Tag Archives: ციალი

ეფექტური ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიაში

ჩრდილოეთ ნორვეგიის ცა ფერადმა პოლარულმა ციალმა გაანათა (სურათების სანახავად დააკლიკეთ). National Geographic-მა გუშინ (2012 წლის 21 მარტი) გამოუშვა ვიდეო, რომელიც ამ თვეში გადაღებული 600 ფოტოსგან შედგება.

განაგრძე კითხვა

ჩრდილოეთის ციალის ფოტოგალერეა #2

არაჩვეულებრივი სანახაობა ნორვეგიის მთების თავზე 14 თებერვალს.

 

პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როცა მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრებიან ხოლმე. რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით მეტად ეფექტური და მკვეთრი ციალი მიიღება. ნაწილაკები ძირითადად პოლუსებისკენ გროვდებიან და ურთიერთქმედებენ ატმოსფერულ აირებთან – აზოტსა და ჟანგბადთან. ყველაზე გავრცელებულია მწვანე ფერის ნათება, რასაც იონიზებული ჟანგბადი იწვევს დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ის თავზე.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: