფუძნება როგორც ხელშესახებ არგუმენტებს, ისე დასკვნებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებზეც პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია.

 


გვაძლევს თუ არა ნამარხების ანალიზი სრულ ინფორმაციას?
ევოლუციის მოწინააღმდეგეები მიანიშნებენ ნამარხებში არსებულ ნაპრალებზე, რომლებიც, მათი აზრით, ამ თეორიის სიმცდარეს ამტკიცებს. ისინი აცხადებენ, რომ ნამარხებში არ მოიძიება ე.წ. „გარდამავალი ფორმები”, რაც ორგანიზმის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლასა და სახეობიდან ახალი სახეობის წარმოშობას ამტკიცებს. ნამარხებში ნამდვილად არსებობს ნაპრალები, რადგან დედამიწაზე იშვიათია ისეთი პირობები, რომ ნამარხმა მილიონობით წლების განმავლობაში გაძლოს. ისტორიაში არსებული ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ მცირეოდენია დღემდე შემონახული, ზოგიერთი კი შეიძლება ვერასდროს იპოვონ. მაგრამ მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი ნამარხების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და ზოგადი სურათის შესაქმნელად გამოდგება. მაგალითად, გვაქვს მტკიცებულებები, რომ თევზი გარდაიქმნა ამფიბიად, რეპტილია – ძუძუმწოვრად, დინოზავრთა ნაწილი – ფრინველებად და ა.შ. გარდა ამისა, დღემდე ხდება სხვადასხვა გარდამავალი ფორმების აღმოჩენა, რომლებიც, ზოგიერთის აზრით, არ არსებობს.

 
 
 

#5 განვითარება

როგორ გარდაიქმნება ერთი სახეობა მეორედ?
ერთი სახეობა არ გადაიქცევა მეორედ ან რამდენიმე სახეობად, ყოველ შემთხვევაში, უცებ მაინც. სახეობის წარმოქმნის ევოლუციური პროცესი ნიშნავს სახეობის ერთი ჯგუფის ცვლილებას დროთა განმავლობაში იმდენად, რომ დანარჩენ ნაწილთან შეწყვილება ვეღარ მოახერხოს. ამისთვის საჭიროა პოპულაციების იზოლირება ისე, რომ ერთმანეთში არ მრავლდებოდნენ. ამ დროს თითოეული შტო თავისი ევოლუციური გზით მიდის და მიიღება განსხვავებული ინდივიდები.

 

როგორ წარმოშობს ევოლუცია ისეთ რთულ რამეს, როგორიცაა თვალი?
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭებათ ისეთ ინდივიდებს, რომლებიც მოცემულ გარემოსთან უკეთ არიან ადაპტირებულნი. ისინი თავიანთ შტრიხებსა და გენებს გადასცემენ შთამომავლობას და ამგვარად, მათაც ეძლევათ ეს უპირატესობები. თაობიდან თაობაში სელექციის პრინციპით სულ უფრო მეტად იხვეწება ყველა დეტალი, მათ შორის თვალიც. ცალკეულ სტრუქტურაში მომხდარი ცვლილება ეფუძნება ყველა დანარჩენ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებს. ათასობით და ზოგჯერ მილიონობით წლების განმავლობაში პატარ-პატარა ცვლილებები ერთმანეთს ემატება და მარტივი სისტემიდან წარმოუდგენლად კომპლექსურ შედეგს ვიღებთ.

 

ჩერდება თუ არა ევოლუცია, როცა ახალი სახეობა მიიღება?
არა. ცოცხალი ორგანიზმების ყველა პოპულაცია განიცდის ცვლილებებს, თუმცა განსხვავდება ხარისხი და სისწრაფე. პოპულაციები, რომლებიც ეჩეხებიან მკვეთრ ცვლილებებს, იქნება ეს ახალი მტაცებლის გამოჩენა თუ ახალ გარემოში მოხვედრა, უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე სტაბილურ გარემოში მყოფი პოპულაციები. ეს იმის გამოა, რომ ევოლუციას მართავს ბუნებრივი გადარჩევის კანონები, შესაბამისად გარემოს ცვლილება სელექციის პროცესზე ახდენს გავლენას. უპირატესობა ენიჭება ახალ შტრიხებს და არა იმ მახასიათებლებს, რომლებსაც ძველ პირობებში ჰქონდა უპირატესობა.

 


ხდება თუ არა ამჟამად ევოლუცია?
ევოლუცია ყოველთვის ხდება, თუმცა უმეტესწილად ძალიან ნელა მიმდინარეობს, ისე რომ მისი შემჩნევა შეუძლებელია დღეების, კვირებისა და წლების განმავლობაშიც კი. თუმცა ევოლუციის ეფექტებს თითქმის ყოველდღე ვხვდებით, დაწყებული სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო პრობლემებიდან დამთავრებული პარტნიორის არჩევის დილემით. მაგალითად, მედიცინაში განიხილება საკითხი, რამდენ ხანს იმოქმედებს ანტიბიოტიკი იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გამოიმუშავებს ბაქტერია მისგან თავდაცვის უნარს. მიწათმოქმედების საკითხში კი გვაინტერესებს ნათესების დამცავი საშუალებების ეფექტურობა იმის განხილვით, როგორ უმკლავდებიან მწერები პესტიციდებს.

 

როგორ მოქმედებს ერთი სახეობის ევოლუცია მეორეზე?
არცერთი სახეობა არაა ვაკუუმში, ყველა მათგანს აქვს ურთიერთობა მისგან განსხვავებულ ორგანიზმებთან. სახეობების ერთმანეთზე გავლენის ყველაზე კარგი მაგალითია მტაცებელ-მსხვერპლისა და პარაზიტ-მასპინძლის ურთიერთობა. როდესაც ათასობით წლების განმავლობაში ერთი სახეობა მეორეზე ნადირობს, მსხვერპლი რაიმე სახის თავდაცვით უნარს გამოიმუშავებს, მაგალითად მიმიკრიას, ტოქსიკურ ქიმიკატებს და ა.შ. ამის შემდეგ დგება მტაცებლის ჯერი და მას უვითარდება უკეთესი მხედველობა ან იმუნიტეტი მსხვერპლის შხამზე. ასეთი კოევოლუციური პროცესები ორივე მხარის გარდაქმნასა და დახვეწას იწვევს.

 

თუკი სახეობის გადაშენება ბუნებრივი პროცესია, რატომ უნდა ვიზრუნოთ საფრთხეში მყოფ სახეობებზე?
მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მასიური გადაშენების პროცესი და გარკვეული პერიოდის შემდეგ დღეს არსებული სახეობების ნახევარი ამოწყდება. თუკი ამას ხელი არ შევუშალეთ, ისტორიაში პირველად დაფიქსირდება შემთხვევა, როცა ამხელა კატასტროფის მიზეზი იყო მხოლოდ ერთი სახეობა – ჰომო საპიენსი. მიუხედავად იმისა, რომ სახეობების გადაშენება ბუნებრივი პროცესია და მრავალჯერ მომხდარა, ერთ-ერთი რამაა, რასაც მაქსიმალურად უნდა შევებრძოლოთ და ავირიდოთ. მხოლოდ ერთი სახეობის გადაშენებამაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოადინოს სხვა ორგანიზმებზე. მაგალითად, ავსტრალიაში დელფინებმა და ზღვის ძროხებმა ზღვის ბალახი გაანადგურეს, რადგან აღარ ელოდათ საშიშროება ვეფხვისებრი ზვიგენებისგან. ზღვის ზღარბებმა ალასკის სანაპიროზე ლამინარიის ტყეები გააცამტვერეს მას შემდეგ, რაც გვიან 1990-იანებში მასიურად შემცირდა ზღვის წავების რაოდენობა. ადამიანების არსებობაც დიდწილად სხვა სახეობებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მასიური გადაშენება ჩვენზეც იქონიებს გავლენას, თუმცა მასშტაბების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

 
 
 

#6 კრეაციონიზმი

რა არის გონივრული დიზაინი და მიეკუთვნება თუ არა მეცნიერებას?
„გონივრული დიზაინის თეორია” დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ევოლუციის თეორია დამაკმაყოფილებლად ვერ ხსნის დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას და შემოაქვს მოაზროვნე შემოქმედის ცნება. ისინი ამტკიცებენ, რომ კრიტიკის საფუძველია მეცნიერული და არა რელიგიური მიზეზები. თუმცა ჯერჯერობით გონივრული დიზაინის თეორიის არცერთი ასპექტი არ გამყარებულა ექსპერიმენტებით და არც აღიარება მიუღია მეცნიერული საზოგადოებებისგან. გარდა ამისა, მათ მიერ შემოტანილი მოაზროვნე შემოქმედის არსებობის საკითხი მეცნიერული მეთოდებით გადაუმოწმებელია, შესაბამისად, თეორიას ვერ მიენიჭება მეცნიერული სტატუსი.

 

რა არის კრეაციონისტული მეცნიერება? მიეკუთვნება თუ არა ნამდვილ მეცნიერებას?
„კრეაციონისტული მეცნიერების” მხარდამჭერები ემხრობიან კრეაციონიზმის იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ღმერთმა ერთდროულად შექმნა სამყარო, ადამიანები და ცოცხალი ორგანიზმები არც ისე შორეულ წარსულში, და თვლიან, რომ ამის გამყარება შესაძლებელია მეცნიერული მეთოდებით. სხვადასხვა სფეროს მეცნიერებმა მრავალჯერ გადაამოწმეს ეს მოსაზრება და მეცნიერებასთან შეუთავსებლად გამოაცხადეს. მაგალითად, აზრი, რომ დედამიწა რამდენიმე ათასი წლისაა, ვერ დასტურდება, რადგან ნამარხებსა და გეოლოგიურ ფორმირებებზე დაფუძნებული დათარიღების სხვადასხვა მეთოდები რამდენიმე მილიარდ წელიწადს აჩვენებს. გარდა ამისა, კრეაციონისტული მეცნიერების ძირითად იდეათა უმეტესობა გადამოწმებადი არცაა, რაც მეცნიერებასთან კონფლიქტში მოდის.

__________________________________________
მსგავსი პოსტები:
ის, რაც დარვინმა არ იცოდა
ევოლუციის მოქმედების 8 მაგალითი
მცდარი შეხედულებები ევოლუციის თეორიაზე

Advertisements

36 responses to “ხშირად დასმული კითხვები ევოლუციის თეორიაზე

  1. goga kakabadze 30/09/2012, 10:37 PM

    mtavaria axla 64 milioni wlis mere adaminis tvini 100 procentit iyos gaxsnili da ainashtaina ise iyos im droindeli adamianebistvis rogorc axla chventvis ertujrediania da misi arovnebis done 😀

    Like

    • joni 07/10/2012, 12:37 AM

      ადამიანი საკუთარი ტვინის მხოლოდ 10%-ს არ იყენებს. ამ მითის გავრცელებას მიაწერენ ამერიკელ ფსიქოლოგს უილიამ ჯეიმსს, რომელმაც 10% მეტაფორის სახით გამოიყენა ვუნდერკინდ უილიამ ჯეიმს სიდისზე დაკვირვებისას. სინამდვილეში ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიცაა მუშტის შეკვრა, ტვინის 10%-ზე მეტის ამუშავება სჭირდება. wyaro:https://charliuss.wordpress.com/2012/06/11/common-misconceptions/

      Like

  2. beretaa 30/09/2012, 11:49 PM

    კარგი პოსტია, ძაან მომეწონა რაც გავიგე 😀 რაღაცეები ჩემთვის გაუგებრად ეწერა მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო 🙂

    Like

  3. michael 01/10/2012, 5:44 PM

    კრეაციონიზმი არის ღლეობა

    Like

  4. thomas 06/10/2012, 4:49 PM

    როგორ ენათესავებიან ერთმანეთს თანამედროვე ადამიანი და ნეანდერტალელი?
    დიდი კამათია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ვართ ნეანდერტალელებთან, ჰომინიდების ნათესავებთან, რომლებიც ჩვენს წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ 100,000–28,000 წლის წინ. ზოგიერთი მონაცემი მიგვანიშნებს, რომ როდესაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანები აფრიკას გასცდნენ, ისინი დაიქსაქსნენ და პატარა ჯგუფებად მოედვნენ სხვადასხვა რეგიონებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ ნეანდერტალელებთან და აქტიურად წყვილდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპელებში ნეანდერტალელების პატარა ნაწილიც არის.

    მეცნიერული მოსაზრება, რომელიც სხვა მონაცემებზეა დაფუძნებული, გვამცნობს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანების აფრიკიდან გამოსვლას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ისინი მეტად განვითარებულნი იყვნენ კულტურული და ტექნოლოგიური კუთხით და ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ნეანდერტალელებთან შეწყობა რთული იქნებოდა. უფრო სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანები მათ რესურსების მოპოვებაში აშკარად ჯობნიდნენ და საბოლოოდ მათი გადაშენება გამოიწვიეს

    გამიგია ნეანდერტალელებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მაიმუნის თვისებები და თუ ესე მართალია ,როგორ მოხდებოდა თანამედროვე ადამიანის შეჯვარება ნეანდერტალელთან? შეჯვარების შემდეგ აფრიკელი ადამიანი უფრო გონებაგანვითარებული არ დარჩებოდა ვიდრე დანარჩენი ადამიანები?აფრიკელებს ხომ არ ექნებოდათ ნეანდერტალელების გენები? შესაბამისად უფრო გონებაგანვითარებულები უნდა იყვნენ დღეს ვიდრე ჩვენ ვართ(დანარჩენი ადამიანები)
    დამტკიცებულია რომ შეჯვარება ხდებოდა? ძალიან მაინტერესებს თუ ვინმემ იცით მითხარით რა.

    Like

    • goga 07/10/2012, 11:10 PM

      kreacionizmi mxolod teoria da ar aris damtkicebuli reloba radgan , me echvi mepareba kreacinozmshi da arsebobs misi sapirispro teoria , da radganac kreacionizms ar gaachnia iseti faqtebi rom me damajeros rom es ase moxda , amitom es ar unda daijero bolomde imitom rom rodesac vigacas ragacashi echvi epareba , mitumetes dedamiwaze mtel miliardze met adamians , es imas nishnavs rom kreacionizmis samartlianoba bolomde ver aris sakitxshi , 2+2 =4 amashi echvi aravis epareba da arc iwvevs echvis obieqtivizirebas , radgan sruli chewmaritebaa da radgan kreacionizmshi me da sxva sazogadoebas echvi epareba es nishnavs rom kreacionizmis simartle radgac wesrigshi ver aris , sanam ar iqneba bolomde damtkicebuli iqamde tu daijereb es brmad ndoa gamodis da chemi azrit ugunureba … cudad ar miigot aravin , arc morwmuneebma da arc urwmunoebma , is rac tqven simartled migachniat orives , arc erti aris damtkicebuli … ase rom ramis dajereba jer adrea , sanam mecniereba rame ar miagwevs , iqmde brmad ndoba gamogdit …. mecniereba samyaros tandatan swavlobs da ise qmnis didi afetqebis magvar teoriebs .. religia ki pirdapir ambobs , faqtebis gareshe … axla warmoidginet , tovlshi nakvalevi , erti adamiani axlos dgas , nakvalevtan , meore ki shors dgas 100 metris dashorebit , adamiani romelic axlos dgas mecnieria , shors myopi morwmune , mecnieri nakvalevs ikvlevs axlodan , da ise afasebs movlenebs da cdilobs gamoicnos tu ra zomis fexsacmeli ecva mis damtovs da ra firmis … shors myopi adamiani ki shoridan afasebs movlenebs , is bundovnad xedav nakvalevsac da cxadia mis zomasac da firmasac arasworad sheafasebs … ase rom vacadot mecnierebas jer gamoikvlios samyaro , radgan misi sheqmin kvali samyaros tavad acxia … religia ki ase vtqvat samyaros sheswavlis gareshe saubrobs rac chemtvis miugebelia .. morwmuneebo da urwmunoebo ,, jer adrea rom adamianma tqveni poziciebidan ert erti rom daikavos radgan rogorc zemot vtqvit arc erti ar aris bolomde damtkicebuli … me neitralurad var da velodebi movlenebs , tu chems sicocxleshi moxda es , es chemtvis didi bedniereba iqneba , tu ara da amas momvali taoba ganicdis .. da saertod ar aqvs mishvneloba amas vin gamicdis , mtavaria rom amas adamiani moaxerxebs

      Like

  5. gioooooooooooooooooorgi 08/10/2012, 8:38 PM

    ჩარლი პოსტი დაგიგვიანდაააა. რამე რელიგიური პოსტი დადე რელიგიური კომენტარების ზგვა რომ წამოვიდეს :დ

    Like

  6. thomas 10/10/2012, 12:34 AM

    ჩარლი შენ უფრო გეცოდინება იმის პასუხი რა შეკითხვაც დავსვი, ძალიან მაინტერესებს თუ იცი მითხარი რა

    Like

  7. l 18/10/2012, 1:31 PM

    ისე მაგარი საიტი გაქვთ და ეგზოპლანეტებზეც თუ დადებ რამეს ადმინ უფრო მაგარი გამოვა

    Like

  8. nino 24/10/2012, 12:04 AM

    axali postebi ar iqneba evoluciaze gaiyine charlii?:)))
    xshirad shemovdivar aq da ramdeni xania araperi dadebulaa axalii,arada rogor velodebi(t) :)))

    Like

    • Charlius 29/10/2012, 8:00 PM

      სწავლის გამო აღარ მაქვს დრო 😦 დაწყებული მაქვს ერთი პოსტი და ამ კვირაში მოვაბამ ალბათ თავს :დ

      Like

    • ბექა ცარციძე 10/11/2012, 7:28 AM

      რამე რელიგიური პოსტი დადე

      Like

      • ბექა ცარციძე 12/11/2012, 3:30 PM

        დატოვე კომენტარი

        Like

      • : )) 14/11/2012, 4:00 PM

        rato mere grma shegonebebi rom dagviwyo? xD
        apolon apolon :user:
        ise posti martla mogvenatra charlius ;d

        Like

        • Charlius 14/11/2012, 6:50 PM

          გამოცდებს მოვრჩები ამ კვირაში და გავაგრძელებ :))

          Like

        • ბექა ცარციძე 18/11/2012, 5:42 AM

          აღარ ვაპირებ 😐
          მაგრამ ღმერთი 100 დან 99 % ის ალბათობით არსებობს მაგრამ ძნელია აღიქვა თუ რწმენა არ გაქვს არც მე მაქვს რწმენა და იმიტომ ვერ აღვიქვამ
          უბრალოდ იმაზე დიდი საიდუმლო არც არსებობს და არც უარსებია კაცობრიობის არსებობის ისტორიაში თუ რა გვინდა აქქ და ათეისტების აზრიც მაინტერესებს თორემ სახლში ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყე რამის მღვდელი მოიყვანეს ჩემგან სატანის განსადევნად 😐
          ჩემი მასწავლებელი კი ფეხის მოტეხვით დამემუქრა თუ ღმერთს არ ვიწამებდი თან ნაწვიმარი იყო იმდღეს სანამ სახლამდე მოვიდოდი კუს ნაბიჯებით ვიარე ასფალტზე ფეხი რომარ ამსრიალებოდა 😀 სახლიდან აღარც გავსულვარ მაგის მერე მგონი 😀
          რაცეს მოხდა იმის მერე განვაახლე ღმერთის არსებობარარსებობაზე ფიქრი და იქნებ რამე საინტერესო პოსტიც შემოგვთავაზოს ჩარლიმ
          ისე შენ ხომ ათეისტი ხარ და რამე მოგტეხვია ოდესმე?

          Like

          • : )) 24/11/2012, 11:47 PM

            ara,arasodes ))
            dzval msxvili var ;D

            Like

          • ანა 25/02/2014, 9:09 PM

            მოდით ჯერ განვსაზღვროთ შემდეგი. თუ პიროვნება ეწინააღმდეგება ღმერთის არსებობის თვით შესაძლებლობასაც კი, მაშინ ყოველი მტკიცებულება შესაძლოა რაციონალური გახდეს ანდა აიხსნას ასე თუ ისე. ეს ჰგავს იმას, რომ ვიღაც უარს ამბობს დაიჯეროს ის ფაქტი, რომ ადამიანები დადიოდნენ მთვარეზე. ამ შემთხვევაში ინფორმაციის არანაირი რაოდენობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ შეცვალოს მისი შეხედულება. მთვარეზე მოსიარულე ასტრონავტების (კოსმონავტების) ფოტოსურათები, ინტერვიუები მათთან, მთვარეზე არსებული კლდეები და ა.შ. მოკლედ ყოველგვარი მტკიცებულება იქნება უსარგებლო, რადგანაც ამ პიროვნებამ უკვე კარგა ხნის წინ დაასკვნა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მთვარეზე წასვლა.

            როდესაც ეს გადადის ღმერთის არსებობის შესაძლებლობაზე, ბიბლია ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმარის მტკიცებულებებს ხედავენ, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ მათ აღიარებაზე და ღმერთზე არსებული ჭეშმარიტების დანახვაზე.1 მეორეს მხრივ კი მათთვის, ვისაც სურს იპოვოს ღმერთი, ის ამბობს, ~მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. ნაპოვნი ვიქნები თქვენს მიერ.
            მანამდე სანამ მიმოიხილავთ იმ ფაქტებს, რომლებიც ღმერთის არსებობას შეეხება, შეეკითხეთ საკუთარ თავს: თუ მართლაც არსებობს ღმერთი, მსურს რომ ვიცნობდე მას? მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ჩვენს შემდგომ საუბარს…

            1. არსებობს ღმერთი?
            ჩვენი პლანეტების განვითარების კომპლექსურობა და მათი მიმართება გონიერი დამგეგმავისადმი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა ჩვენი სამყარო, არამედ დღესაც მისი პატრონია, თვალნათლივ აჩვენებს ამას.

            მრავალი რამ მიგვითითებს იმაზე, რომ ზემოთხსენებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით ღმერთის ჩანაფიქრისა და გეგმის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეთი დავკმაყოფილდებით:

            დედამიწა….მისი ზომა სრულყოფილია. დედამიწის ზომა და მისი შესაბამისი გრავიტაცია დამყარებულია უპირატესად აზოტისა და ჟანგბადის გაზების თხელ ფენაზე, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან მხოლოდ 50 მილის დაშორებით ვრცელდება. დედამიწა უფრო პატარა რომ იყოს, მაშინ ატმოსფეროს არსებობა შეუძლებელი იქნებოდა პლანეტა მერკურის მსგავსად. და პირიქით თუ დედამიწა გაცილებით დიდი იქნებოდა მისი ატმოსფერო სავსე იქნებოდა თავისუფალი წყალბადით, პლანეტა იუპიტერის მსგავსად.3 ამრიგად მხოლოდ დედამიწაა ჩვენთვის ნაცნობი პლანეტებიდან ისეთი, სადაც ატმოსფერო აღჭურვილია ზემოთხსენებული გაზების ისეთი კომბინაციით, რომელიც განაპირობებს თავად პლანეტის, ცხოველთა სამყაროსა და ადამიანების არსებობის შესაფერის გარემოს.დედამიწა მზიდან შესაბამის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი არსებობისათვის შესაფერისი ტემპერატურა -40დან +60 გრადუსია. დედამიწა უფრო შორს რომ იყოს მზიდან ყველანი გავიყინებოდით და პირიქით უფრო ახლოს რომ იყოს სიცხე დაგვწვავდა. დედამიწის პოზიციის ფრაქციონალური მერყეობაც კი მზესთან მიმართებაში შეუძლებელს გახდიდა სიცოცხლეს დედამიწაზე. ამიტომაც დედამიწა რჩება ამ სრულყოფილ დისტანციაზე მზისაგან თავის ორბიტაზე დაახლოებით 67 000 მილის სიჩქარით ბრუნვისას. ის თავისი ღერძის გარშემოც ბრუნავს, რაც შესაძლებლობას აძლევს მის ზედაპირს შესაფერისად გათბეს და გაცივდეს ყოველ დღე.

            ჩვენი თანხლები მთვარეც ასევე სრულყოფილი ზომისაა და მისი დაშორებაც დედამიწიდან ზუსტად შეესაბამება მის გრავიტაციას. მთვარე განაპირობებს უმნიშვნელოვანეს მიმოქცევებსა და დინებებს ოკეანეებში, ასე რომ ეს უზარმაზარი წყლის მასა არ დგას ერთ ადგილზე და ამავე დროს არც წარხოცვით ემუქრება გაცილებით მცირე კონტინენტებს.

            წყალი….უფეროა, უსუნოა და თითქმის გემოც არ აქვს მაგრამ არცერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. მცენარეები, ცხოველები და ადამიანები უმეტესწილად წყალს შეიცავენ (ადამიანის სხეულის დაახლოებით ორი-მესამედი წყლისგან შედგება). თქვენ ნახავთ თუ რატომ არის წყლის თვისებები უნიკალური სიცოცხლის არსებობისათვის:
            მას გააჩნია უჩვეულოდ მაღალი ასადუღებელი და გასაყინი წერტილები. წყალი გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ ტემპერატურული ცვალებადობის გარემოში, და ამავე დროს ინახავს ჩვენს სხეულს უცვლელად 37 გრადუსის ფარგლებში.

            წყალი უნივერსალური გამხსნელია. წყლის თვისებები ნიშნავს იმას, რომ ქიმიკატების, მინერალებისა და მკვებავი ნივთიერებების ათასობით მოლეკულა მიტანილი იქნება ჩვენი სხეულის ყველა ადგილას და ამ მოლეკულებით გაჯერებული იქნება ჩვენი სისხლის უჯრედები.
            წყალი ქიმიურადაც ნეიტრალურია. მკვებავი სუბსტანციის დაუზიანებლად, წყალი განაპირობებს საკვების, წამლებისა და მინერალების შთანთქმასა და გამოყენებას ჩვენი სხეულისაგან.
            წყალს გააჩნია უნიკალური ზედაპირული მოძრაობის უნარი. ანუ წყალს შეუძლია მცენარეებში იმოძრაოს ქვემოდან ზემოთ გრავიტაციის ძალის მიუხედავად და მათი არსებობისათვის აუცილებელი წყალი და მკვებავი ნივთიერებები მიაწოდოს თვით უმცირეს ყლორტებსაც კი.
            წყალი იყინება ზემოდან ქვემოთ მაგრამ არა ბოლომდე, ამიტომაც თევზს შეუძლია გააგრძელოს თავისი ცხოვრება ზამთარშიც.

            დედამიწის წყლების ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი ოკეანეებშია თავმოყრილი. მოგეხსენებათ რომ ეს წყლები მარილიანია, ამიტომაც დედამიწაზე არსებობს სისტემა, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ გამოყოს მარილი ამ წყლებიდან და შემდეგ გაავრცელოს ეს წყლები მთელი დედამიწის ზურგზე. ეს შემდეგნაირად ხდება. აორთქლება იღებს ოკეანის წყალს, რომლისგანაც უკვე გამოყოფილია მარილი, ყალიბდება ღრუბლები, რომლებიც ძალზე ადვილად გადაადგილდება იმ მიმართულებით საითაც უბერავს ქარი; შედეგად ირწყვება მიწა და თავის სასიცოცხლო ტენს ღებულობენ მცენარეები, ცხოველები და ადამიანები. ეს გახლავთ გასუფთავებისა და მომარაგების სისტემა, რომელიც ინახავს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე, წყლის აღდგენისა და მისი ხელმეორედ გამოყენების სისტემა.6

            2. არსებობს ღმერთი? ადამიანის ტვინის აგებულება და სირთულე მიუთითებს გაცილებით მაღალ ინტელექტზე, რომელიც მისი შემოქმედია.

            ადამიანის ტვინი… ერთდროულად ამუშავებს ინფორმაციის გასაოცარ რაოდენობას. თქვენი ტვინი აღიქვამს ყველა ფერსა და ობიექტს რასაც თქვენი თვალი ხედავს, აღიქვამს ტემპერატურას თქვენს გარშემო, შეიგრძნობს თქვენი სხეულის ორგანოების შეხებას საგნებთან, ესმის ბგერები რომლებიც თქვენს ყურს ხვდება, შეიგრძნობს თქვენი პირის სიმშრალეს, თქვენი კლავიატურის სტრუქტურასაც კი. თქვენი ტვინი მოიცავს ყველა თქვენს ემოციას, ფიქრს და ხსოვნაში დარჩენილ ამბებს. ამავე დროს თქვენი გონება აკონტროლებს თქვენი სხეულის მიმდინარე ფუნქციებს; მაგალითად თქვენს სუნთქვას, ქუთუთოების მოძრაობას, შიმშილის განცდას და კუნთების მოძრაობას თქვენს ხელებზე.

            ადამიანის გონება ამუშავებს წამში მილიონ შეტყობინებაზე მეტს.7 თქვენი ტვინი განიხილავს მთელ ამ ინფორმაციას და გამოყოფს მათგან მნიშვნელოვანს, ხოლო უმნიშვნელოს ივიწყებს. ფილტრაციის ეს ფუნქციაა სწორედ ის, რაც გაძლევთ თქვენ იმის საშუალებას, რომ ეფექტურად იმოქმედოთ იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობთ. ტვინი, რომელიც უმკლავდება წამში დაახლოებით მილიონზე მეტ ინფორმაციას და იმავდროულად აანალიზებს მათ მნიშვნელობას და მიგითითებთ რეაგირება მოახდინოთ იმაზე, რომელიც სხვებზე ფასეულია… ამიტომაც საკითხავია, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის შედეგია ეს? მხოლოდ ბიოლოგიურად არის განპირობებული ის პროცესი, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს შესაფერის ქსოვილს, სისხლის მომოქცევას, ნერვულ ქსოვილებს, სტრუქტურას? ტვინის ფუნქციები არსებითად განსხვავდება სხვა ორგანოების ფუნქციებისაგან. მისი თვისებაა ინტელექტი, მისი თვისებაა უნარ-ჩვევები, მისი თვისებაა გრძნობების წარმოქმნა, ოცნება და დაგეგმვა, მოქმედება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. როგორ შეუძლია ვინმეს ახსნას ადამიანის ტვინის მსგავსი სირთულე?
            3. არსებობს ღმერთი? ~შემთხვევითობა~ ანდა ~ბუნებრივი მიზეზები~ არასაკმარისი ახსნა-განმარტებაა.

            ღვთის არსებობის ალტერნატივა შემდეგია: ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არსებობს გაჩნდა ბუნებრივი მიზეზების მოქმედებით ანდა შემთხვევითობით. თუ ვინმე აგორებს კამათელს და ჯდება ~დუშეში~, ეს ერთია. მაგრამ წერტილების გამოჩენა ცარიელ ქვაზე, სხვა რამეა. რაც პასტერმა სცადა დაემტკიცებინა საუკუნეების წინ, და რაზედაც მეცნიერება თანხმდება, არის ის, რომ სიცოცხლე ვერ აღმოცენდებოდა იმისაგან, რაც არ არის სიცოცხლე. საიდან გამოჩნდნენ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები; საიდან მოვიდა სიცოცხლე?

            ამიტომაც, ბუნებრივი მიზეზები არაადექვატური ახსნა-განმარტებაა იმ უზუსტესი ინფორმაციის რაოდენობის ასახსნელად, რასაც ადამიანის დნმ შეიცავს. პიროვნება რომელიც უარყოფს ღმერთს რჩება მხოლოდ იმ დასკვნის ამარა, რომ ეს ყოველივე გაჩნდა მიზეზის, განსაზღვრულობის გარეშე და მხოლოდ კეთილი შემთხვევითობის წყალობით. ჩვენს ინტელექტს არ აკმაყოფილებს შემთხვევითობას მივაკუთვნოთ ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს და უზუსტესად ჩაფიქრებული რეალობაა.
            4. არსებობს ღმერთი? როდესაც პიროვნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამტკიცებს იმას, რომ არ არსებობს ღმერთი, ის არად აგდებს მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ადამიანის განცდას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ღმერთის არსებობაში.

            ეს არ არის იმისი მტკიცება, რომ თუ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას სწამს რაღაც, ეს რაღაც ჭეშმარიტებაა. მეცნიერებამ, ახალი აღმოჩენები გააკეთა სამყაროს შესახებ, ამან კი შეცვალა არსებული სიტუაცია. მაგრამ მიუხედავად მეცნიერული წინსვლისა, არც ერთ მეცნიერულ აღმოჩენას არ უტვირთია დაეთვალა რიცხობრივი ალბათობა ინტელექტური გონებისა რომელიც დგას ყოველივე ამის უკან. ფაქტია, რომ ადამიანურ სიცოცხლესა და სამყაროზე არსებული მეცნიერული აღმოჩენები, უფრო კომპლექსური და ზუსტია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს მეცნიერული აღმოჩენები უფრო მეტად გვაახლოვებს ინტელექტუალურ წყაროსთან ვიდრე გვაშორებს. თუმცა ობიექტური მტკიცებულებანი არ არის ყველაფერი.

            არსებობს გაცილებით არსებითი საკითხი. ისტორიის მანძილზე, მილიონობით ადამიანს გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულება ღმერთის არსებობაზე – რაც მომდინარეობს მათი სუბიექტური, პერსონალური ურთიერთობებით ღმერთთან. მილიონობით მათგანს შეუძლია დეტალური ანგარიში მოგვცეს საკუთარი გამოცდილების შესახებ ღმერთთან მიმართებაში. ისინი მოგითხრობენ ნაპასუხებ ლოცვებზე და იმ საოცარ გზებზე, რა გზებითაც შეხვდა ღმერთი მათ გასაჭირებს, და წაუძღვა მნიშვნელოვანი პერსონალური გადაწყვეტილებებისაკენ. ისინი შემოგთავაზებენ არა მხოლოდ საკუთარი რწმენა-წარმოდგენების აღწერას, არამედ დაწვრილებით მოგითხრობენ ღმერთის ჩარევაზე და მოქმედებაზე მათ ცხოვრებაში. მრავალი მათგანი დარწმუნებულია რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და ერთგულებით წარმოაჩენს საკუთარ თავს მათდამი დამოკიდებულებაში. თუ თქვენ სკეპტიკოსი ბრძანდებით, შეგიძლიათ ხელაღებით თქვათ, რომ: ~მე აბსოლუტურად სწორი ვარ და ყველა მათგანი ცდება ღმერთთან მიმართებაში~-ო?
            5. არსებობს ღმერთი? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს რადგანაც ის გვეძებს ჩვენ. ის განუწყვეტლივ აღიძვრის და გვეძებს და უნდა რომ მასთან დავბრუნდეთ.

            მე ათეისტი გახლდით ერთ დროს. და ათეისტთა უმრავლესობის მსგავსად, ღვთის მორწმუნე ადამიანების საკითხი ძალზე მაღიზიანებდა. რა შეიძლება ითქვას; ჩვენ ათეისტები ხომ ამდენ დროს, ყურადღებასა და ენერგიას ვხარჯავთ იმის უარსაყოფად, რაც როგორც მიგვაჩნია არც არსებობს?! რა აღგვძრავს ამის საკეთებლად? როდესაც ათეისტი ვიყავი მიმაჩნდა, რომ ვზრუნავდი ამ საწყალ და უბედურ ადამიანებზე… ვცდილობდი დავხმარებოდი მათ იმის გაცნობიერებაში, რომ მათი იმედი სრულიად უსაფუძვლოა. პატიოსნად რომ ვთქვა, სხვა მოტივიც გამაჩნდა. როდესაც სასაუბროდ ვიწვევდი მათ ვისაც ღმერთი სწამდა, ცნობისმოყვარეობა თან მდევდა ამ დროს; თუ შესძლებდნენ ისინი ჩემს დარწმუნებას სხვანაირად. ჩემი ძიების ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ განვთავისუფლებულიყავი ღმერთის საკითხისაგან. თუ მე საფუძვლიანად დავარწმუნებდი მორწმუნეებს, რომ ისინი ცდებოდნენ, მაშინ საკითხი მოგვარდებოდა და მე თავისუფალი ვიქნებოდი, რომ მიმეხედა ჩემი ცხოვრებისათვის.

            მე ვერ წარმომედგინა, რომ ეს თემა ასე მძიმედ იმიტომ აწვებოდა ჩემს გონებას, რომ თავად ღმერთი წარმართავდა საკითხს. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთს სურდა ცნობილი გამხდარიყო. მართლაც, მან ჩვენ იმ განზრახვით შეგვქმნა, რომ ვიცნობდეთ მას. მან გარშემოგვარტყა თავისი არსებობის დამადასტურებელი მკაფიო ფაქტები და ის მუდამ სვამს კითხვას თავისი არსებობის შესახებ ჩვენს წინაშე. ეს იმას ჰგავდა თითქოსდა მე არ შემეძლო გავქცეოდი ფიქრს ღმერთის არსებობის შესახებ. ფაქტია, რომ იმ დღეს როდესაც მე ვარჩიე მეღიარებინა ღმერთის არსებობა, ჩემი ლოცვა დაიწყო ასე, ~კარგი, შენ გაიმარჯვე…~ შესაძლოა ათეისტების შეშფოთების უმთავრესი მიზეზი ღვთის მორწმუნე ადამიანებით არის ის, რომ ღმერთი აქტიურად ცდილობს მათ მოძებნას (მოხელთებას).

            მხოლოდ მე არ ვარ ის, ვინც თავის თავზე განიცადა ეს. მალკოლმ მუგერრიჯმა, სოციალისტმა და ფილოსოფოსმა ავტორმა, ასეთი სიტყვები თქვა, ~მე მეჩვენებოდა რომ როგორღაც, გონების მიღმა, მეძებდნენ და მიხელთებდნენ.~ კ. ლ. ლუისი კი იხსენებდა, ~…ღამე ღამეს მისდევდა, და როდესაც ჩემი გონება წამით მოიცლიდა იმისათვის, რომ სამუშაოსაგან თავი აეწია, უცვლელსა და მუდმივ შემოტევას ვგრძნობდი მისგან, ვისთანაც ძალიან არ მსურდა შეხვედრა. ბოლოს დავყარე ფარ-ხმალი და ვაღიარე რომ ღმერთი ღმერთია, მუხლი მოვიყარე და ვილოცე: შესაძლოა, იმ ღამეს იყო ყველაზე მწუხარე და იძულებითი მოქცევა მთელ ინგლისში.~

            შემდეგ ლუისმა დაწერა წიგნი, რომელსაც ერქვა, ~სიხარულით თავბრუდახვეული~. ეს იყო შედეგი ღმერთის გაცნობისა. მეც არ მქონია სხვა მოლოდინი, ვიდრე ის, რომ კანონიერად მეღიარებინა ღმერთის არსებობა. და შემდეგი რამდენიმე თვის მანძილზე, საოცრად და ძალუმად განვიცდიდი მის სიყვარულს ჩემდამი.
            6. არსებობს ღმერთი? ღვთის ყველა სხვა გამოცხადებისაგან განსხვავებით, იესო ქრისტე არის უცხადესი და ყველაზე სპეციფიური სურათი ღვთისა, რომელიც გვეძებს ჩვენ.

            რატომ იესო? გადახედეთ მთავარ მსოფლიო რელიგიებს და თქვენ ნახავთ, რომ ბუდაც, მუჰამედიც, კონფუციც და მოსეც თავის თავს უწოდებდნენ ან მოძღვრებს ან წინასწარმეტყველებს. არც ერთ მათგანს არ გაუთანაბრებია თავი ღმერთთან. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, იესო ამას აკეთებდა. ეს არის სწორედ ის რითაც იესო განსხვავდება მათგან. მან თქვა რომ ღმერთი არსებობს და რომ თქვენ ახლა მას ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ის საუბრობდა თავის ზეციერ მამაზე, ამ საუბარში არანაირი მინიშნება არ ყოფილა განცალკევებაზე; პირიქით ლაპარაკი იყო მჭიდრო კავშირზე, რომელიც უნიკალური გახლდათ მთელი კაცობრიობისათვის. იესომ თქვა, რომ ყოველი ვინც მას ხედავს, ხედავს ზეციერ მამას, და ყოველი ვისაც მისი სწამს, სწამს ზეციერი მამისა.

            მან თქვა, ~მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.~8 ის აპელირებდა იმ ატრიბუტებზე, რომლებიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის: ადამიანებისათვის მათი ცოდვების მიტევებაზე, ცოდვისაკენ მიდრეკილებისაგან მათ განთავისუფლებაზე, ადამიანებისათვის უფრო უხვი ცხოვრების მიცემაზე და მათთვის საუკუნო სიცოცხლის ჩუქებაზე ზეცაში. სხვა მოძღვრებისაგან განსხვავებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ყურადღება გაემახვილებინათ მათ სიტყვებზე, იესო მიუთითებდა მათ ყურადღება მასზე გაემახვილებინათ. მას არ უთქვია: ~მისდიეთ ჩემს სიტყვებს და თქვენ იპოვით ჭეშმარიტებას.~ მან თქვა, ~მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ.~9

            რა მტკიცებულებები წარმოადგინა იესომ თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად? ის აკეთებდა იმას, რასაც ადამიანები ვერ აკეთებდნენ. იესო სასწაულებს ახდენდა. ის ადამიანებს კურნავდა… კურნავდა ბრმებს, ხეიბრებს, ყრუ-მუნჯებს, ერთი-ორი ადამიანი მკვდრეთითაც კი აღადგინა. მას ჰქონდა ხელმწიფება საგნებზე… მას შეეძლო შეექმნა საკვები ფაქტობრივად არაფრისაგან, იმდენი საკვები, რომ ყოფნოდა რამდენიმე ათას ადამიანს. ის ათვინიერებდა ბუნების ძალებს… დადიოდა ზღვის ტალღებზე, უბრძანებდა აზვირთებულ და აბობოქრებულ ტალღებს დაწყნარებულიყვნენ და ამას მეგობრებისათვის აკეთებდა. ადამიანები ყოველთვის უკან დასდევდნენ იესოს, რადგანაც ის ყოველთვის ცდილობდა მათ დახმარებას და მათთვის ხშირად სასწაულებს ახდენდა. ის ამბობდა, თუ თქვენ არ გინდათ დაუჯეროთ ჩემს სიტყვებს, მაშინ იმ საქმეებს მაინც დაუჯერეთ რომელსაც მე ვაკეთებო.10

            იესო ქრისტემ დაგვანახა სულგრძელი და მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც იცის ჩვენი აღძვრები და სისუსტეები, და მაინც სურს ურთიერთობა ჩვენთან. იესომ გამოაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ჩვენ ცოდვილებად გვთვლის და ამდენად დასჯის ღირსად; მისმა სიყვარულმა მაინც იუხვა და ის მოვიდა ჩვენთან განსაკუთრებული გეგმით. ღმერთმა თავად მიიღო ადამიანის სახე და საკუთარ თავზე აიღო სასჯელი ჩვენი ცოდვისა. სასაცილოდ ჟღერს არა? შესაძლოა, მაგრამ გაიხსენეთ, რომ მრავალი მოსიყვარულე მამა სიხარულით გაუცვლიდა ადგილს თავის საკუთარ შვილს სნეულების სარეცელზე თუ კი ისინი ამას შესძლებდნენ. ბიბლია ამბობს, რომ მიზეზი რისთვისაც ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი არის ის, რომ მან პირველად შეგვიყვარა ჩვენ.

            იესო მოკვდა ჩვენს ადგილას, ჩვენ რომ ნაპატიებლები ვყოფილიყავით. კაცობრიობისათვის ნაცნობი ყველა რელიგიიდან, მხოლოდ იესოში ვხედავთ ჩვენ ღმერთის სწრაფვას კაცობრიობისაკენ, ვხედავთ გზას იმისათვის რომ გვქონდეს ურთიერთობა მასთან. იესომ დაგვანახა ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც ეხმაურება ჩვენს გასაჭირებს და გვიზიდავს საოცარი ძალით. იესოს სიკვდილისა და აღდგომის გამო, ის გვთავაზობს ახალ სიცოცხლეს დღეს. ჩვენ შეგვიძლია ნაპატიებლები ვიყოთ, შეგვიძლია მთლიანად ვიყოთ მიღებული ღვთისაგან და ვიყოთ მისი სიყვარულით დაცულნი. ის ამბობს, ~საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით.~11 აი ეს არის ღმერთი მოქმედებაში.

            არსებობს ღმერთი? თუ გსურს ამისი გაგება გამოიკვლიე იესო ქრისტე. ჩვენ გვეთქვა: ~რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.~12

            ღმერთი არ გვაძალებს რომ ვირწმუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს შეუძლია. ამის ნაცვლად, ის გვთავაზობს საკმაო მტკიცებულებებს თავისი არსებობის საჩვენებლად იმისათვის, რათა საკუთარი ნებით ვუპასუხოთ მას. დედამიწის უზუსტესი მანძილი მზიდან, წყლის უნიკალური ქიმიური თვისებები, ადამიანის ტვინი, დნმ, იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ პირადად იცნობენ ღმერთს, ჩვენი გულებისა და გონების დუღილი ღმერთის განსასაზღვრად და მოსაძიებლად, თავად სურვილი ღვთისა, რომ იყოს შეცნობილი ადამიანებისაგან იესო ქრისტეს მეშვეობით. თუ თქვენ გესაჭიროებათ იცოდეთ უფრო მეტი იესოზე და მიზეზებზე, რომ გწამდეთ ის, გთხოვთ იხილოთ: თემა ბრმა რწმენის მიღმა.
            თუ გსურთ ახლავე დაიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან, თქვენ შეგიძლიათ.

            ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, არანაირი ძალდატანება. მაგრამ თუ გსურთ იყოთ მიტევებული ღვთისაგან და დაიწყოთ ურთიერთობა მასთან, თქვენ შეგიძლიათ ამისი გაკეთება ახლავე იმით, რომ სთხოვოთ მას მოგიტევოთ და შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა: ~აჰა, ვდგავარ კართან [თქვენი გულის კართან] და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.~13 თუ გინდათ ამისი გაკეთება, მაგრამ არა ხართ დარწმუნებული როგორ უნდა გამოთქვათ ეს, შეიძლება ეს ტექსტი დაგეხმაროთ: ~იესო, მადლობა იმისათვის, რომ მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის. შენ იცი ჩემი ცხოვრება და იცი ისიც, რომ მე პატიება მჭირდება. გთხოვ ახლავე მაპატიო და შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში. მინდა რომ გიცნობდე და გენდობოდე. ახლავე შემოდი ჩემს ცხოვრებაში. მადლობა იმისათვის, რომ გინდა ურთიერთობა ჩემთან. ამინ.~

            ღმერთი შენს ურთიერთობას მასთან მუდმივად თვლის. გულისხმობდა რა ყველას ვისაც სწამს მისი, იესო ქრისტემ თქვა ჩვენზე, ~…მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან; მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.~14

            ამრიგად, არსებობს ღმერთი? ხედავს რა ყველა ამ ფაქტს, ადამიანს შეუძლია დაასკვნას, რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და შესაძლოა შეცნობილი იქნეს შინაგანად, პერსონალური გზით.

            Like

  9. maromar 30/11/2012, 10:32 PM

    sul miagde aqauroba raa charli 😦

    am saxels ver gedzaxi ragacnairad 😀

    Like

  10. karlsoni 01/12/2012, 7:17 PM

    რატომ აღარ დებთ ახალ პოსტებს ??

    Like

  11. Prankster 01/01/2013, 11:43 PM

    imho… რთული ორგანოების/ორგანოიდების წარმოქმნაზე ცოტა უფრო მეტის დაწერაც იყო შესაძლებელი
    იდეაში ეგ არის ანტიევოლუციონისტების მთავარი არგუმენტი 😉

    Like

  12. churcheli-გურამ ლურსმანაშვილის ბლოგი 22/03/2013, 9:25 PM

    არც ამ პოსტის წაკითხვის დრო მაქვს ბოლომდე (თმცა რომ მოვიცლი აუცილბლად წავიკითხავ) და აქაც კითხვას დავსვამ– თუ მივიჩნევთ რომ ყველა არსება ერთმანეთს ენათესავება და ყველა მათგანი მარტივიდა რთულისკე განვითარდა , როდესაც მეოცე საუკინის მანძილზე გაცხოველებული ცდები მიდიოდა , რომ ერთი არსებისგან (ბუზები მაქვს მხედველობაში) მეორე მიეღოთ , რატომ ვერ განახორციელეს იგი?

    Like

  13. zaza 11/06/2015, 12:13 PM

    კარგით რა, 8 და 10 მილიონი წლის უკანდელი რამე როგორ უნდა გაიგო რომ ის რაღაცა 8,10,30,50…..მილიონი წლისაა, ეს ყველაფერი ზღაპრებია, მაგალითად იპოვე რაიმე საგანი მიწაში, როგორ უნდა გაიგო რომ ის 50 მილიონი წლისაა ან 8, მილიონობით წლებს ეხუმრებით? როგორ უნდა დამაჯერო ეს საგანი რომ 10 მილიონი წლისაა, რითი, იქნებ 1000 წლისაა, მესმის გაიგო 100, 500, 2000, 5000 წლის რაღაც საშუალებებით მაგრამ მილიონებზე როდესაც არის ლაპარაკი?… მაგალითად: მეცნიერება ხომ აღიარებს ღმერთს, ადამი და ევასაც ხო? და ვარაუდობენ დაახლოებით ადამი და ევას დაბადებას 6-დან 7000 წლამდე, ესეიგი გამოდის რომ პირველი ადამიანი რომელიც ღმერთმა შექმნა ადამი და ევა დაახოლებით ითვლის 6-7000 წლის უკან დაბადებას, და ერთი კარგად გამარკვიეთ, ჩვენ ხომ ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ, და როგორ ამტკიცებთ მაშინ საპირისპიროს, 6,7000 წლის უკან თუკი არაფერი და არავინ არსებობდა მაშინ საიდან ამტკიცებთ მეცნიერები რომ რაიმე საგანი ან ადამიანის თავის ქალა მილიონი წლისაა ან 2,5,10…. ევროპელებისა მესმის, იმიტომ რომ ისინი უმეტესობა ათეისტი მასონები არიან მაგრამ თქვე კაი ხალხო და თქვე დალოცვილებო ქართველო მეცნიერებო თქვენ ხომ ქრისტიანი-მართლმადიდებლები ხართ, თქვენ რაღას ამტკიცებთ, თქვენც უღმერთობას, როგორ უნდა დამაჯეროთ რომ რაიმე ნაპოვნი საგანი სინამდვილეში 3000 წლისა რომ არის და თქვენ გვიმტკიცებთ რომ 8 მილიონი წლისაა, რა სხვაობაა 3000 წლისას და 8 მილიონი წლისას შორის რომ გავიგოთ 8 მილიონი წლისაა და არა 3000-ის? ჩემი აზრით 8, 10 და უფრო მეტიც წესით აღარ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ვერ გაუძლებდა ამდენ საუკუნეებს, 3000 და 5000 წლის კიდევ უფრო ახლოს შეიძლება რომ იყოს ჭეშმარიტებასთან, არადა ჯერ იყო რომ თურმე ადამიანი მაიმუნისგან ყოფილა წარმოშობილი, მერე წყალში რაღაც თევზის სახებისგან განვითარებულა და ჩამოყალიბებულა ადამიანათ მიწაზე ამოსვლის შემდეგ, ეხლა კიდე ახალი სისულელე, თურმე მილიონობით წლების უკან კოსმოსში აფეთქება მომხდარა და ესე წარმოიშვა ადამიანი, ხო სისულელეა, თავისით როდისმე რამე შექმნილა?!… კარგი დავუშვათ დავიჯერე ეს სისულელე და აფთქდა ცაში რაღაცა და ესე წარმოიშვა სიცოცხლე, მაშინ იქნებ რომელიმე მეცნიერმა ამიხსნას, აგვიხსნას ვინც ჩემნაირად ფიქრობს, ის სიცოცხლის ნაწილაკები როდესაც კოსმოსში ერთად შეგროვდა და აფეთქებამდე ერთბურთად შეიკრა საიდან მოვიდა ის სიცოცხლის ნაწილაკები საიდან მოფრინდა, ვინ გააჩინა და ვინ გამოაფრინა იმ ადგილზე სადაც ის დიდი აფეთქება მოხდა, ალბათ იფიქრებდით ამაზეც, მე თუარა ვინმეს ჩემნაირსაც ხომ გაუჩნდებოდა თავში ესეთი აზრი, დაწერეთ აგვიხსენით კითხვა უპასუხოდ თქვენ მეცნიერებს კარგად მოგეხსენებათ ძალიან ძნელი გადასატანია…

    Like

    • Charlius 26/06/2015, 8:04 PM

      დათარიღების მეთოდებზე მოიძიე ინფორმაცია და არ მოგეჩვენება ზღაპრად. თუ რა თქმა უნდა, ობიექტურად მიუდგები.

      Like

  14. zaza 26/06/2015, 8:59 PM

    ცოტა არიყოს ძნელი დასაჯერებელია ის რომ რაღაც ვიპოვო მიწაში და იმას ეწეროს რომ 8,10, 20 ან 2 მილიონი წლის უკან არის შექმნილი, ვიღაცა როდესაც ესეთ რაღაცას იჯერებს ეს იმას ნიშნავს რომ უარყოფს ღმერთს, უარყოფს ბიბლიას, რელიგიას… ჯერ ის უნდა გავარკვიოთ თუ აღიარებ ღმერთს, ბიბლიას, რელიგიას, სულს… თუ არ აღიარებ მაშინ რა თქმა უნდა დაიჯერებ 8 და 20 მილიონი წლის საგნებს, სწორედ ესეთი ნაპოვნი რაღაცეები, ნივთები უწყობს ხელს ადამიანს რომ ეჭვი გაუჩნდეს თავში ღმერთის მიმართ (სომხებმა წაშალეს საფლავის ქვებზე ქართულად ამოტვიფრული ტექსტი და სომხურად დააწერეს, გჯერავს რომ სომხურია, ის საფლავის ქვები, ან ის ეკლესიები სადაც ამოტვიფრეს სომხურად ქართული ეკლესიების კედლებზე? ან იმ გამოგონილ მიშასდროინდელ ფაქტების მზიასი და ზეზვას ამბების, რა თავის ქალაზე ეწერათ რომ 2 მილიონი წლისანი ვართო, ამით მხოლოდ მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს და მეტი არაფერი, მაშინდელმა ხელისუფლებამ) მეცნიერები ამბობენ რომ ბევრი ფაქტები გვაქვსო, მაგრამ არცერთი არ არის სინამდვილე, სინამდვილე როგორ იქნება როცა თვითონ მეცნიერება და მეცნიერები ამბობენ და ამტკიცებენ რომ ბევრი ფაქტები გვაქვსო, და არა ერთი. სინამდვილე ხომ მარტო ერთი უნდა იყოს და არა ბევრი ხო? ერთი ამტკიცებს სხვას მეორე სხვას მესამე სხვას და…. და თანაც სხვადასხვა დროს რაც დრო გადის მით უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება, მაგალითად ერთიდაიგივე ფაქტზე, გაიგე ეხლა რომელია მართალი. ქრისტიანული-მართლმადიდებლობა კი მხოლოდ ერთს ამტკიცებდა და ამტკიცებს, ჭეშმარიტი მტკიცებულება რწმენაშია, გრძნობაშია. მეცნიერული მტკიცებულება ტვინის ფანტაზიებშია, დღეს ერთია ხვალ მეორეა, გააჩნია რა საკითხს როგორ შეხედავ, და როგორ მიუდგები, რელიგიას როგორც არუნდა შეხედო და როგორც არუნდა მიუდგე თუ გწამს სხვანაირად ვერ დაინახავ…. მაგალითად ვიპოვე ძვალი როგორ უნდა გაიგო ეს ძვალი 5 მილიონი წლისაა თუ 6 მილიონი, იქნებ 4 მილიონი წლისაა?.. ზედ არ ეწერება ძვალს ხო?
    ქართველმა მართლმადიდებლებმა ჯობია ისეთ მეცნიერებას თავი დავანებოთ რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება და ღმერთთან სიახლოვეზე ვიფიქროთ, ამით უფრო მეტი შანსია ჩვენი განვითარებისაც და გადარჩენისაც… (ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა)

    Like

    • Charlius 27/06/2015, 2:18 PM

      ვინ გითხრა, რომ ზედ აწერია? :დ აშკარად ვერ ერკვევი ამ საკითხში და არ სჯობს ინფორმაცია მოიძიო, სანამ იკამათებ?

      Like

  15. zaza 30/06/2015, 12:05 PM

    ეტყობა მართალი ხარ, ეტყობა მართლა ვერ ვერკვევი, ან ვერკვევი მაგრამ ვერ ვიჯერებ რადგან მე მაინც უფრო რელიგიის (ქრისტიან-მართლმადიდებლობის) უფრო მჯერა რადგან დაახლოებით 6000-დან 7000-მდე, ამ წლებში რაც მოხდა და ამაზე მეტით რომ არ თარიღდება ადამიანის წარმოშობა, შესაბამისად ამ თარიღების იქით არ მგონია რომ რამე ყოფილიყო… (და თუ ვინმე ფანატიკოსად ჩამთვლის, არაუშავს დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ავიტან, რადგან მეც ასე მჯერავს როგორც ყველა ქართველ მართლმადიდებელს, ყოველშემთხვევაში ადრე ესე სჯეროდათ, ქართველი ყოველთვის ქრისტიან-მართლმადიდებლად იბადებოდა და რაც ქრისტიან-მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს რომ მეც მეწინააღმდეგება, ამიტომ ვერ დავიჯერებ, ჩემთვის ეს ყველაფერი რაც ისეთ მეციერებას შეეხება რომელიც ღმერთს, მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება მიუღებელია…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: