მრავალი ადამიანის აზრით, წმინდა გრაალი ის სასმისია, რომელიც იესომ საიდუმლო სერობისას გამოიყენა. მასთან დაკავშირებული ისტორიები დიდი ხნის განმავლობაში აფორიაქებდა კაცობრიობას და ღიად ტოვებდა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რას წარმოადგენდა წმინდა გრაალი ან საერთოდ არსებობდა თუ არა ის? მას ისტორიული კავშირი აქვს ვატიკანის არქივში დაცულ უძველეს ხელნაწერებთან, ტამპლიერ რაინდებთან და სამხრეთ საფრანგეთში დამარხულ საიდუმლო განძთან.
ჭდე: ქრისტიანობა
წმინდა შუბის ისტორია
2000 წლის წინ ჩვეულებრივმა იარაღმა ზებუნებრივი თვისებები შეიძინა. მას შემდეგ მისი ასლებიც დამზადდა და ამჟამად 3 შუბი არსებობს. შესაძლებელია თუ არა, რომელიმე მათგანი გამოყენებული ყოფილიყო ჯვარცმისას? შეუძლია თუ არა მეცნიერებას, გასცეს პასუხი საუკუნოვან კითხვებს?
ბიბლიის გამოცანები: იოანეს გამოცხადების საიდუმლო
გამოქვაბულში შეფარებულ დევნილ მამაკაცს ხილვა ეწყება: ის ხედავს სამყაროს აღსასრულს, თამდაბალი ქრისტეს შეუბრალებელ მეომრად დაბრუნებას, ჭირს, დაავადებებს, სასაკლაოებს, სისხლის მდინარეებს, ბოროტ მხეცებსა და სასტიკ განკითხვის დღეს. მორწმუნეები სამოთხეში მიდიან, ურწმუნოებს კი ცეცხლის უძირო ორმოში ყოფნა ესჯებათ. ეს არის იოანეს გამოცხადება, ახალი აღთქმის ბოლო წიგნი. მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ აპოკალიფსი ახლოსაა და ჩვენ ვართ ბოლო თაობის წარმომადგენლები. ხედავდა თუ არა იოანე კაცობრიობის მომავალს? თუ რევოლუციას აწყობდა ბოროტი იმპერიის წინააღმდეგ? იქნებ უბრალოდ ის ადამიანი იყო, რომელიც სიგიჟის ზღვარზე იდგა? შესაძლებელია თუ არა გამოცხადების წიგნის საიდუმლოებების გახსნა? ამის გარკვევას ამჯერად National Geographic-ი შეეცადა.
არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ
სხვადასხვა ეპოქაში ფილოსოფოსების, თეოლოგების, მეცნიერების და სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ იქმნებოდა არგუმენტები ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. ეს საკითხი ერთ-ერთი უძველესი საფიქრალი და ყველაზე ხშირად განხილული თემაა კაცობრიობის ისტორიაში. პრობლემა ეხება როგორც მონოთეისტურ, ისე პოლითეისტურ იდეებს. არგუმენტები შეიძლება დაიყოს მეტაფიზიკურ, ლოგიკურ, ემპირიულ და სუბიექტურ კატეგორიებად. ღმერთის არსებობაზე ბჭობენ როგორც ფილოსოფიაში, ისე პოპულარულ კულტურაში.
ყველაზე სამარცხვინო მომენტები კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში
კათოლიციზმი ყველაზე მსხვილი ქრისტიანული მიმდინარეობაა 1 მილიარდზე მეტი წევრით, წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ინსტიტუტს და დიდი როლი აქვს ნათამაშები დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში. დღესდღეობით მრავალი ადამიანისთვის კათოლიკური ეკლესია პატივსაცემი დენომინაციაა, თუმცა მის წარსულში არც ისე ცოტა შავ ლაქას შევხვდებით.
ადრეულ ქრისტიანთა წამების შემთხვევები
თავიანთი რწმენის თამამად აღიარების გამო ქრისტიანობის ადრეულ სტადიაში ბევრი ადამიანი დასაჯეს და აწამეს რომის იმპერიაში რელიგიური ნიშნით. ასეთი შემთხვევები ხშირად შთაგონების წყარო და გამხნევების მიზეზი ხდებოდა მათი თანამოაზრეებისთვის.
ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები
წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.
Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ
Quinque viæ, იგივე 5 გზა ან 5 მტკიცებულება – წარმოადგენს 5 არგუმენტს თეიზმის (რწმენის) სასარგებლოდ, რომელიც შემუშავებულ იქნა XIII საუკუნეში რომაული კათოლიკური ეკლესიის თეოლოგისა და ფილოსოფოსის, წმინდა თომა აქვინელის მიერ. ეს არგუმენტები მოყვანილია ნაშრომში “Summa Theologica”.
Quinque viæ ეხება ბიბლიაში აღწერილ იუდეურ-ქრისტიანულ მონოთეისტურ ღმერთს. თუმცა შეიძლება მიესადაგოს სხვა რელიგიებსაც, მაგალითად, ისლამს, სიქიზმს, ვედანტურ და ბჰაქტურ ინდუიზმს, მაგრამ არა პოლითეიზმს, პანთეიზმს, დეიზმს და ა.შ. ცხადია, ეს არგუმენტები არ უნდა იქნას მიჩნეული ღმერთის არსებობის მტკიცებულებად, რადგან გამომდინარე ქრისტიანული ღმერთის არსიდან, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც თავად თომა აქვინელი წერს, ის უბრალოდ შეეცადა, უკეთ აეხსნა ღმერთის არსი.
ინტერნეტ-მითი: სტუდენტი აინშტაინის დიალოგი ლექტორთან
ამ ტიპის ვიდეოები, ზოგჯერ კი იგივე დიალოგი ტექსტის სახით ბევრგან გავრცელდა. მასში მორწმუნე სტუდენტისა და ათეისტი ლექტორის დებატებია, სადაც ბოლოს სტუდენტი იმარჯვებს და ლექტორს უხსნის როგორც ღმერთის არსებობას, ისე ბოროტების წარმოშობის მიზეზს. დიალოგი ასე თუ ისე საინტერესოა, თუმცა აინშტაინს შეცდომით მიაწერეს. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ეს დიალოგი მთლიანად მოგონილია და რეალურ ამბავს არ წარმოადგენს.
განაგრძე კითხვა
ჩარლზ ტეიზ რასელი
ჩარლზ ტეიზ რასელი (1852-1916) პენსილვანიის შტატ ქალაქ ალეგენში დაიბადა, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. მან შემდგომში წამოიწყო დიდი მოძრაობა და შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც დღეს “იეჰოვას მოწმეების” სახელით ვიცნობთ.
ჩარლზის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევრები გახდნენ. ბიჭუნას ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა და 12 წლის ასაკში შეეძლო ბიზნეს-გეგმის დაწერა და კონტრაქტის გაფორმება. ამის გამო მალე მამამისის ბიზნეს-პარტნიორი გახდა ტანსაცმლის ბიზნესში.
13 წლისამ პრესბიტერიანიზმი მიატოვა და კონგრეგაციონალისტებს შეუერთდა. ყურადღებას ხშირად იპყრობდა იმით, რომ ქუჩაში ასფალტზე ცარცით წერდა ხოლმე ამონარიდებს ბიბლიიდან მეორედ მოსვლის შესახებ, თუ რა ბედი ელოდათ ურწმუნოებს.