სიმართლე ვარჯიშის შესახებ


ყველამ იცის, რომ ვარჯიში საჭიროა, თუმცა მცირეოდენი თუ იღებს მისგან სიამოვნებას. მთავარი ისაა, როგორ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, რა დოზით და რატომ. უმეტესობისთვის ვარჯიში ასოცირდება ქუჩაში სირბილთან ან ტრენაჟორებთან რამდენიმე საათის გატარებასთან, მაგრამ ახალი აღმოჩენების საფუძველზე მეცნიერები ცვლიან ჩვენს შეხედულებებს. მათ დაადგინეს, რომ ყველა ჩვენგანი ძალიან განსხვავებულად რეაგირებს ფიზიკურ დატვირთვაზე და შესაძლოა, კვირაში სულ რამდენიმე წუთიანი ვარჯიშის შედეგად სერიოზულად შევცვალოთ ჩვენი ჯანმრთელობა. მათი აღმოჩენები ასევე გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ისეთი დატვირთვით, რომელსაც ოფლისდენაც კი არ ახლავს, გავიუმჯობესოთ ფიზიკური მდგომარეობა და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.

განაგრძე კითხვა

პირველი ეტაპები ადამიანის კლონირებაში


კლონირება არის გამრავლების ერთ-ერთი ფორმა, ინდივიდის ასლის შექმნა მისი უჯრედიდან. კლონები ინარჩუნებენ საწყისი ორგანიზმის ნიშან-თვისებებს. მომავალში კლონირება იქნება ადამიანის შექმნის სრულიად ახალი გზა. მამის სპერმისა და დედის კვერცხუჯრედის კომბინაციის მაგივრად, რაც ყველა ჩვენგანს უნიკალურს ხდის, კლონირებით ბავშვის გაჩენა მოხდება მხოლოდ ერთი ადამიანის ერთადერთი უჯრედით. კლონი იქნება პიროვნების იდენტური გენეტიკური ასლი.

განაგრძე კითხვა

BBC -– პლანეტა დედამიწა

BBC-ის დოკუმენტური სერიალის, “პლანეტა დედამიწის” (Planet Earth) ტრეილერი. საკმაოდ ლამაზი ვიდეოა, სადაც დედამიწის ლამაზი ადგილები და ველური სამყაროს მშვენიერება მოსჩანს.