● ორქიდეის ჩოქელა ყვავილს ჰგავს
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები. თუმცა მას სხვა წევრებისგან გამოარჩევს კამუფლაჟის საოცარი უნარი, რომლითაც ორქიდეას ეხამება, სახელიც აქედან მიიღო. ნოტიო და თბილი ადგილების მოყვარული ორქიდეის ჩოქელა პატარაობაში შავ და ნარინჯისფერ ფერებშია გამოწყობილი, მაგრამ ზრდასთან ერთად ფერები მკრთალდება და გარემოს ემსგავსება. ყველაზე ხშირად მის სხეულს თეთრი და მოვარდისფრო ტონები დაკრავს. სილამაზისა და უჩვეულო კამუფლაჟის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ბევრს სახლშიც ჰყავს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა: როგორც ყველა ჩოქელა, ეს არსებაც ძალიან აგრესიული მტაცებელია და ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს.
ჭდე: ხოჭო
National Geographic: რეკორდსმენი ცხოველები
აფრიკული სპილო. ათასწლეულების მანძილზე ადამიანი იყენებდა აზიური და აფრიკული სპილოების არაჩვეულებრივ ძალას თითქმის ყველაფერში, დაწყებული ომიდან და დამთავრებული ტრანსპორტირებით. აფრიკულ სპილოს მხოლოდ ხორთუმში 100 000 კუნთი აქვს და 270 კგ-მდე წონის ტვირთის აწევა შეუძლია.
National Geographic: მტკნარი წყლის მწერები
ბევრ მწერს ახლო ურთიერთობა აქვს მტკნარ წყალთან. ზოგიერთი წყლის ხოჭო, მაგალითად სურათზე ნაჩვენები წყლის ობობების ჯგუფი, წყლის ზედაპირზე ცხოვრობს, ხანდახან კი ყვინთავენ ჰაერის მეორე ჩასუნთქვამდე. სხვა მწერები იჩეკებიან კვერცხიდან და ცხოვრების პირველ ნაწილს წყალქვეშ ატარებენ, შემდეგ კი ხმელეთზე გადადიან, მაგრამ არასდროს შორდებიან დიდი მანძილით ტბორს მოზრდილობაშიც კი. მტკნარი წყლის საკვების ჯაჭვში მწერები მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ და მთავარი საკბილოები არიან თევზებისა და სხვა ცხოველებისთვის.