Tag Archives: წონა

ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანები მსოფლიოში


50 წლის ინგლისელი პოლ მეისონი ერთ დროს ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა 444 კგ-იანი მაჩვენებლით. თუმცა მან კუჭის შუნტირების ოპერაცია გაიკეთა და 254 კგ-ზე ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, წონის მატების მიზეზი ზედმეტად კალორიული დიეტა იყო – ის დღეში 20 000 კალორიას იღებდა, თუმცა ასევე ადანაშაულებს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სამსახურს, რადგან მათ არ მისცეს საშუალება, ენახა კვების სისტემის დარღვევების სპეციალისტი, როცა პოლი 180 კგ-ს გადასცდა.

განაგრძე კითხვა

Advertisements

ადამიანი–ქვიშის საათი


30 წლის რუმინელი მოდელი იოანა სპანგენბერგი 167 სმ სიმაღლისაა, იწონის 38 კგ-ს, წელის გარშემოწერილობა კი 50 სმ-ს შეადგენს. ის ნორმალური წონით დაიბადა, მაგრამ გარდატეხის ასაკში დარღვევა დაეწყო, რასაც ვერაფრით უშველა. როგორც თავად ამბობს, დღემდე აქტიურად მიირთმევს ტკბილეულს, პიცას, კარტოფილ ფრის, ხორცეულსა და სხვა საკვებს, რაც სხვა მოდელებს, როგორც წესი, აკრძალული აქვთ. საქმეს ისიც აუარესებდა, რომ რუმინეთში დღემდე გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ჯანმრთელი ქალი ცოტათი მაინც პუტკუნა უნდა იყოს.

%d bloggers like this: