Tag Archives: ომი

ადამიანები, რომლებმაც კინაღამ ისტორია შეცვალეს


ისტორიის მსვლელობა მილიარდობით პატარა მომენტზეა დამოკიდებული. იღბლის თუ ვიღაცის დაუფიქრებლობის გამო ჯონ უილკს ბუთის მსგავსი ადამიანი შედის თეატრში ლინკოლნის ლოჟაში და მსოფლიოს ცვლის. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მსგავსი მომენტები სხვა მიმართულებით ვითარდება? ყოველი ალექსანდრ ფლემინგის თუ ლი ჰარვი ოსვალდის საპირწონედ არსებობს ათობით სხვა, რომლებიც ისტორიის ზღრუბლზე იდგნენ, მაგრამ კარები ცხვირწინ მიუხურეს.

განაგრძე კითხვა

Advertisements

ადამიანი, რომელმაც ჰიტლერი შეიწყალა


კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ამაზრზენი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის, კარიერა მილიონობით ადამიანის წამებასა და განადგურებაზე იყო აგებული. თუმცა ამის აცილება შეეძლო ერთ ადამიანს, სახელად ჰენრი ტენდის, სულ რაღაც ერთი ტყვიის დახმარებით 1918 წელს. ბევრისთვის სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა.

განაგრძე კითხვა

ვიეტნამმა პირველი ვიდეოთამაში გამოუშვა

ვიეტნამმა გამოუშვა ვიდეოთამაში სახელად 7554, რომელიც 1954 წელს ფრანგებზე გამარჯვებას ეძღვნება. დასახელება მოდის ისტორიული თარიღიდან – 1954 წლის 7 მაისი. თამაშის პრეზენტაცია ვიეტნამში გასული წლის 16 დეკემბერს მოხდა, ჩრდილო ამერიკაში კი ამა წლის თებერვალშია დაგეგმილი. მისი დეველოპერია კომპანია “Emobi Games”, რომელმაც 7554-ის შესაქმნელად სამი წლის განმავლობაში დაახლოებით $800 000 დახარჯა.

ჰირო ონოდა – არანაირი უკან დახევა!

იაპონიას გმირები ყოველთვის ჰყავდა, როგორც შორეულ, ისე ახლო წარსულშიც. ერთ-ერთი მათგანია ჰირო ონოდა, რომლის გმირობასაც ცოტა უცნაური ელფერი დაჰკრავს. ლეიტენანტმა ონოდამ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგაც კი არ შეწყვიტა ბრძოლა და წყნარი ოკეანის ფრონტზე დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 29 წელი გაატარა ფილიპინებში, კუნძულ ლუბანგის საშინელ ჯუნგლებში. თავს ესხმოდა ფილიპინურ მატარებლებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მთელი 29 წელი ეს ადამიანი იყო პარტიზანი და მოქმედებდა ხელმძღვანელის მითითებების გარეშე.

განაგრძე კითხვა

ავღანელი გოგონას ისტორია

1985 წელს მისი სურათი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო აალაპარაკა მისი თვალების სილამაზემ, თვალების, რომლებშიც ერთდროულად ბავშვურობა და მძვინვარება იმალებოდა.
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: