ისტორიის მსვლელობა მილიარდობით პატარა მომენტზეა დამოკიდებული. იღბლის თუ ვიღაცის დაუფიქრებლობის გამო ჯონ უილკს ბუთის მსგავსი ადამიანი შედის თეატრში ლინკოლნის ლოჟაში და მსოფლიოს ცვლის. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მსგავსი მომენტები სხვა მიმართულებით ვითარდება? ყოველი ალექსანდრ ფლემინგის თუ ლი ჰარვი ოსვალდის საპირწონედ არსებობს ათობით სხვა, რომლებიც ისტორიის ზღრუბლზე იდგნენ, მაგრამ კარები ცხვირწინ მიუხურეს.
ჭდე: ფოტოგრაფია
ველური ბუნების ფოტოები ენდი როუსის მიერ
ენდი როუსი ველური ბუნების პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელსაც მრავალი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ჩერი კირტონის მედალი, რომელსაც სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება გასცემს ფოტოგრაფიის სხვადასხვა დარგების განვითარების, ასევე ველური ბუნებისა და გარემოს დაცვის პოპულარიზებისთვის.
World Press-ის 2012 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები
დასრულდა World Press-ის 2012 წლის ფოტოკონკურსი და წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიებში წამყვანი ადგილები დაიკავეს. თითოეული კატეგორია იყოფოდა ორ ნაწილად: ისტორია და ცალკეული სურათი. ისტორიის ნაწილში ფოტოგრაფებმა წარმოადგინეს ნამუშევრების სერია, ცალკეული სურათის ნაწილში კი – მხოლოდ ერთი.
ალასკის ცივი სილამაზე რეი ბალსონის ფოტოგრაფიაში
რეი ბალსონი ამერიკელი ფრილანსერი ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოგრაფიის სამყაროში 2006 წლიდან მოღვაწეობს. მანამდე 25 წლის განმავლობაში ის ინჟინრად მუშაობდა ქიმიური მრეწველობის სფეროში. რამდენიმე წლის წინ კი ოჯახით ალასკაში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ ადგილობრივი პეიზაჟების გადაღებითაა დაკავებული.
ეს უცნაური მაკროსამყარო
მწერებისა და სხვა პატარა ცხოველების სამყარო საინტერესო და ზოგჯერ სასაცილოცაა. ბალახებში და ხეებზე მობინადრე არსებებზე დაკვირვებისას ადამიანთა თვალწინ ბევრი უცნაური სცენა გადაიშლება ხოლმე. ზოგიერთი ფოტოგრაფი კი ამ ყველაფერს ფირზე აფიქსირებს, რათა შემდეგ მნახველები გააოცოს.
ნადავ ბაგიმის ფოტოგრაფია
აიმიშ ბოი, იგივე ნადავ ბაგიმი 30 წლისაა, ცხოვრობს ისრაელის ქალაქ რამათ-განში და უყვარს ფოტოების გადაღება, განსაკუთრების ბუნების, მაკროსა და პეიზაჟების ჟანრში. ამ საქმეს დაახლოებით 3 წელია, მისდევს.
National Geographic: ველური ცხოველების საუკეთესო ფოტოები (2011)
კონკურსის გამარჯვებული ფოტო – ყავისფერი ვარხვები მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის სითხისგან არიან გაჟღენთილები. ესპანელმა ფოტოგრაფმა დანიელ ბელტრამ ეს სცენა ლუიზიანას შტატის ქალაქ ფორტ ჯექსონში დააფიქსირა. ზოოლოგმა და ფოტოგრაფმა მარკ კარვარდინმა განაცხადა, რომ სურათმა “უბედური შემთხვევისგან ხელოვნება შექმნა”.
კოსმოსის ფოტოგრაფიის გამორჩეული სურათები
დედამიწის პირველი ფოტო სრული ხედით. ცნობილი ფოტო “ლურჯი მარმარილო” 1972 წლის 7 დეკემბერს გადაიღეს, როცა Apollo 17-ის გუნდმა დედამიწა დატოვა და მთვარისკენ აიღო გეზი. სწორი პოზიციის შერჩევით მათ მოახერხეს ლურჯი პლანეტის მკაფიო გამოსახულების მიღება.
განაგრძე კითხვა
პირველი მერცხლები ფოტოგრაფიაში
გამორჩეული ისტორიული ფოტოები, რომლებიც რაღაცით პირველები იყვნენ:
პირველი ფოტო ისტორიაში. ქიმიასა და ოპტიკაში განხორციელებული ძვრებისა და პროგრესის შემდგომ შესაძლებელი გახდა ფოტოს გადაღება. 1826 წელს მეცნიერი ჯოზეფ ნიფსი გახდა ავტორი პირველი ფოტოსი, რომელსაც უწოდა “ლე გრასის ხედი ფანჯრიდან”. მის მისაღებად კამერით რამდენიმე საათის განმავლობაში პოზიორობა იყო საჭირო.
განაგრძე კითხვა