ალი და ჯინი – ყველაზე უჩვეულო წყვილი

აურელიო ტომაინი 1912 წელს დაიბადა ნიუ ჯერსიში. მას 6 და-ძმა ჰყავდა. 12 წლის ასაკში სიმაღლით მამას გადაასწრო, იმის მიუხედავად რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ მსხვილი აღნაგობისა იყო და 6 ფუტს (182 სმ) სცდებოდა. მისი მშობლები ჩვეულებრივი სიმაღლისანი იყვნენ, მსგავსი დარღვევით მხოლოდ მისი დიდი ბაბუა გამოირჩეოდა. ექიმმა X სხივების საშუალებით გამოიკვლია ალი და აღმოჩნდა, რომ მას ზეაქტიური ჰიპოფიზის ჯირკვალი ჰქონდა, რის გამოც მალე 2 მეტრს გადააჭარბა.

ალმა გადაწყვიტა, თავისი მონაცემებით ფული ეშოვა და წარმოდგენები მოეწყო ხოლმე. საკუთარ თავს ის უწოდებდა “მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანს” და აცხადებდა, რომ 2 მეტრისა და 55 სმ სიმაღლის იყო (თუმცა გინესში შედარებით დაბალი მაჩვენებელი წერია). იწონიდა 160 კგ-ზე მეტს და ატარებდა 60 ზომაზე დიდ ფეხსაცმელებს. გასაოცარია, მაგრამ ასეთი მონაცემების მქონე სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ალი საკმაოდ ჭკვიანი და სასიამოვნო ადამიანი იყო, ასევე გამოირჩეოდა მორცხვობით, ზრდილობითა და თავაზიანობით როგორც ახლობლებთან, ისე უცნობებთან.

განაგრძე კითხვა

Golden Power – უნგრელი აკრობატები

უნგრელი აკრობატების წყვილის ნამდვილად ლამაზი და საოცარი შოუ. სანდორ ოლასა და გიულა ტაჰაკის მიერ ძალის, მოხერხებულობისა და ოსტატობის დემონსტრირება.

განაგრძე კითხვა