სამყარო კვდება


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკები შემაშფოთებელი ტემპით კარგავენ ენერგიას და ადასტურებენ, რომ სამყაროში არსებული მთელი ენერგია საბოლოოდ არაფრად იქცევა. 200 000 გალაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ენერგიის ნახევარი მხოლოდ 2 მილიარდ წელიწადში დაკარგეს. „სამყარო ნელ-ნელა კვდება”, ავისმომასწავებლადაა აღნიშნული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის განცხადებაში.

განაგრძე კითხვა

ადამიანები, რომლებმაც კოშმარული განსაცდელები გადაიტანეს


● მიშელინა ლევანდოვსკა – დამარხეს ცოცხლად.
მიშელინა ლევანდოვსკამ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პოლონელმა ემიგრანტმა, 2012 წლის იანვარში სასამართლო სხდომაზე აღწერა, თუ როგორ დამარხეს ცოცხლად ხელფეხშეკრული, მუყაოს ყუთში, და როგორ ნელ-ნელა ეხუთებოდა სული: „ვიწრო კუბოში ვიწექი და მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ მალე მოვკვდებოდი.. ღმერთს ვევედრებოდი, დამხმარებოდა და გადავერჩინე, რათა ჩემი ვაჟი ისევ მენახა.” მიშელინას 3 წლის შვილი ჰყავდა მისი საქმროსგან, მარსინ კასპრზაკისგან, რომელმაც ის ცოცხლად დამარხა. მას შემდეგ, რაც მიშელინასთან ყოფნა „მობეზრდა”, თავის მეგობართან, პატრიკ ბორისთან ერთად შეიმუშავა მისი მოცილების გეგმა. მარსინმა გოგონა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ ხელები და ფეხები შეუკრეს და მომდევნო რამდენიმე საათი სავარაუდოდ სამოქმედო გეგმას აზუსტებდნენ. საბოლოოდ ის მუყაოს ყუთში მოათავსეს და უკაცრიელი ადგილისკენ გაეშურნენ, რათა ცოცხლად დაემარხათ, თუმცა ღრმა ორმო არ ამოუთხრიათ. მიშელინამ საქორწინო ბეჭდის დახმარებით ნასკვის გადაჭრა მოახერხა და კიდურები გაითავისუფლა, მალე კი ამოსვლაც მოახერხა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სუნთქვა და სიარული უჭირდა, კოშმარები კი დიდხანს გაჰყვა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, თითოეულს 20 წელი მიუსაჯეს.

განაგრძე კითხვა

ცხოველის მიერ ადამიანის მოკვლის 10 ყველაზე საშინელი ვარიანტი


ბუნება ძალიან ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ ზოგჯერ – მომაკვდინებელი და საძაგელიც კი. წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ ვარიანტებს, რომლითაც ადამიანმა შეიძლება ცხოველის ხელში დაასრულოს სიცოცხლე.

განაგრძე კითხვა

სიკვდილთან დაკავშირებული უცნაური სტატისტიკები


ყველას გვსმენია ძირითადი სტატისტიკის შესახებ – რომ ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება სიმსივნით, ავარიაში მოყოლითა და სხვადასხვა დაავადებებით. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ არც ისე ცოტა ადამიანი კვდება საწოლიდან გადმოვარდნით ან ჭიანჭველას ნაკბენით?

განაგრძე კითხვა

კამერაზე აღბეჭდილი ფატალური შემთხვევები


ვიდეოკამერის გამოგონების შემდეგ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მომენტები გადაეღოთ, შეენახათ და შემდეგ სხვისთვის ეჩვენებინათ. ამ ვიდეოებში ასახულია ნეგატიური მოვლენები – გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევები, რომლებმაც ადამიანთა სიცოცხლეები იმსხვერპლეს და რომლებიც შემთხვევით აღიბეჭდა. მსგავსი ვიდეოები ხშირად ხდება შესწავლის ობიექტი, მკვლევარები საათების განმავლობაში აანალიზებენ მათ, რათა მომავალში მსგავსი რამეები თავიდან აიცილონ.

განაგრძე კითხვა

დრაკონის წყევლა

ბრიუს ლი – ეს იყო გენია, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძი გახდა. მებრძოლი, რომელმაც უამრავ ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგა. თითქმის 40 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ბევრი დეტალი დღესაც ბუნდოვანია. გაურკვეველია რა იყო ეს – წყევლა, შურისძიება თუ უბრალოდ შემთხვევითობა?
განაგრძე კითხვა