ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავისა და ნისლეულის წყვილი დააფიქსირა

Star surrounded by nebula
ფოტოზე ხედავთ გამორჩეულ წყვილს: ვარსკვლავი, სახელად Hen 2-427 – უფრო მეტად ცნობილი, როგორც WR 124 – და ნისლეული M1-67, რომელიც გარს არტყია მას. ორივე კოსმოსური ობიექტი, რომლებიც ნასას ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღბეჭდა, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობენ 15 000 სინათლის წლის მოშორებით.

განაგრძე კითხვა

ახალი სუპერტელესკოპი დაადგენს, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში

 
მარცხნიდან მარჯვნივ: ჰაბლის, ჯეიმს ვებისა და მაღალი გარჩევადობის ტელესკოპები

 

როცა საქმე ასტრონომიას ეხება, დიდი თითქმის ყოველთვის უკეთესია.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ჰაბლის ტელესკოპი 2018 წელს მასზე სამჯერ დიდი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ჩრდილში მოექცევა, ასტრონომები უკვე ალაპარაკდნენ გაცილებით შთამბეჭდავ კოსმოსურ ობსერვატორიაზე, რომლის ფონზეც ორივე მათგანი „სამარცხვინოდ” გამოჩნდება. და რაც ყველაზე ამაღელვებელია, მან შეიძლება განსაზღვროს, რამდენად იშვიათი ან გავრცელებულია სიცოცხლე სამყაროში.

განაგრძე კითხვა

ნასამ ჰაბლის ყველაზე მასშტაბური ფოტო გამოაქვეყნა

გასადიდებლად დააკლიკეთ
გასადიდებლად დააკლიკეთ

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების წყალობით ასტრონომებმა შეადგინეს სამყაროს ყველაზე მრავალფეროვანი და საოცრად ფერადი ფოტო. სურათს, რომელსაც „ჰაბლის ულტრაღრმა ველი 2014″ უწოდეს, ჰაბლის მიერ 10 წლის განმავლობაში (2003-2013) გადაღებული ფოტოებით აიწყო.

განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #5


გალაქტიკა AM 0644-741. ბრილიანტის სამაჯურის მსგავსი ლურჯი რგოლი, რომელიც მოყვითალო ბირთვს აკრავს გარშემო, დიამეტრში 150 000 სინათლის წლის ზომისაა. ის უფრო ფართოა, ვიდრე მთლიანი ირმის ნახტომი.
განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #4


გალაქტიკა NGC 4449. ასი ათასობით ლურჯი და წითელი ვარსკვლავის ერთობლიობა, რომელთა გროვა ფეიერვერკის მსგავს გამოსახულებას ქმნის.
განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #3


გალაქტიკა ESO 510-G13. ჰაბლის ტელესკოპმა უჩვეულო გალაქტიკა დააფიქსირა და ფოტოზე აღბეჭდა მისი დეტალები, დაბრეცილი მტვრის დისკო და სპირალური კიდეები.
განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #2


წითელი ობობას ნისლეული. ამ პლანეტარულ ნისლეულში სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ვარსკვლავებია, ხოლო ვარსკვლავური ქარები ქმნიან ტალღებს, რომლებიც სიგრძეში 100 მილიარდ კმ-ს აღწევენ.

განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები


გალაქტიკა Messier 82. ეს გალაქტიკა გამორჩეულია გავარვარებული წყალბადის ნაკადის ნათებით. მასში ვარსკვლავები 10-ჯერ უფრო სწრაფად იბადებიან, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში.
განაგრძე კითხვა