Tag Archives: ხეობა

ომოს ხეობის მობინადრეები


ფოტოგრაფმა მარკოს ლირამ ეს ფოტოები გადაიღო 2010 წელს ომოს მდინარის ხეობაში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან, ადის-აბებადან 3 დღის სავალზეა და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ტერიტორიაა. ომოს ხეობა იმითაა გამორჩეული, რომ 4 ძირითადი აფრიკული ენობრივი ჯგუფის სამშობლოა. აქ ბინადრობს ოცზე მეტი ტომი, ზოგიერთი მათგანი ათი ათასობით წევრისგან შედგება, სხვები კი – მინიმუმ 500-სგან. თითოეულის კულტურა განსხვავებული და უნიკალურია. ყველა ტომი თავის ენაზე საუბრობს და თავისი რელიგია აქვს.

განაგრძე კითხვა

ამაზონის ხეობაში 200 კაციანი უცნობი ტომი აღმოაჩინეს

ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პერუს საზღვართან აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ტომი, რომლებსაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ ცივილიზაციასთან. ტომი შედგება 200 კაცისგან, ცხოვრობენ ჩალით გადახურულ ქოხებში, იკვებებიან მარცვლეულით, ბანანით, მიწის თხილით. მათ კულტურას და ზოგადად არსებობასაც საფრთხე ემუქრება ამ არეალში სამთო მრეწველობისა და ფერმერთა მიერ ტყეების გაჩეხვის გამო. ასეთი ტომები ცოტა არაა, ბოლო პერიოდში მათი მსგავი რამდენიმე დასახლება აღმოაჩინეს. ბრაზილიის ტერიტორიის 11% და ამაზონის 22% სწორედ ასეთ ტომებს უკავიათ.

%d bloggers like this: