ყველას ახსოვს სტივენ სპილბერგის მიერ 1977 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები”, რომელშიც ასახულია პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან. თუმცა მცირეოდენი თუ აცნობიერებს, რომ ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე აღტაცებულ მეცნიერებს სჯეროდათ – სულ მცირე, ცოტა ხნით მაინც – რომ შესაძლოა უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალი დაიჭირეს.
ჭდე: უცხოპლანეტელები
ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც ასტრონომებს უცხოპლანეტელთა სიგნალი ეგონათ
მეცნიერულ სამყაროში ამ კვირას მითქმა-მოთქმა ატყდა უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შესაძლო აღმოჩენის შესახებ. მოსაზრება უდავოდ დამაინტრიგებელია, თუმცა ჯეროვან სკეპტიციზმსაც საჭიროებს. წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ დროებით აუხსნელი ბუნებრივი მოვლენები ხშირად ეშლებათ უცხოპლანეტელებში. ქვემოთ იხილავთ რამდენიმე მაგალითს.
რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან?
მეცნიერთა გამოთვლებით, 100 მილიარდი პლანეტაა „ირმის ნახტომში”, რომელიც თავად ასობით მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთია. ვიცით, რომ ერთ-ერთ პლანეტაზე, დედამიწაზე, სიცოცხლე აღმოცენდა, მაგრამ მისი მსგავსი დასახლებადი პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევიან, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში მილიონობით უნდა იყოს. ეს კი დიდ კითხვას აჩენს: სად არიან უცხოპლანეტელები?
3 რამ, რასაც სტივენ ჰოკინგის აზრით კაცობრიობის განადგურება შეუძლია
სტივენ ჰოკინგი უმეტესობისთვის ცნობილია, როგორც შავ ხვრელებსა და გრავიტაციულ სინგულარობებზე ნაშრომების ავტორი, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულმა ფიზიკოსმა სახელი გაითქვა თავისი გულახდილი განცხადებებითაც იმ საფრთხეების შესახებ, რამაც შეიძლება ადამიანთა ცივილიზაციას ბოლო მოუღოს.
დედამიწის უდიდესი ტელესკოპი უცხოპლანეტელების ძიებაში
დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სერო არმაზონესზე, ჩილეში მდებარე მთაზე. აქ იწყება დედამიწის უდიდესი ტელესკოპის მშენებლობა და მისი სახელი იქნება „ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი” (E-ELT). სახელი თითქოს გაზვიადებული ჩანს, მაგრამ არ ტყუის. E-ELT მინიმუმ ათჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე არსებული ნებისმიერი ტელესკოპი და საკმარისად მგრძნობიარე საიმისოდ, რომ მზის სისტემის მიღმა სიცოცხლე შენიშნოს.
როგორები იქნებიან უცხოპლანეტელები?
თუკი ჰოლივუდური ფილმების გჯერათ, სავარაუდოდ დაასკვნით, რომ უცხოპლანეტელები ანტიჰუმანურად განწყობილი გიგანტურები არსებები არიან. რადგანაც მეცნიერები ხშირად არ იღებენ ფილმებს და ჰოლივუდის სცენარისტებიც დიდად არ ბრწყინავენ მეცნიერულ დარგებში, ეს არც ისე ზუსტი აღწერილობაა კოსმოსური ორგანიზმებისთვის. თუკი ოდესმე უცხოპლანეტელები გვესტუმრებიან, დიდი ალბათობით ისინი სრულიად განსხვავებული იქნებიან ჩვენს გონებაში წარმოდგენილი არსებებისგან. თანამედროვე მეცნიერები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ რა შტრიხები უნდა ჰქონდეთ უცხოპლანეტურ სახეობებს, რათა გადმოლახონ გალაქტიკა და ჩვენს ლურჯ პლანეტას ესტუმრონ.
10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ
ამ მომენტში ძნელია დაზუსტებით თქმა, მარტონი ვართ სამყაროში თუ ჩვენ გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე. უცხოპლანეტელების თემა მრავალი ადამიანის ინტერესის სფეროა და დროთა განმავლობაში გარკვეული შეხედულებებიც ჩამოყალიბდა, რომელთა მიხედვითაც ისინი დიდწილად ჩვენი მსგავსნი არიან. ზოგადი აზრის განვითარებაში თავისი როლი ითამაშა ფილმებმა და ხელოვნების სხვა დარგებმა. მოდი, დროებით ჩავთვალოთ, რომ კაცობრიობამ მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომ გაუჩნდა შანსი, დაამყაროს პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ სახეობასთან ან ცივილიზაციასთან. რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ მათ შესახებ? რა საკითხებით უნდა დავინტერესდეთ პირველ რიგში? არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც როგორც მეცნიერებაში, ისე სამეცნიერო ფანტასტიკაში წამყვან ადგილს იკავებს.
სტივენ ჰოკინგი უცხოპლანეტელების შესახებ
გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიცაა: არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? თუ არსებობენ, სად შეიძლება მათი პოვნა? როგორ გამოიყურებიან? რისგან შედგებიან? არიან თუ არა ინტელექტუალურები? და თუკი მათ ვიპოვით, როგორი გავლენა ექნება ამას კაცობრიობაზე?
ადამიანური ქმნილებები, რომლებსაც უცხოპლანეტელებს მიაწერენ
ისტორიის მანძილზე კაცობრიობა მუდამ ცდილობდა, ახსნა ეპოვნა ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც იმ მომენტში მათი გონებისთვის მიუწვდომელი იყო. ამ მცდელობამ მრავალფეროვანი ვარიანტები წარმოშვა – ღმერთები და დემონები, მოჩვენებები და სულები, ზებუნებრივი არსებები და უცხოპლანეტელები. როგორც კვლევები აჩვენებს, ყოველ მეოთხე ამერიკელს სჯერა, რომ დედამიწაზე შემჩნეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უმცირესი ნაწილი მაინც სამყაროს სხვა წერტილში მყოფი ცივილიზაციის შემოქმედებაა. მრავალ ადამიანს სწამს, რომ ჩვენს პლანეტას წარსულში უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ და შესაძლოა, მსგავსი მოვლენები ამჟამადაც ფიქსირდება. თუმცა მათი არსებობის „მტკიცებულებების” უმეტესობას რეალურად სხვა ახსნა აქვს.
ამბები უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების გატაცებაზე
სტუმრობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწას და ატარებენ თუ არა ადამიანებზე ექსპერიმენტებს? ეს კითხვა დიდი ხნის განმავლობაშია დავის საგანი და ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად რჩება. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელებმა მათთან გარკვეული ფორმით კონტაქტი დაამყარეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო ასეთი ამბები ხშირად ხდება პოპულარული და მითქმა-მოთქმის საგანი.