რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?


ზებრას ზოლები განუვითარდა აბეზარი მწერების მოსაცილებლად – ასეთია ამ საკითხის შესახებ ყველაზე სრულყოფილი კვლევის დასკვნა.

ზებრების სამივე სახეობას უფრო მუქი ზოლები აქვს, ვიდრე სხვა აფრიკულ ცხოველებს, როგორიცაა კამეჩი და ანტილოპა. ეს ე.წ. „ზოლების გამოცანა” საუკუნეზე მეტხანს იყო თავსატეხი მეცნიერებისთვის, მათ შორის დარვინისთვის, რის შედეგადაც შემუშავდა 5 ძირითადი ჰიპოთეზა: ზოლები იგერიებენ მწერებს, აქვთ კამუფლაჟის ფუნქცია, აბნევენ მტაცებლებს, ამცირებენ სხეულის ტემპერატურას ან ეხმარებიან ცხოველებს სოციალურ ურთიერთობაში.

განაგრძე კითხვა

მწერები არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით


● ორქიდეის ჩოქელა ყვავილს ჰგავს
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები. თუმცა მას სხვა წევრებისგან გამოარჩევს კამუფლაჟის საოცარი უნარი, რომლითაც ორქიდეას ეხამება, სახელიც აქედან მიიღო. ნოტიო და თბილი ადგილების მოყვარული ორქიდეის ჩოქელა პატარაობაში შავ და ნარინჯისფერ ფერებშია გამოწყობილი, მაგრამ ზრდასთან ერთად ფერები მკრთალდება და გარემოს ემსგავსება. ყველაზე ხშირად მის სხეულს თეთრი და მოვარდისფრო ტონები დაკრავს. სილამაზისა და უჩვეულო კამუფლაჟის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ბევრს სახლშიც ჰყავს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა: როგორც ყველა ჩოქელა, ეს არსებაც ძალიან აგრესიული მტაცებელია და ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს.

განაგრძე კითხვა

როგორ იცავენ თავს მწერები თავსხმა წვიმის დროს


ყველა ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა კოკისპირულ წვიმაში და გალუმპულა. უამრავი ადამიანისთვის ეს არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა როგორც ირკვევა, არამხოლოდ ადამიანებისთვის. ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ წვიმიან ამინდში მოხვედრა დიდად არც მწერებს სიამოვნებთ.

განაგრძე კითხვა

ფაქტები ტარაკნებზე


ტარაკნების ტაქსონომიურ რიგში დაახლოებით 4500 სახეობა შედის და მათგან 30-ს ადამიანთა დასახლებებშიც შევხვდებით, 10 კი პარაზიტად ითვლება. მწერების კვალობაზე ტარაკნები ზოგჯერ საკმაოდ დიდები და მსხვილები არიან. უმეტესი მათგანი მცირე ზომისაა, თუმცა გიგანტურმა ავსტრალიურმა ტარაკანმა, იგივე მარტორქა ტარაკანმა, შეიძლება სიგრძეში 8 სმ-ს და წონაში 35 გრამს გადააჭარბოს, ასევე დაფიქსირებულია 50 გრამიანი ტარაკნების შემთხვევებიც. სხვა მწერების მსგავსად შთამომავლობის დასატოვებლად ეს არსებებიც წყვილდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება და მოპოვებულ სპერმას მდედრი მთელი ცხოვრება ინახავს. ტარაკნებს შეუძლიათ, მთელი თვე გაძლონ საკვების გარეშე, მაგრამ მხოლოდ 1 კვირა – უწყლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ღამის არსებები არიან, არ ეშინიათ სინათლის – გაქცევის მიზეზი რეალურად ჩვენ (ადამიანები) ვართ. ძლებენ თითქმის ყველანაირ პირობებში და თითქმის ნებისმიერ ადგილას.

განაგრძე კითხვა

ყველაზე მწარე ნესტრის მქონე არსებები


ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ფუტკრის ნესტრისგან გამოწვეული ტკივილი, თუმცა საბედნიეროდ არ ვიცით, როგორია ტარანტულის ბზიკის ან ცეცხლოვანი ჭიანჭველების ნაკბენი. ჩვენგან განსხვავებით ჯასტინ შმიდტმა არამარტო ეს სამი, არამედ 147 სხვა სახეობის ნესტრის სიმწარე და მათგან გამოწვეული წვის შეგრძნება იგემა საკუთარ თავზე.

განაგრძე კითხვა

საკონდიტრო ნაწარმი მწერებისგან


«ვის უნდა ტორტი კალიით ან ღვეზელი ჭიებით?» ამ ფრაზას ხშირად გაიგონებდით ჰოლანდიაში გამართულ საღამოზე, სადაც „მწერების სამზარეულო წიგნის” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ცდილობდნენ, დაემყარებინათ რეკორდი კალიებით მორთული ყველაზე დიდი ნამცხვრის დამზადებაში.

განაგრძე კითხვა

მწერები მკურნალის როლში


ბევრი ადამიანისთვის მწერები ასოცირდება არა მკურნალობის მეთოდთან, არამედ დაავადებების გადატანის საშუალებასთან. ცნობილი ფაქტია, რომ ბუზები მრავალი სახის ინფექციას ავრცელებენ, რომ სახლში შემოჭრილი ტარაკნები და ჭიანჭველები თავიდან უნდა მოიშოროთ, ხოლო მალარიის გადამტანი კოღოების გამო ყოველ წელს 3 მილიონი ადამიანი იღუპება.

განაგრძე კითხვა

საწოლის ბაღლინჯო

ჩვენდა სამწუხაროდ, კოღო არაა ერთადერთი მწერი, რომელიც ძილისას გვესხმის თავს. პარაზიტ საწოლის ბაღლინჯოებსაც ანალოგიური მიზნები ამოძრავებთ და 1 ღამეში მათმა ჯგუფმა შეიძლება 500-ჯერ უკბინონ ადამიანს.

ყველაზე მაღალი ტემბრის მქონე ცხოველები


მართალია, ყველაზე მაღალ ხმას ვერ გამოსცემს, მაგრამ 2 მილიმეტრი სიგრძის წყლის ბაღლინჯოს სხეულის ზომებთან შედარებით ყველაზე მაღალი ტონალობა აქვს. ეს არსება, რომელიც უხეშად ბრინჯის მარცვლის ზომისაა, შოტლანდიელმა და ფრანგმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს. მისი ხმა ადიოდა 105 დეციბელამდე, რაც პნევმატური ჩაქუჩის ხმაურს უტოლდება. თუმცა ბუნების მოყვარულთა საბედნიეროდ, მწერის წყალში ყოფნისას ეს ბგერები ჰაერში სათანადოდ ვეღარ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამხელა ხმას წყლის ბაღლინჯო გამოიმუშავებს სასქესო ორგანოს მუცელზე ხახუნით, დაახლოებით ისე, როგორც ზოგიერთი ჭრიჭინა. ხმოვანი გენიტალიები ცხოველთა სამყაროში საკმაოდ იშვიათია, თუმცა ასობით სხვა გზაც არსებობს ყვირილისთვის, ყმუილისთვის, ღმუილისთვის და ა.შ.

განაგრძე კითხვა