სახლში გადაღებულმა სახალისო ვიდეომ შტურმით აიღო იუტუბი და ახალ ინტერნეტ-ფენომენად იქცა. აიტვირთა 14 თებერვალს და ამ მომენტში 20,859,431-ჯერაა ნანახი. ორწუთიან კლიპში 17 თვის ტყუპი ძმები – სემი და რენი – “ლაპარაკობენ”, იცინიან და ჟესტებით ურთიერთობენ, მაღლა წევენ ხელებს და თავს იქნევენ. მათი საუბარი მანერებით ძალიან ჰგავს უფროსებისას, ამასთან საოცრად ესმით ერთმანეთის ენის. ვიდეოს პოპულარობის მიზეზიც ალბათ ეს გახდა.