დიდი ხნით ადრე, სანამ მატერიის ატომური თეორია შეიქმნებოდა, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ჰაერი რეალურად არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ უჩინარი იყო. ისინი ხედავდნენ ჰაერის მოქმედებას, როცა ქარი ხეებზე ფოთლებს აშრიალებდა.
ჭდე: ნაწილაკი
რა დაემართება შავ ხვრელში მოხვედრილ ადამიანს?

მძიმე ობიექტები თავად სივრცეს ამრუდებენ
ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. შესაძლოა კაცობრიობისთვის ახალი დასახლებადი პლანეტის ძიებაში იყოთ ან უბრალოდ კოსმოსში მოგზაურობთ და არასწორ ადგილას აღმოჩნდით. როგორი გარემოებაც გინდა იყოს, ვეჩეხებით ერთ-ერთ საუკუნოვან კითხვას: რა მოხდება, თუკი შავ ხვრელში აღმოჩნდებით?
იქნებ ფიქრობთ, რომ გაიჭყლიტებით ან ნაწილებად გაიხლიჩებით? რეალობა ამაზე გაცილებით უცნაურია.
რა მოგვცა ბირთვული ფიზიკის განვითარებამ?
უკვე 103 წელი გავიდა ბირთვული ფიზიკის დაბადებიდან, როცა მანჩესტერის უნივერსიტეტში ერნესტ რეზერფორდის, ჰანს გაიგერისა და ერნესტ მარსდენის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ავტორებს უბიძგა დასკვნისკენ, რომ ატომები შედგებიან პაწაწინა, დადებითად დამუხტული ბირთვისგან, რომელსაც გარს უვლიან უარყოფითად დამუხტული ელექტრონები.
უმასო ნაწილაკის აღმოჩენამ შესაძლოა ელექტრონიკის რევოლუცია მოახდინოს
მკვლევართა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება უმასო ნაწილაკის თეორიული ტიპის, ვეილის ფერმიონების არსებობაზე. აღმოჩენის ავტორები არიან ნიუ-ჯერსიში მდებარე პრინსტონის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები. აღმოჩენა შეიძლება ელექტრონიკის ახალი, გაუმჯობესებული ეპოქის მაუწყებელი იყოს.
ის, რაც უნდა იცოდეთ დაკ-ის ბოლო აღმოჩენაზე – პენტაკვარკებზე
დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა (დაკ), რომელიც ცნობილია ჰიგსის ბოზონის აღმოჩენით, კიდევ ერთ აქამდე მიუწვდომელ და უცნაურ ნაწილაკს მიაგნო. მსოფლიოში უდიდეს ნაწილაკების ამაჩქარებელზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ ექსპერიმენტების მეორე სერია დაიწყო, რომელშიც იყენებენ გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე 2012 წელს – ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისას. თუმცა ერთ-ერთი ჯგუფი, LHCb (Large Hadron Collider beauty), ამუშავებდა ექსპერიმენტების პირველი სერიიდან მიღებულ ინფორმაციას მილიარდობით ნაწილაკის შეჯახების შესახებ და განცხადება გაავრცელეს ახალი რამის, პენტაკვარკების აღმოჩენის შესახებ.
მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაცია განახორციელეს
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაციის საკითხში განახორციელეს სერიოზული წინსვლა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ აინშტაინი ცდებოდა კვანტური გალახლართვის საკითხში, როცა მას „მოჩვენებითი დისტანციური ქმედება” უწოდა.
დელფტის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების დეპარტამენტის ფიზიკოსებმა შედეგები გამოქვეყნეს ჟურნალში „Science”. მათი თქმით, მოახერხეს კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა ალმასის ორ სხვადასხვა ნაჭერს შორის, რომლებსაც ერთმანეთისგან 3 მეტრი აშორებდათ.
10 უჩვეულო ფაქტი ფარდობითობიდან კვანტურ ფიზიკამდე
ფიზიკა მეცნიერების უცნაური დარგია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორედ აქ აღმოაჩენთ, რომ ნაწილაკები შეიძლება სულაც არ იმყოფებოდნენ ერთ ადგილზე და ალბათობის სახით არსებობდნენ. დრო იცვლება იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად მოძრაობთ. კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, სანამ ყუთს არ გახსნით. წარმოგიდგენთ ყველაზე უჩვეულო ფაქტებს ფიზიკის სამყაროდან, რომელიც კოსმოლოგმა და მწერალმა მარკუს ჩოუნმა შეკრიბა.
2013 წლის მთავარი მეცნიერული სიახლეები
● ღეროვანი უჯრედებით ორგანო შეიქმნა.
პლურიპოტენციური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მკვლევარებმა შექმნეს მინიატურული ღვიძლი, რომელსაც მეტაბოლიზმის უნარი ჰქონდა. ხოლო როცა თაგვის ორგანიზმში გადანერგეს, შესაძლებელი გახდა მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირება. რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? ორგანოების გადანერგვის ტრადიციული მეთოდის შემდეგ პაციენტს უწევს იმუნიტეტის დამაქვეითებელი წამლების მიღება, რათა ორგანიზმმა ახალ და მისთვის უცხო ორგანოს ბრძოლა არ გამოუცხადოს. ორგანიზმი მას აღიქვამს უცხო სხეულის ნაწილად და შესაბამისად, პოტენციურ საფრთხედ. ამიტომ ოპერაციის შემდგომ სიცოცხლის ბოლომდე წამლების მიღება აუცილებელია გართულებების რისკის შესამცირებლად. ხოლო ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ ეს საჭირო აღარ იქნება, რადგან ორგანო პაციენტის ღეროვანი უჯრედებით მიიღება და მისივე გენები აქვს.
კვანტური მექანიკა – სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელია
ათასობით წლების განმავლობაში კაცობრიობა ცდილობდა ამოეხსნა სამყაროს მოქმედების საიდუმლო. ამ პერიოდში ბევრი აღმოჩენა გაკეთდა, ბუნების კანონების წყება აღწერს პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების მოძრაობას. მაგრამ უკვე ვიცით, რომ ფუნდამენტურ დონეზე სიტუაცია უფრო ბუნდოვანია, რადგან მეცნიერებმა აღმოაჩინეს რევოლუციური კანონების წყება, რომელმაც შეცვალა სამყაროსა და რეალობაზე არსებული წარმოდგენა. ეს არის კვანტური მექანიკის კანონები.
მეცნიერებმა სავარაუდოდ „ღმერთის ნაწილაკი” აღმოაჩინეს
ოთხშაბათ დილას (4.06.2012) ჟენევაში გამართულ აუდიენციაზე „ცერნის” გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა დაადასტურა, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ორი სხვადასხვა ჯგუფი 99%-ზე მეტითაა დარწმუნებული, რომ აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, იგივე „ღმერთის ნაწილაკი”. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არის აქამდე უცნობი ნაწილაკი, რომელიც ზუსტად იქ იყო, სადაც ჰიგსის არსებობას ვარაუდობდნენ.