Tag Archives: ქანდაკება

როგორ გადაჰქონდათ ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე?


საუკუნეების მანძილზე მეცნიერები ცდილობდნენ ამოეხსნათ, როგორ გადაჰქონდათ კოლოსალური ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. ამ მრავალტონიან ქანდაკებებს ადგილობრივები ათრევდნენ ბორბლის, ამწესა და დიდი ცხოველების გარეშე. მეცნიერებმა წარსულში მრავალი ვერსია განიხილეს და ივარაუდეს, რომ ეს ხდებოდა გორგოლაჭების, თოკებისა და მარხილების დახმარებით. ამჟამად კი ახალი თეორიით გამოდის არქეოლოგების წყვილი – ტერი ჰანტი ჰავაის უნივერსიტეტიდან და კარლ ლიპო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: შესაძლოა ამ საქმეში მხოლოდ თოკები და ადამიანური სამუშაო ძალა იყო ჩართული. National Geographic-ის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტების მეშვეობით მათ აჩვენეს, რომ 18 კაცი და 3 გრძელი თოკი საკმარისია 3 მ სიმაღლისა და 5 ტონა წონის მოაის ქანდაკების გადასაადგილებლად.

Advertisements

Jeju Loveland – ეროტიკული პარკი კორეაში (+18)

Jeju Loveland – ეს არის ეროტიკული ხასიათის სკულპტურების პარკი სამხრეთ კორეაში, რომელიც ჯეჯუს კუნძულზე, ღია ცის ქვეშ მდებარეობს. ამ ტიპის პარკი არამარტო უცნაურია, არამედ უჩვეულოც კი, თუ გავითვალისწინებთ კორეელთა მოკრძალებულ და თავდაჭერილ ხასიათს.

განაგრძე კითხვა

კარდიფის გიგანტი

1869 წლის 16 ოქტომბერს ნიუ-იორკის შტატის პატარა წყნარი სოფელი კარდიფი მოულოდნელად გამოცოცხლდა. უილიამ ნიუელის ბეღელის უკან ჩატარებულმა გათხრებმა 3 მეტრი სიგრძის ადამიანის გაქვავებული ნაშთი აღმოაჩინა. ამბავი უმალ მოედო მთელ სოფელს და მალე ამ ადგილს ათასობით ადამიანი მოაწყდა. ერთჯერადი ხილვა 50 ცენტი ღირდა, თუმცა ხალხი უზღვავად იყო და მათი ნაკადი არ წყდებოდა.

მალე დაიწყო ბჭობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს აღმოჩენა. ნაწილი ფიქრობდა, რომ ის გაქვავებული ადამიანი იყო, ნაწილის აზრით – უძველესი ქანდაკება. გაქვავებული ადამიანის თეორიის მომხრეებს არგუმენტად მოჰყავდათ ძველ აღთქმაში ნახსენები ბუმბერაზი ხალხი, მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. ქანდაკების მომხრეები დოქტორ ჯონ ბოინტონის მეთაურობით ამტკიცებდნენ, რომ ის სადღაც მე-17 საუკუნეში უნდა ყოფილიყო დაფლული იეზუიტი მისიონერების მიერ.
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: