ისინი ჩვენი სამყაროს „შუქურებად” არიან ცნობილი – მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც გამოყოფენ ელექტრომაგნიტური რადიაციის სხივებს და ეს სხივები მხოლოდ მაშინაა ხილული, თუკი თქვენი მიმართულებით მოძრაობენ. პულსარებად ცნობილ ვარსკვლავურ ნაშთებს ასე იმიტომ უწოდეს, რომ მათი გამოსხივებები თითქოს კოსმოსში „პულსირებენ”.
ეს უძველესი ობიექტები არამარტო გასაოცრები და შესანიშნავები არიან დაკვირვებისთვის, არამედ სარგებელიც მოაქვთ ასტრონომებისთვის…
ანტიკური ხანის ასტრონომები ცის მოძრაობას აღნუსხავდნენ, ბეჯითად აღნიშნავდნენ ხოლმე გადაადგილებებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. მთვარის გამოსახულება პატარ-პატარა ტემპებით ყოველღამე იცვლებოდა, ჩვენი პლანეტარული მეგობრები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, იშვიათად კი მოკაშკაშე ყინულოვანი მაწანწალები ჩაგვიქროლებდნენ ხოლმე.
მაგრამ ვარსკვლავები? ისინი ძირითადად ერთ ადგილზე რჩებოდნენ, ამიტომ როცა ახალი, ვარსკვლავის მსგავსი ნათება ცოტა ხნით გამოჩნდებოდა და შემდეგ ფერმკრთალდებოდა, დედამიწაზე მყოფი ცის დამკვირვებლები აუცილებლად შენიშნავდნენ ხოლმე.
მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებს სჯერათ, რომ აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ალმასისგანაა აგებული. ჯუჯა პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში მდებარეობს და სავარაუდოდ წარსულში მასიური ვარსკვლავი იყო, შემდეგ კი ძვირფასი ქვის პლანეტად გარდაიქმნა. ჩეშირის ობსერვატორიაში მკვლევართა ჯგუფმა ჯერ პულსარი (ნეიტრონული ვარსკვლავი) აღმოაჩინა, შემდეგ კი ტელესკოპით დაკვირვებისას მის გარშემო მოძრავი ობიექტიც შენიშნეს. ბრიტანელ მეცნიერებს ეთანხმებიან ამერიკელი, გერმანელი, იტალიელი და ავსტრალიელი კოლეგებიც. მათი თქმით, “ალმასის პლანეტა” ვარსკვლავის ნარჩენია.
ახლადაღმოჩენილი ობიექტი დიამეტრით დაახლოებით 64 000 კმ-ია, რაც დედამიწისას ხუთჯერ აღემატება. თუმცა ის იმდენად ახლოსაა პულსართან, რომ უფრო დიდი ზომის შემთხვევაში ვარსკვლავის გრავიტაციული ძალების გავლენით ნაწილებად დაიშლებოდა. პლანეტის მასა მზისას 1.4-ჯერ აღემატება და წუთში 10 000 ბრუნს აკეთებს. პულსარის გარშემო შემოსავლელად მას 2 საათი და 10 წუთი სჭირდება და მისგან დაახლოებით 600 000 კმ აშორებს, რაც ცოტათი ჩამორჩება მზის რადიუსს. პატარა ზომის მიუხედავად, პლანეტა იუპიტერზე მძიმეა.