სანა დალავეი შვედი მხატვარია, რომელსაც ფოტოების დამუშავებაც შესანიშნავად გამოსდის. ბოლო პერიოდში მან ხელი მიჰყო ძველი ფოტოების აღდგენასა და გაფერადებას. ბევრ ადამიანს რომ ენახა მისი ნიჭი, დალავეიმ გასული საუკუნეების რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო აიღო და დღევანდელ ფერად სტილში გადააკეთა. მის მიერ გაფერადდა ალბერტ აინშტაინის, ერნესტო ,,ჩე” გევარას, უინსტონ ჩერჩილის, ჩარლზ დარვინისა და სხვა ცნობილი პიროვნებების სურათები.