Tag Archives: ფუგუ

ზღვის შხამიანი და ნესტრიანი არსებები (National Geographic)


ყვითელტუჩა ზღვის კრაიტის სასიკვდილო შხამი სიძლიერით ათჯერ აღემატება ჩხრიალა გველისას, მაგრამ საბედნიეროდ ეს ქვეწარმავლები იმდენად წყნარები არიან, რომ ადამიანისთვის კბენა ძალიან იშვიათია. კრაიტები თავთხელ ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ მარჯნის რიფებსა და მანგროს ჭაობებში. თუმცა სხვა ზღვის გველების მსგავსად ისინიც წყალხმელეთა ცხოველები არიან და შეუძლიათ, მიწაზე 10 დღე გაძლონ. ზღვის კრაიტები სანაპიროზე მიდიან, როცა სურთ საჭმლის (ძირითადად გველთევზები და თევზები) მონელება, შეწყვილება და კვერცხების დაყრა.

განაგრძე კითხვა

საშიში და მომაკვდინებელი კერძები


ხამანწკები. აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ უმი ხამანწკები შეტანილია ყველაზე რისკიანი საჭმელების სიაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ადამიანის პოტენციალის დაქვეითების მიზეზი ხდებიან. ხამანწკებში მყოფი ორი პათოგენი, რომლებიც თავისუფლად მოქმედების დროს ყველაზე ცუდ შედეგებს იწვევენ, არის ნოროვირუსი (რომელიც იწვევს გასტროენტერიტს – კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას) და ვიბრიო, ქოლერას მონათესავე ბაქტერია, რომელიც ორგანიზმს აავადებს ციებ-ცხელებით, სეპტიკური შოკით, კანზე ამობურცულობებითა და ბებერებით, რიგ შემთხვევებში სეპტიცემიით – მიკროორგანიზმების მიერ სისხლის მოწამვლით, რასაც სასიკვდილო შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: