Tag Archives: მცენარე

National Geographic: შემოდგომა შეერთებულ შტატებში


იაპონური ნეკერჩხლის ფოთლებითა და ტოტებით მოფენილი ბილტმორის მამულების მიწა ჩრდილო კაროლინის შტატში. 1895 წელს ჯორჯ ვაშინგტონ ვანდერბილტის მიერ აგებული ბილტმორი წარმოადგენს უდიდეს კერძო რეზიდენციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც გარს აკრავს 30 ჰექტარი ფართობის ბაღები.

განაგრძე კითხვა

National Geographic: ტროპიკული ტყეების ფოტოგალერეა


კანოე ძირითადი ტრანსპორტია კონგოს რესპუბლიკაში ტყეებთან მდებარე მდინარეებზე გადასაადგილებლად. მდინარე კონგოს აუზი მთლიანობაში 3.7 მილიონი კვადრატული კილომეტრია და მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, რომელთა ფართობი 2 მილიონ კვ. კმ-ზე მეტია. ამ მაჩვენებლით კონგოს აუზი მსოფლიოში მეორეა სიდიდით ამაზონის აუზის შემდეგ. კონგოს ტყეები ცნობილია ველური ცხოველების მრავალგვარობით, მათ შორისაა დიდი მაიმუნები, ტყის სპილოები და მდინარის თევზების 700 სახეობა. თუმცა აქ მარტო ცხოველები არ ბინადრობენ – ეს ადგილი უკვე 50 000 წელია, ადამიანებითაა დასახლებული. კონგოს აუზიდან სასმელი წყალი და საკვები მიეწოდება 75 მილიონ აფრიკელს.

განაგრძე კითხვა

National Geographic: კარბონული პერიოდი


კარბონული ჭაობი. კარბონული პერიოდის (360-300 მილიონი წლის წინ) მახასიათებლები სქელი, ხშირი და ჭაობიანი ტყეები იყო, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტორფის წარმოშობასა და დაგროვებას. დროთა განმავლობაში ტორფი გარდაიქმნა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვანახშირის მდიდარ მარაგად. კარბონული პერიოდიც (ლათ. carbo/carbonis – ნახშირი) სწორედ ამიტომ ეწოდა.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: