მორიგი 20 ნამდვილი ფოტო, რომლებიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა


დროის გასვლასთან ერთად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება და შესაბამისად იმატებს ვებ-სივრცეში გაზიარებული ინფორმაციაც. ყოველწლიურად მრავალი უცნაური და ზოგჯერ შოკისმომგვრელი ფოტო ვრცელდება, რომელთა რეალურობაში ზოგჯერ ეჭვი ეპარებათ ხოლმე. ქვემოთ მოყვანილია მომდევნო 20 ფოტო, რომელთა პოპულარობაში ასე თუ ისე დიდი წილი ინტერნეტს მიუძღვის. თუმცა წინა ნაწილისგან განსხვავებით, აქ შეხვდებით ისტორიულ ფოტოებსაც, რომლებიც ინტერნეტის გამოგონებამდე გადაიღეს. ოცივე მათგანი რეალურია, მაგრამ რიგ შემთხვევებში საკამათოა მათი წარმოშობის ისტორია.

განაგრძე კითხვა

კოსმოსის ფოტოგრაფიის გამორჩეული სურათები


დედამიწის პირველი ფოტო სრული ხედით. ცნობილი ფოტო “ლურჯი მარმარილო” 1972 წლის 7 დეკემბერს გადაიღეს, როცა Apollo 17-ის გუნდმა დედამიწა დატოვა და მთვარისკენ აიღო გეზი. სწორი პოზიციის შერჩევით მათ მოახერხეს ლურჯი პლანეტის მკაფიო გამოსახულების მიღება.
განაგრძე კითხვა

პირველი მერცხლები ფოტოგრაფიაში

გამორჩეული ისტორიული ფოტოები, რომლებიც რაღაცით პირველები იყვნენ:


პირველი ფოტო ისტორიაში. ქიმიასა და ოპტიკაში განხორციელებული ძვრებისა და პროგრესის შემდგომ შესაძლებელი გახდა ფოტოს გადაღება. 1826 წელს მეცნიერი ჯოზეფ ნიფსი გახდა ავტორი პირველი ფოტოსი, რომელსაც უწოდა “ლე გრასის ხედი ფანჯრიდან”. მის მისაღებად კამერით რამდენიმე საათის განმავლობაში პოზიორობა იყო საჭირო.
განაგრძე კითხვა