2001 წელს ამერიკელმა პროფესორმა ფიზიკოსმა ჯონ კრამერმა გამოუშვა აუდიო სიმულაცია სახელწოდებით „დიდი აფეთქების ხმა”. ახალი ინფორმაციისა და ტექნოლოგიის მეშვეობით მან ცოტა ხნის წინ მოახდინა სიმულაციის გაუმჯობესება და დახვეწა. ხმა, რომელსაც ვიდეოში მოისმენთ, სავარაუდოდ დიდწილად მსგავსია დიდი აფეთქებიდან 760 000 წლის განმავლობაში სამყაროში არსებული ბგერებისა. ის ეყრდნობა ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლანკის მისიის მონაცემებს, რომლის მეშვეობითაც მოხდა კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის გამოკვლევა და სამყაროს ადრეულ ეტაპზე გავრცელებული ხმოვანი ტალღების აღდგენა.
ჭდე: ხმა
ყველაზე მაღალი ტემბრის მქონე ცხოველები
მართალია, ყველაზე მაღალ ხმას ვერ გამოსცემს, მაგრამ 2 მილიმეტრი სიგრძის წყლის ბაღლინჯოს სხეულის ზომებთან შედარებით ყველაზე მაღალი ტონალობა აქვს. ეს არსება, რომელიც უხეშად ბრინჯის მარცვლის ზომისაა, შოტლანდიელმა და ფრანგმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს. მისი ხმა ადიოდა 105 დეციბელამდე, რაც პნევმატური ჩაქუჩის ხმაურს უტოლდება. თუმცა ბუნების მოყვარულთა საბედნიეროდ, მწერის წყალში ყოფნისას ეს ბგერები ჰაერში სათანადოდ ვეღარ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამხელა ხმას წყლის ბაღლინჯო გამოიმუშავებს სასქესო ორგანოს მუცელზე ხახუნით, დაახლოებით ისე, როგორც ზოგიერთი ჭრიჭინა. ხმოვანი გენიტალიები ცხოველთა სამყაროში საკმაოდ იშვიათია, თუმცა ასობით სხვა გზაც არსებობს ყვირილისთვის, ყმუილისთვის, ღმუილისთვის და ა.შ.