Tag Archives: ფინეთი

ჩრდილოეთის ციალი 2011-2012 (ვიდეო)

ჩრდილოეთის ციალი 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთარში ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში.

Advertisements

ფინეთი – ათასი ტბის ქვეყანა


ფინურ ჰაერსა და სულში ისეთი სიცოცხლისუნარიანობა იგრძნობა, რომ მრავალი ადამიანისთვის ეს ქვეყანა მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად, სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლებით, მისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელი და დაუმუშავებელია. ფინეთში ნახავთ როგორც თანამედროვე და განვითარებულ დედაქალაქ ჰელსინკს, ისე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებულ ვრცელ ტყიან სივრცეებს, როგორიცაა ლემენიოკისა და ოულანკას ეროვნული პარკები. ეს ველური ბუნება არაჩვეულებრივია საზაფხულო ლაშქრობებისთვის. სწორედ ამ დროს ივსება ფინეთი სიცოცხლით, ტარდება უამრავი ფესტივალი, ხალხიც შესაბამის განწყობაზეა.

განაგრძე კითხვა

National Geographic: არქტიკა ზემოდან

%d bloggers like this: