Tag Archives: ხანძარი

უზარმაზარი გამოუყენებელი ენერგია ბუნების ძალებში


ყოველ 45 წამში ერთხელ ელვა ეცემა დედამიწის რომელიმე წერტილს. ამ ატმოსფერული ელექტრული განმუხტვისას გამოთავისუფლებული ენერგიის რაოდენობა შემთხვევების მიხედვით განსხვავდება – იწყება 100 მეგაჯოულიდან და აღწევს 30 000 მეგაჯოულს. ტიპიური მაჩვენებელი კი 1000-5000 მეგაჯოულია.

განაგრძე კითხვა

ეგვიპტეში ხანძარმა “ცოდნის ტაძარი” გაანადგურა


კაიროს ეგვიპტური სამეცნიერო კომპლექსის შენობაში დამწვარი გვერდებიდან ფარაონთა სახეები შემოგვცქერიან. ეს გვერდები იმ ათასობით უძვირფასეს ისტორიულ ნაშრომში შედის, რომლებიც უიკენდზე მიმდინარე ხანძარმა დააზიანა ან გაანადგურა. კომპლექსს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “ეგვიპტის ინსტიტუტი”, ცეცხლი შაბათს (17 დეკ.) გაუჩნდა პროტესტანტებისა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ტაჰრირის მოედანზე მომხდარი მორიგი შეტაკებისას.

ეგვიპტის ინსტიტუტი დაარსებულია თვით ნაპოლეონის მიერ 1798 წელს და ეძღვნებოდა სამეცნიერო კვლევა-ძიების განვითარებას. კომპლექსში ინახებოდა დაახლოებით 200 000 დოკუმენტი და მანუსკრიპტი, რომელთაგან ზოგი თარიღდება 1500-იანი წლებით.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: