● ორქიდეის ჩოქელა ყვავილს ჰგავს
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები. თუმცა მას სხვა წევრებისგან გამოარჩევს კამუფლაჟის საოცარი უნარი, რომლითაც ორქიდეას ეხამება, სახელიც აქედან მიიღო. ნოტიო და თბილი ადგილების მოყვარული ორქიდეის ჩოქელა პატარაობაში შავ და ნარინჯისფერ ფერებშია გამოწყობილი, მაგრამ ზრდასთან ერთად ფერები მკრთალდება და გარემოს ემსგავსება. ყველაზე ხშირად მის სხეულს თეთრი და მოვარდისფრო ტონები დაკრავს. სილამაზისა და უჩვეულო კამუფლაჟის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ბევრს სახლშიც ჰყავს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა: როგორც ყველა ჩოქელა, ეს არსებაც ძალიან აგრესიული მტაცებელია და ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს.
ჭდე: ჩოქელა
ყველაზე უცნაური არსებები (National Geographic)
ჩოქელა იმდენად უცნაური გარეგნობის მქონე ქმნილებაა, რომ ძველი ბერძნების რწმენით, მას ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ეწოდა სახელად “Mantis”, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველს. ეს მტაცებელი მწერი იკვებება ცოცხალი მწერებით, რომელთა დაჭერასაც ახერხებს წინა ეკლიანი ფეხებით. შეწყვილების დროს მდედრი ხშირად მიირთმევს მამრს, დასაწყისში კი თავს აჭამს. მომაკვდავ მამრს სპაზმები ემართება და დიდი რაოდენობით სპერმას გამოყოფს. ამის შემდეგ მდედრი აგემოვნებს მისი პარტნიორის ტანსა და შიგნეულობას, რაც დამატებითი საზრდოა იმისთვის, რომ 200-მდე კვერცხი დაყაროს.
მიმიკრიის ოსტატი ცხოველები
ველური ბუნების ფოტოგრაფი ალექს ჰაიდი წლების განმავლობაში ემზადებოდა, რათა გამოეჭირა ისეთი არსებები, რომლებიც ოსტატურად ინიღბებიან. მას სურდა, რაც შეიძლება მეტი ხალხისთვის დაენახებინა ცხოველების ეს უნიკალური თვისება. ალექსი ნოტინგემის უნივერსიტეტში სწავლობდა ბიოლოგიურ ფოტოგრაფიას, მოგზაურობს მადაგასკარის ჯუნგლებში და თავის ცოდნას რეალურ პირობებში იყენებს.
ჩოქელა (Mantis religiosa)
ჩოქელა მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. მისი 15 ოჯახი და 2200-მდე სახეობა არსებობს. სახელი წინა ფეხების განსაკუთრებული პოზიციის გამო უწოდეს – ისინი ერთნაირადაა მოხრილი ისეთი კუთხით, რომ მლოცველის პოზიციას მოგვაგონებს. ჩოქელა საუკუნეებია, ადამიანის გვერდზე ცხოვრობს და ყოველთვის აოცებდა მათ თავისი მოქნილობითა და იდუმალებით.