Tag Archives: მუდმივი დენი

ნიკოლა ტესლასა და ტომას ედისონის დაპირისპირების შემთხვევები


ტომას ედისონის სახელი ასოცირდება 1000-ზე მეტ პატენტთან. მათი ნაწილი თავად ედისონის მიერ შეიქმნა, ხშირად კი უბრალოდ სხვა მეცნიერთა გამოგონებების გაუმჯობესებით იყო დაკავებული. ედისონს ხშირად აქებენ იმ საოჯახო ნივთების შექმნის გამო, რომლის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგრამ მის ფონზე ნაკლებად ჩანან ის გენიოსი მეცნიერები და გამომგონებლები, რომლებიც მის სასარგებლოდ მუშაობდნენ და რომელთა ხარჯზეც ბიზნესმენი მდიდრდებოდა. ერთ-ერთი მათგანია ნიკოლა ტესლა, რომლის შრომა არც მის სიცოცხლეში დაფასდა ჯეროვნად და არც სიკვდილის შემდეგ.

განაგრძე კითხვა

Advertisements

ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: