ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. შესაძლოა კაცობრიობისთვის ახალი დასახლებადი პლანეტის ძიებაში იყოთ ან უბრალოდ კოსმოსში მოგზაურობთ და არასწორ ადგილას აღმოჩნდით. როგორი გარემოებაც გინდა იყოს, ვეჩეხებით ერთ-ერთ საუკუნოვან კითხვას: რა მოხდება, თუკი შავ ხვრელში აღმოჩნდებით?
იქნებ ფიქრობთ, რომ გაიჭყლიტებით ან ნაწილებად გაიხლიჩებით? რეალობა ამაზე გაცილებით უცნაურია.
● სასტუმროს უსასრულობა
სასტუმროს უსასრულობის პარადოქსი ხშირად გამოიყენება უსასრულობის იდეის ასახსნელად. გონებაში წარმოიდგინეთ სასტუმრო, ოღონდ განსხვავებით სხვებისგან, მას ოთახების უსასრულო წყება აქვს. ასევე უსასრულოა მასში დაბინავებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ოთახებს იკავებენ. თქვენ შედიხართ სასტუმროში და ითხოვთ ოთახს, მაგრამ მენეჯერი გეუბნებათ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა ცოტა ხანში წამოიძახებს: „მოიცადეთ! პირველი ოთახის მობინადრეს მეორეში გადავიყვან.” და ასე იქცევა ყველასთან მიმართებაში, პირველი გადაჰყავს მეორე ოთახში, მეორე – მესამეში და ა.შ. უსასრულო რაოდენობის ადამიანები ნაწილდებიან უსასრულო რაოდენობის ოთახებში. მაგრამ აქ მიიღება ორგვარი უსასრულობა: პირველი არსებობდა სასტუმროში თქვენს მისვლამდე – სტუმრები და ოთახები. ახლა კი სტუმრების რაოდენობას კიდევ ერთი მიემატა. არის თუ არა ეს უსასრულობას დამატებული ერთი? რომელი უფრო დიდია მათგან? რამდენად თავსებადია ერმანეთთან ის, რომ ყველა ოთახში ვიღაცაა, მაგრამ უსასრულობის გამო მაინც შეგვიძლია ახალი მსურველების დაბინავება?
ადამიანის გონება საოცარი რამაა. ცოდნა და ფიქრის უნარი გვაძლევს საშუალებას, სწრაფად დავამუშავოთ ინფორმაცია. შეიძლება ერთ საკითხზე ფიქრობდეთ, მაგრამ ტვინის ქვეცნობიერი ათასობით სხვა იდეებს ამუშავებდეს. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ტვინი არაა სრულყოფილი, მას გააჩნია ხარვეზები, უშვებს შეცდომებს, რაც გარკვეულ სიტუაციებში ვლინდება. ეს ემართება ყველას, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, განათლებისა, ინტელექტისა და სხვა ფაქტორებისა.
პარადოქსული ქმედებები, რომლებიც არაადეკვატურ რეაქციებსა და ქცევებში გამოიხატება, მილიონობით ადამიანს ახასიათებს. ამის გამოსასწორებლად ხშირად საჭიროა ფსიქოთერაპია, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს.