50 წლის ინგლისელი პოლ მეისონი ერთ დროს ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა 444 კგ-იანი მაჩვენებლით. თუმცა მან კუჭის შუნტირების ოპერაცია გაიკეთა და 254 კგ-ზე ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, წონის მატების მიზეზი ზედმეტად კალორიული დიეტა იყო – ის დღეში 20 000 კალორიას იღებდა, თუმცა ასევე ადანაშაულებს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სამსახურს, რადგან მათ არ მისცეს საშუალება, ენახა კვების სისტემის დარღვევების სპეციალისტი, როცა პოლი 180 კგ-ს გადასცდა.
ჭდე: ყველაზე
2012 წლის გინესის რეკორდები
2012 წლის რეკორდები – ყველაზე დიდი, სწრაფი, უცნაური და უბრალოდ გამორჩეული რეკორდსმენები, რომლებმაც დაიმსახურეს გინესის წიგნში შესვლა.
ყველაზე გრძელი ფრჩხილები
ლი რედმონი, ქალბატონი იუტას შტატიდან, 1979 წლის შემდეგ იზრდიდა და სათუთად უვლიდა ფრჩხილებს, რომელთა საერთო სიგრძე 8 მეტრსა და 65 სმ-ს აღწევდა. ამ შედეგის გამო ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. სამწუხაროდ, 2009 წლის თებერვალში ლი ავარიაში მოყვა და ფრჩხილები დაკარგა.
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა …
ყველაზე ახალგაზრდა ბებია. რუმინელი რიფკა სტანესკუ მიიჩნევა ყველაზე ახალგაზრდა ბებიად. ის ამჟამად 25 წლისაა, შვილიშვილი კი 23 წლისას შეეძინა. რიფკა ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა გოგონა, სახელად მარია გააჩინა. შვილს ყოველთვის არიგებდა, არ გაჰყოლოდა მის კვალს, თუმცა ეს დარიგებები უშედეგო აღმოჩნდა და უფრო მეტიც, მარიამ დედას აჯობა – ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როცა ვაჟი გაუჩნდა და იონი დაარქვა. ამგვარად, რიფკამ 23 წლის ასაკში ბებიის სტატუსი მიიღო. ამჟამად იონი 2 წლისაა, მისი დედა – მარია – 13 წლის, ხოლო ბებია – რიფკა – 25 წლის.
მოჩვენებების ყველაზე ცნობილი ფოტოები და ჩანაწერები
1966 წელს ყოფილმა მღვდელმა რალფ ჰარდიმ ინგლისის ქალაქ გრინვიჩის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში ყოფნისას დედოფლის რეზიდენციის განყოფილებაში სპირალურ კიბეს გადაუღო ფოტო. როცა გაამჟღავნა, მოაჯირთან ადამიანის ფორმის გამოსახულება შენიშნა. ექსპერტებმა ნეგატივი გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ რაიმე სახის მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია. დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს ფოტო ერთ-ერთი ძირითადი ხელმოსაჭიდი იმ თეორიისა, რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ. გადაღების ადგილას არც ისე იშვიათია ნაბიჯების ხმა, კარის უმიზეზოდ გაღება-დახურვა და ბავშვების სიმღერა, როცა ახლომახლო არავინაა. მუზეუმის სტუმრებს ზოგჯერ შეხება ან ბწკენაც კი უგრძვნიათ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ 300 წლის წინ მოახლე გოგონა ამ კიბიდან გადმოაგდეს 15 მეტრი სიმაღლიდან. შეიძლება ამით აიხსნება მუზეუმში პარანორმალური აქტივობა.