Tag Archives: სოციალური ქსელი

Google Plus-ს 2012 წლის ბოლოს 400 მილიონი მომხმარებელი ეყოლება


“გუგლის” სოციალური ქსელი ნელ-ნელა იკრებს ძალას. ამერიკელი ანალიტიკოსის, პოლ ალენის თქმით, 2012 წლის ბოლოს Google Plus-ის წევრთა რაოდენობა 400 მილიონს გადააჭარბებს. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში მოხდა და ყოველდღიურად დაახლოებით 625 000 ახალი მომხმარებელი ემატება. დეკემბრის ბოლოს სოციალური ქსელი 62 მილიონიან ნიშნულს გადაცდა, რომელთაგან მეოთხედი ბოლო 1 თვეშია რეგისტრირებული. ამაში “გუგლს” ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ყოველდღე “ანდროიდის” 700 000 მოწყობილობა იყიდება, რაც Google Plus-ზე რეგისტრაციას აადვილებს.

გუგლი ახალ სოციალურ ქსელს ქმნის

გუშინ, 29 ივნისს, “გუგლმა” გაუშვა ახალი პროექტი – სოციალური ქსელი სახელად Google+, რომელიც, ავტორთა ჩანაფიქრით, ფეისბუქის სერიოზული კონკურენტი უნდა გახდეს. მთავარი აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოებაზე, ანუ ფეისბუქის სუსტ წერტილზე.
განაგრძე კითხვა

რა ხდება ინტერნეტში 60 წამის განმავლობაში?

ყველამ ვიცით, რომ ინტერნეტ-სივრცე ყოველთვის აქტიური და ხმაურიანია, თუმცა ის, რასაც ექსპერტების დასკვნა აჩვენებს, ჩვენს მოლოდინს აღემატება – 700 000 კითხვა გუგლში, 168 მილიონი გაგზავნილი ელფოსტა და 98 000 ტვიტი ტვიტერზე. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: