იეტი კიბორჩხალა იმდენად განსხვავებული სახეობაა, რომ მისი კლასიფიკაციისთვის მეცნიერებმა ცხოველების ახალი ოჯახი შექმნეს – Kiwaidae. მას წყნარ ოკეანეში, 2300 მეტრის სიღრმეზე წააწყდნენ აღდგომის კუნძულიდან 1500 კმ-ით სამხრეთით. მისი თმიანი მარწუხები და კიდურები ბაქტერიების კოლონიის მასპინძელია. ამ ბაქტერიებს სავარაუდოდ საკვებად იყენებს, რათა თავი დაიცვას ვულკანური ამოფრქვევების შედეგად გამოთავისუფლებული ტოქსიკური სითხეებისგან. ასევე შეიძლება სენსორების ფუნქცია ჰქონდეს – იყენებდეს მეწყვილის საპოვნელად, რადგან თავად ბრმაა.